პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობის წევრების მიერ მისი განცხადებების დაწვრილებით შესწავლას მიესალმება “მე მივესალმები იმას, რომ პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც მინისტრები, დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს, სწავლობენ მას დეტალურად. მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხის ასე სიღრმისეულად შესწავლა დადებით როლს მოახდენს საქართველოში მმართველობის სიძლიერეზე და მის ეფექტიანობაზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს დღეს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.













