• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„პაატა ზაქარეიშვილი ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას“ – თორნიკე შურღულაია

11 years ago
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
„პაატა ზაქარეიშვილი ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას“ – თორნიკე შურღულაია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, მისი ტერიტორიისათვის გამუდმებული ბრძოლა. არც თუ ისე ცოტა ტერიტორია დაუკარგავს ჩვენს ქვეყანას საუკუნეების განმავლობაში. თუმცა ყველაზე დიდი ტკივილი და დანაკლისი ქართველებმა ალბათ აფხაზეთის დაკარგვისას განიცადეს. აფხაზეთში მცხოვრები ქართველები იძულებულები გახდნენ საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინათ და საქართველოს სხვადასხვა მხარეში გაფანტულიყვნენ. ახლა მე არ დავიწყებ ამ ისტორიის მოყოლას, რადგან ბევრმა თქვენგანმა ეს ჩემზე გაცილებით უკეთ იცის. ეს ყველაფერი ჩვენი უახლესი ისტორიის ნაწილია, ის ნაწილი რომელიც წარსულად კი არა ახლა მომავლად უნდა ვაქციოთ. აფხაზეთი ოცნებაა, ტკივილია, სიყვარულია, ურთიერთობაა, ემოციაა, სილამაზეა, მონატრებაა… რომელიც საქართველოსა და ქართველებს აერთიანებს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკა იმალება, პოლიტიკა რომელიც, ჩვენთვის უბრალო მოკვდავი ადამიანებისათვის ძნელი ამოსაცნობია. გადის წლები, იცვლებიან მთავრობები, ოცვლებიან ადამიანები, რეალობა კი რეალობად რჩება. იმის მაგივრად, რომ აფხაზეთს მივუახლოვდეთ, უფრო და უფრო ვშორდებით. გალის რაიონის ადამინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ნადარაიამ გააკეთა განცხადება, რის მიხედვითაც შეუძლებელია მომავალში გალის რაიონის სკოლებში ქართული სახელმძღვანელოებით სწავლება გაგრძელდეს, სადაც წერია, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ამ განცადების შეფასება „თბილისი თაიმსმა“ დოქტორს, პროფესორს, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელს – თორნიკე შურღულაიას  თხოვა.

tornikeeeeee

გალის რაიონის ადამინისტრაციის უფროსი მოვალეობის შემსრულებელი, თემურ ნადარაია მიიჩნევს, რომ შეუძლებელია მომავალში გალის რაიონის სკოლებში ქართული სახელმძღვანელოებით სწავლება გაგრძელდეს, სადაც წერია, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. თქვენი აზრით რას ემსახურება ეს პოლიტიკა და რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამ განცხადებას?

– აღნიშნული განცხადება სრულიად უპასუხისმგებლოა და აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ პაატა ზაქარეიშვილი ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ამის გამო მასზე ჩაბარებული მიმართულება უკონტროლოდ არის მიტოვებული. მეტიც მინდა აღვნიშნო, რომ პაატა ზაქარეიშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ვერანაირად ვერ  შევაფასებ, როგორც სახელმწიფოს ინტერესებიდან გამოსული სახელმწიფო მინისტრის პოზიციას. იგივე შემიძლია ვთქვა ზურაბ აბაშიძისა და გოგი თოფაძის განცხადებების შესახებაც. როგორც კი მათ გააკეთეს უპასუხისმგებლო და კოლაბორაციონისტული განცხადებები, რუსეთმა აამუშავა თავისი პროპაგანდის მანქანა და აჭრელდა რუსული პრესა, თუ საინფორმაციო სააგენტოების გვერდები. წერდნენ,  რომ საქართველო პოლიტიკურ კურსს იცვლის, რომ  უარს ამბობს ნატოზე და სხვა უამრავი დეზინფორმაციის ტირაჟირება დაიწყო კრემლმა. რუსეთში მოღვაწე ხომერიკმა კი ამ ბატონებს მათ „Persona Grata“ უწოდა. ვფიქრობ კონფლიქტური რეგიონების სასაზღვრო ზოლში საჭიროა აქტიური მუშაობა, რათა რუსეთის მიერ წარმოებულ პროპაგანდას დავუპირისპიროთ რეალობა. რუსეთის დეზინფორმაციას და მე-5 კოლონის გააქტიურებას ვუპასუხოთ ჭეშმარიტი ისტორიული ფაქტებით. მაქსიმალურად დროულად უნდა მოხდეს აღნიშნული ტიპის რისკის ფაქტორის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მორალური, იდეოლოგიური თუ, სხვა ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერა. ეს საჭიროა, რადგან ისინი ადვილად არ მოექცნენ რუსული პროპაგანდისა და აგიტაციის აბლაბუდაში. კრემლის პროპაგანდისა და აგიტირებისთვის რამდენიმე ქვეყანაში მოქალაქეები დააკავეს კიდეც. ჩვენ საომარ ვითარებაში ვართ რუსეთთან და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. რუსეთს არ უნდა ვენდოთ და რაღაც მერკანტილური საკუთარი მოგების გამო არ უნდა დავთმოთ ეროვნული ინტერესები, რის შემდეგაც უშედეგო იქნება მე-5 კოლონის ყოველგვარი საბოტაჟური აქცია ქვეყნის შიგნით. მე თუ მკითხავთ, მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და მის ინტერესების გათვალისწიებით  საუბარი უნდა ისჯებოდეს კანონით.

თემურ ნადარაია ასევე აცხადებს – “იზრდება თაობა, რომელმა  ჩვენთან ერთად უნდა ააშენოს აფხაზური სახელმწიფო, რომელიც საქართველოსკენ არ უნდა იწევდეს. ისე მოხდა, რომ რაიონის 11 სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს” – ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ აფხაზეთის დაბრუნება კიდევ უფრო შორეული პერსპექტივა შეიძლება გახდეს 

– მე სხვა ტიპის ფორმულირებას გავაკეთებდი, აფხაზეთის დაბრუნება კი არა, საქართველოსა და აფხაზეთის კვლავ გაერთიანება, მე ასე ვიტყოდი. ეს კი  მოხდება მაშინ, როდესაც კრემლის ინტერესების გამხმოვანებელი  არ იქნება ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ეს იქნება საკუთარი აზრის მქონე ჭეშმარიტი აფხაზი, რომელმაც იცის საქართველოს ნამდვილი ისტორია და არა კრემლის სტამბებში დაბეჭდილი გაყალბებული ისტორიის წიგნებით ტირაჟირება. unnamed (2)სწორედ ამ წიგნებით სურთ გალსა თუ, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების იდეოლოგიისა და ფასეულობების ცვლა მოახდინონ. იოზეფ გებელსი, პროპაგანდის რაიხმინისტრი აღნიშნავდა, რომ ჭაში ერთი წვეთის ჩასხმა გამოიწვევს რამდენიმე ათეული ადამიანის დაღუპვას, ხოლო რადიოში გაშვებული ინფორმაცია მილიონობით ადამიანის გონებას შთანთქავსო. სწორედ ამ მეთოდს იყენებს კრემლი.

თქვენი შეფასებით, შეიძლება გარკვეული ძალა მოიაზრებოდეს ამ განცხადების უკან თუ ეს თემურ ნადარაიას დამოუკიდებლი განაცხადია?

– სამწუხაროდ მე არ შემიძლია მესმოდეს მისი, რადგან ეს პოზიცია ჩემთვის გასააზრებლადაც კი მიუღებელია. ასეთი ტიპის სეპარატისტული განცხადებები მხოლოდ, იმპერიული მანქანის მიერ შექმნილი მისსავე სადარაჯოზე მყოფი ადამიანის აზროვნებისა და ლოგიკის პროდუქტია. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმას, თუ რა დღეში არიან ჩვენი მოძმე აფხაზები. დარწმუნებული ვარ სამაჩაბლოშიც უამრავი კრემლის იმპერიული მანქანის მიერ შექმნილი ჯარისკაცი იქნება გააქტიურებული.

ამ შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედის ჩვენმა სახელმწიფომ, თუ არსებობს გარკვეული ბერკეტები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და შესაჩერებლად?

– რჩევას მივცემდი მეტი იფიქრონ სანამ რამე განცხადებას გააკეთებენ, ნუ დაავიწყდებათ, რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ. რეკომენდაციებისა და საპასუხო სამოქმედო გეგმის შემუშავება, სხვადასხვა სტრატეგიის განსაზღვრა  მარტივად შეუძლიათ. მათ აქვთ წვდომა სხვადასხვა ტიპისა და სპეციფიკის უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. ეს მათ საშუალებას  აძლევს  ისტორიული ანალოგიებისა და სხვადასხვა არსებულ ფაქტებს შორის გაავლონ პარალელი, გაანალიზონ არსებული მდგომარეობა და გადადგან საფრთხეების შესაბამისი ადეკვატური პოლიტიკური ნაბიჯები.

დღევანდელ ხელისუფბელას აქვს თუ არა სახალხო დიპლომატია? (აფხაზეთთან დაკავშირებით, თუ ეწყობა გარკვეული შეხვედრები აქ მცხოვრებ ახლგაზრდებსა და აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის და ა.შ.) და რამდენად ნაყოფიერი და სარგებლიანი იქნება ამ ეტაპისთვის სახალხო დიპლომატიის ჩართვა?

– “Public Policy” არის სწორად ის, რასაც ეფექტურად იყენებს ამერიკის დიპლომატიური არსენალი და მას აქვს საკმაოდ კარგი შედეგი. ჩვენი მხარის ნება არის და ეს არაერთხელ დაფიქსირდა, თუმცა თავად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მხარეა იზოლაციაში.unnamed (3)იზოლაციონისტური საბჭოთა კავშირის ნოსტალგიის ჩრდილში დარჩენილი კრემლი ოკუპირებული მხარეების მოსახლეობას არ მისცემს ასეთი კავშირების საშუალებას. თუმცა ჩვენგან მაქსიმალური მონდომება და მათთან ურთიერთობის სურვილი აუცილებლად უნდა ჟღერდეს. სიგნალები ამის შესახებ ყველა საშუალებით უნდა მიედინებოდეს იქ მცხოვრები მოსახლეობის გონებამდე. კრემლის იმპერიალიზმი 21-ე საუკუნეში კრახისთვისაა განწირული და ის პროგრესულ სამყაროსთან დაპირისპირებისთანავე განწირულია საბჭოთ კავშირის ბედის გასაზიარებლად.

ესაუბრა ანო მუქათარიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები
ახალი ამბები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

05/14/2026
„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი
ახალი ამბები

„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი

05/14/2026

საინტერესო

დიდიე რეინდერი: „ბელგია პარტნიორობას გაუწევს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში“

11 years ago
მიხეილ რამიშვილი – დავასახელებთ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილის მამას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი გოგო შარში იყო

მიხეილ რამიშვილი – დავასახელებთ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილის მამას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი გოგო შარში იყო

6 years ago
Start in Georgia -“ყველაფერი ბიზნესის დასაწყებად და ჩემი სტარტაპისთვის! “

Start in Georgia -“ყველაფერი ბიზნესის დასაწყებად და ჩემი სტარტაპისთვის! “

8 years ago
ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების კუთხით ნატო-სა და საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება

ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების კუთხით ნატო-სა და საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება

11 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by