• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი მარგველაშვილი რომის პაპს შეხვდა

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გიორგი მარგველაშვილი რომის პაპს შეხვდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11090982_420746591426953_7282327048312280613_oსაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვატიკანში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დღეს, მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა.

საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის სამოციქულო სასახლის San Damaso-ს ეზოში, ვატიკანის ტრადიციისამებრ შვეიცარიული გვარდიის თანხლებით, რომის პაპის სახლის პრეფექტი არქიეპისკოპოსი გეორგ გენსუენი მიესალმა.

სახელმწიფოს მეთაურისა და მისი უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკეს პირისპირ შეხვედრა პაპის პირად ბიბლიოთეკაში გაიმართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს.

მათივე განმარტებით, აღინიშნა, რომ წმინდა საყდარი როგორც წარსულში დღესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდამჭერია, რაც საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
ამასთან, ხაზი გაესვა მშვიდობის მნიშვნელობას ევროპასა და მთელ მსოფლიოში. აღინიშნა, რომ 21-ე საუკუნეში დაუშვებელია არსებობდეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები და გამყოფი ხაზები, ასევე ჰუმანიტარული და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს როლს თანამედროვე სამყაროში.

“საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან. განსაკუთრებით იქნა წარმოჩენილი ჩვენი ქვეყნის, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში და ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც საქართველოს საუკუნეებიის განმავლობაში ჰქონდა, როგორც ცივილიზაციათა და კულტურათა შორის დიალოგის ადგილს. განხილულ იქნა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელშიც შეიძლება საქართველომ მიიღოს ვატიკანის მხარდაჭერა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

აუდიენციის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს პირველი ლედი და ქართული დელეგაციის წევრები წარუდგინა, რის შემდეგაც საჩუქრების გაცვლის ცერემონიალი გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა მის უწმინდესობას მცხეთის ჯვრის მონასტრის ამაღლების ბარელიეფის ასლი გადასცა. თავის მხრივ რომის პაპმა ფრანცისკემ სახელმწიფოს მეთაურს წმინდა მარტინის ქვაზე გამოკვეთილი სკულპტურა უსახსოვრა და აღნიშნა, რომ მისთვის სასიამოვნო და სიმბოლურია ეს საჩუქარი გადასცეს პრეზიდენტს, როგორც საკუთარ ხალხზე მზრუნველსა და დამცველს.

საქართველოს პრეზიდენტი დღესვე წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილეს მონსინიორ ანტუან კამილიერის და სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია არაღიარების პოლიტიკის, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ქართულ დელეგაციასთან ერთად კულტურული ღონისძიების ფარგლებში ვატიკანის მუზეუმსაც დაათვალიერებენ.

საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ გრძელიძე, საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი კარლო ცქიტიშვილი და ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თინათინ მჟავანაძე.

Share2Tweet1

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

ქვემო ქართლი სოლიდარობის ფონდს უერთდება

12 years ago
თბილისში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება

თბილისში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება

3 years ago

მიყენებული ჭრილობების შედეგად ბიზნესმენი ბესო ხარძიანი გარდაიცვალა

12 years ago

კრემლის პირველი რეაქცია საქართველოს ხელისუფლების ახალ განცხადებებზე

13 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by