გავლენიანი ამერიკული გამოცემა “The New York Times” საქართველოსა და კონკრეტულად თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს საგარეო სამინისტროდან აცნობეს, სტატიის ავტორი საქართველოს პოპულარობაზე, ქართული სამზარეულოთი აღფრთოვანებულ უცხოელებსა და საქართველოში მოგზაურობის განსაკუთრებულ სიიაფეზე ამახვილებს ყურადღებას.
„საქართველო ყველას უყვარს. საკმარისია ეს ქვეყანა ახსენო, რომ ადამიანები მაშინვე კავკასიის მთებში მდებარე ულამაზეს სოფლებზე, წალამზე შემწვარ მწვადებზე, ნიგვზითა და ბროწეულით შეკაზმულ კერძებსა და, უპირველეს ყოვლისა, ხაჭაპურზე ოცნებას იწყებენ. საქართველოში მოგზაურობის უმეტესობა თბილისიდან იწყება. ამ ქალაქში მილიონზე მეტი მოსახლე ცხოვრობს. ამერიკელი მოგზაურებისთვის თბილისში ბევრი რამ კარგად ნაცნობია, თუმცა ამავე დროს ეგზოტიკურიც.’’- ნათქვამია სტატიაში.
http://www.nytimes.com/2015/