• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 17, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

5 წიგნი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის თქვენს ცხოვრებას

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო, საზოგადოება
A A
5 წიგნი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის თქვენს ცხოვრებას
19
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Screen-Shot-2014-04-28-at-5.09.54-PM„სტატიას ერთი შეკითხვით დავიწყებ“, – წერს დასავლური გამოცემის entrepreneur-ის ჟურნალისტი და ცნობილი ბლოგერი, ბრენდონ ტერნერი, – „ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, თუ გახსოვთ, რას გვეუბნება ნიუტონის პირველი კანონი?

თუ, არა – არაუშავს, მე აუცილებლად გაგახსენებთ მას.

ნიუტონმა, რომელმაც დინამიკის სამი ძირითადი კანონი, სხეულზე ძალის მოქმედებისა და მისი მოძრაობის შესახებ შეგვიქმნა, პირველ კანონში ამტკიცებს, რომ სხეული უძრავია ან წრფივად და თანაბრად მოძრაობს, თუ მასზე სხვა სხუელები არ მოქმედებს, იგი ინარჩუნებს უძრავ ან თანაბრად მოძრავ მდგომარეობას, მანამ სანამ სხვა სხეული არ გამოიყვანს მას ამ მდგომარეობიდან.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, თუ ჩვენ მაგალითისთვის, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ფანჯრიდან გადმოვაგდებთ ვაშლს (გამოიყენეთ თქვენი წარმოსახვა), ის ერთი მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას, მანამ სანამ მას რაიმე არ შეაფერხებს. ასეთი „გარეგანი ძალა“ შეიძლება იყოს სხვა პლანეტა, უცხოპლანეტელი, თუნდაც, გრავიტაცია.

ნიუტონმა ამ კანონით არამარტო ფიზიკური მოვლენა არამედ,  ჩვენი ცხოვრებაც აღწერა.

ადამიანების სიცოცხლე ნამდვილად მოძრაობაა. ჩვენ ერთი მიმართულებით ვმოძრაობთ იქამდე, სანამ რაიმე ძალა არ გვიბიძგებს  მის შეცვლას. მე არაფერი ვიცი მკითხველო შენს შესახებ, არც ის მინდა, რომ ჩემი ცხოვრება გაიხადო საკუთარის მიმართულებად. არა –  უბრალოდ მინდა, რომ თუ შენი ცხოვრება არ მოგწონს შეცვალო იგი და უფრო უკეთესი გახადო.

წიგნი – არის ის „გარეგანი ძალა“, რომელზეც ნიუტონი საუბრობდა. ჩვენს სიცოცხლეში კი, ეს ძალა მთლიანად იჭრება და გვიცვლის მიმართულებას. ასეთი წიგნი ალბათ ბევრია, ან ცოტა. მე კი ამჯერად, ვისაუბრებ იმ  ხუთ წიგნზე, რომელთაც ნამდვილად შეცვალეს ჩემი ცხოვრება.

 1.   “Rich Dad, Poor Dad” – Robert Kiyosaki

11139566_960516333979643_109284640_n

პერიოდულად, გულის სიღრმეში,რაღაც „მჭამდა“. დანამდვილებით, რისი თქმაც შემიძლია არის, რომ პარაზიტი არ ყოფილა. ის იყო იდეა. ის კი ყოველ ჩვენგანშია.

არ ვიცი, რა აზრი მიტრიალებდა თავში.  ალბათ, სამსახურს, სიცოცხლეს, ფულს, სიმდიდრესა და თავისუფლებას შეეხებოდა. თვეების განმავლობაში ის თავს არ მანებებდა, მე კი ვერ ვიპოვე სიტყვა, რომელიც მას აღწერდა.

შემდეგ, ჩემამდე მოვიდა  რობერტ კიოსაკის წიგნი „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“. წიგნის წაკითხვის შემდეგ კი ყველა კითხვას პასუხი გაეცა. საბოლოოდ, ჩამოვაყალიბე ჩემი შეხედულება ფულის და იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეეცვალა მას  ჩემი ცხოვრება.

კონკრეტულად იმის თქმა, თუ რა აზრი დევს ამ წიგნში და რატომ არის ის ზებუნებრივი შეუძლებელია. ყველას სხვადასხვა აზრი გვექნება. მთავარი ამ შემთხვევაში ეს არ არის, მთავარია დასკვნა: ღარიბი მუშაობს იმისთვის, რომ გამოიმუშაოს ფული, მდიდარი კი ფულს ღარიბების შრომით გამოიმუშავებს. ეს არის წიგნი,რომელიც ამ ორ მხარეს შორის არსებულ ურთიერთობებს დაწვრილებით აღწერს.

წიგნში ბევრი ისტორია და მაგალითია, რომელიც აუცილებლად დაგატყვევებთ. ის რეკომენდირებულია, The BiggerPockets Podcast – ის მიერ, რომელსაც ყოველ კვირას ვსტუმრობ და გირჩევთ თქვენც ესტუმროთ.

კიოსაკის ამ წიგნმა მასწავლა,რომ არასდროს უნდა ვთქვა „ეს შეუძლებელია“ და ყოველთვის უნდა დავსვა კითხვა თუ, „როგორ გავხადოთ ეს შესაძლებელი“ ?

მან დამაწყებინა მოგზაურობა იმ სამყაროში, სადაც ეძებენ გზებს. სწორედ ასე, 27 წლის ასაკში საკმაო ქონება დავაგროვე, რამდენიმე ინვესტიციითა და მარტივი ბიზნეს გეგმით.

მე მივხვდი, რომ  სიმდიდრე შემთხვევითობა ნაკლებადაა, ის  მოქმედებაში უნდა ვეძიოთ (დიახ, მე თანახმა ვარ ეს ციტატა თქვენს თვითერზე გაავრცელოთ, მე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ ხაზზე!)

2.   The Total Money Makeover – Dave Ramsey

11136952_960516423979634_568651514_n

მას შემდეგ,რაც კიოსაკის წიგნი წავიკითხე, მეგობარმა ეკლესიიდან მირჩია წამეკითხა დეივ რამსის წიგნი ფულზე, რომელიც ახალ იმიჯს ქმნის. კიდევ ერთხელ, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. გამოვფხიზლდი ღრმა ძილიდან და აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრ ფულს ვფლანგავდი.

წარმოიდგინეთ, თვეში $ 1,000 დოლარს ვხარჯავდი, როგორ ვერ ვაანალიზებდი ამას მიკვირს, მაგრამ ამ წიგნმა, მომცა იმის საშუალება, რომ სერიოზულად შემეხედა ჩემი ფინანსებისთვის და მეცხოვრა მომჭირნედ, შემენახა უფრო მეტი ფული და არ გამეფლანგა ის.

უცბად აღმოვაჩინე, რომ ჩემი საკუთარ საფულე აღარ მმართავდა და პირიქით, მე ვმეფობდი მასზე. შედეგი სახეზე იყო, რამდენიმე თვეში ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ დეივ რამსის წიგნში არსებულ რჩევებთან ერთად საჭიროა გონივრული სვლებიც და რა თქმა უნდა, მყარი ფინანსური მდგომარეობა.

3.   The 4 hour workweek – Timothy Ferriss

11129942_960516427312967_1398929481_n

არა, მე არ ვმუშაობ კვირაში ოთხი საათი. არც ეგზოტიკურ ქვეყნებში ვმოგზაურობ სალსას საცეკვად, ჩინური კიკბოქსინგიც კი არ ვიცი.

მაგრამ ტიმოთი ფერისის ისტორია და ფილოსოფია ბიზნესისა და ცხოვრების შესახებ, მკითხველთა უმეტესობას  ცხოვრების, ურთიერთობების, თავისუფალი დროისა და მიზნების შესახებ უცვლის შეხედულებას.

კიოსაკის წიგნმა თუ მასწავლა, რომ სიმდიდრისთვის საჭიროა მოქმედება, ტიმ ფერისმა დამარწმუნა, რომ თუ მინდა სიცოცხლე შევიგრძნო  – უნდა ვიმოქმედო.

არ გვჭირდება პენსიაზე გასვლა იმისთვის, რომ „დავტკბეთ“ ჩვენი მრავალწლიანი შრომის შედეგით. არც  ბანკში მილიონიანი ანგარიში, რათა ვიამაყოთ საკუთარი ცხოვრებით. და არც მონური შრომა.

არსებობს სხვა გზაც.

გზას, რომელსაც ეს ბიოგრაფიული ჟანრის წიგნი გვასწავლის მიგნება სჭირდება, საჭიროა წარმოსახვა და გამბედაობა. ვფიქრობ, რომ კრიტიკოსები ამ წიგნს მკაცრად მიუდგნენ. ისინი გაუვალ ტყეში არიან გამომწყვდეული და  გამოსასვლელ გზას ვერ ხედავენ, წიგნს კითხულობენ და ამბობენ, რომ „იგივეს გაკეთება სამსახურში, რაც წიგნშია შეუძლებელია“ ან „მე არ მინდა ვიმოგზაურო ისე, როგორც ფერისი მოგზაურობს“ და ა.შ.

ეს თუ ასეა, მაშინ თქვენ ნამდვილად არ გდომებიათ, ვირტუალური გიდი $2 დოლარად  ერთი საათით იმისთვის, რომ შეგეცვალათ ცხოვრება უკეთესობისკენ (მე კი ვფიქრობ,რომ ეს შევძელი). 

ეს თუ ასეა, მაშინ თქვენ არ გდომებიათ ონლაინ ბიზნესი, რომელიც ძალიან მარტივად, გაგიუმჯობესებდათ შემოსავლებს (იცით,მე ესეც შევძელი). თქვენ ისიც კი არ გინდათ,  რომ შემოიაროთ ევროპა,როგორც ჰიპმა (მე ეს გავაკეთე).

თუმცა, თუ ჯიუტად არცერთი არ გსურთ, წიგნში სხვა რჩევებიცაა, რომელის გათალისწინებაც თქვენს ბიზნესს და ცხოვრებას უფრო ეფექტურსა და ოპტიმიზმით სავსეს გახდის.

მაგალითისთვის, მე მძულს ტელეფონით მოიჯარეებთან ლაპარაკი, წიგნის წაკითხვის შემდეგ, მოვიფიქრე, რომ ის რაც ასე მაღიზიანებდა მარტივად მომეგვარებინა. ამისთვის დავიქირავე ადამიანი, რომელიც ამ ზარებს უპასუხებდა და ვაკანტურ ერთეულებს ანახებდა მოიჯარეებს. მე კი გამინთავისუფლდა დრო გასართობად და აღარ ვაკეთებდი იმას, რაც ასე ძალიან არ მსიამოვნებდა.

ასე, რომ წიგნი „4 სამუშაო საათი  კვირაში“ ადამიანებს ასწავლის: მოძებნონ გზები და მისი საშუალებით გაიმარტივონ ცხოვრება.

4.   The lean startup – Eric Ries

11148901_960516413979635_1835424661_n

მეოთხე წიგნი, რომელმაც ჩემი წარსული და აწმყო გადაკვეთა ერიკ რაის ეს წიგნია. მან შეცვალა ჩემი მომავალი და ბიზნეს შეხედულებები.

ადრე ვფიქრობდი, რომ უძრავი ქონების სააგენტო შესასწავლად მეტად საინტერესო იყო, ასევე საინტერესოდ მეჩვენებოდა უკვე დაგროვილი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებაც. BiggerPockets-ი, ჩემი კომპანია იმ დროს, ჯერ კიდევ, პატარა იყო, მხოლოდ ერთი აღმასრულებელი დირექტორითა და დეველოპერით.

ერთ-ერთი მივლინების დროს, უცბად შევიტყვე, რომ არსებობდა ე.წ “startup culture” – ახალდაწყებული ბიზნესისთვის სწრაფი და მზარდი პოტენციალის მეთოდოლოგია. შესაბამისად, სწორედ მაშინ გავეცანი ამ წიგნს. მან წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, თავდაპირველად ყველა რჩევას, აზრს, იდეას აღტაცებაში მოვყავდი, თუმცა მერე მივხვდი, რომ ჩემ მსგავსად, მილიონობით ადამიანი შეითვისებს ამ იდეებს და ყველას აყვავებული ბიზნესი გვექნება?  – რა თქმა უნდა, არა, ან ვერა.

მაშინ, რაში მდგომარეობს ამ წიგნის განსაკუთრებულობა?

ერიკ რაისის წიგნმა დამანახა, რომ ყველაფრის ისე მიღება, როგორსაც ვხედავთ, აღვიქვავთ, შევიგრძნობთ ან გვესმის არ შეიძლება.

საყოველთაო ნაკლებად გამოადგება ინდივიდს, ამიტომ საჭიროა ინდივიდუალური ინტერპრეტაცია. ჩემი ინტერპრეტაცია კი წიგნის წაკითხვის შემდეგ ასეთია: როდესაც ვიწყებთ ახალ ბიზნესს, არ დაველოდოთ ბევრ ფულს, ეს მოლოდინი ბევრ შეცდომას დაგვაშვებინებს. პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ ბიზნესის მშენებლობაზე და ჩვენი ბიზნეს გეგმის ან იდეის სიჯანსაღეზე.

5.   The one thing – Gary Keller

10966518_960516430646300_1313911000_n

ცხოვრება ხანდახან დასნეულებულ ადამიანს გვამსგავსებს.

წარმოიდგინეთ, საკუთარ უძრავი ქონების სააგენტოში 100 საათი ვმუშაობდი კვირაში, ვაქირავებდი სახლებს, BiggerPocket-ის გაუმჯობესებისთვის ყველაფერს ვაკეთებდი და პარალელურად სხვა პოექტებშიც ვიღებდი მონაწილეობას. ბოლოს მივხვდი, რომ გადავიწვი.

და მაშინვე, როდესაც ეს წიგნი ხელში ჩამივარდა ვიგრძენი, რომ ვიღაცამ  ძლიერად შემარყია. ეს ვიღაც კი წიგნის ავტორები გარი კელერი და ჯეი პაპასანი იყვნენ. მათმა ადვილად წასაკითხმა წიგნმა მომცა საშუალება, ვფოკუსირებულიყავი ცხოვრებაში ყველაზე მთავარ საგნებსა და მოვლენებზე.

წიგნი გვეკითხება: „რა არის შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგიძლია და რომელის კეთებაც სხვა ყველაფერს უფრო მარტივს ან  უსარგებლოს გახდის?„

ამ კითხვაზე პასუხი კი არის ის, რასაც ყოველდღურად ვაკეთებ. ვეძებ უფრო მეტ დროს იმისთვის, რომ ვიმუშაო მშვიდად, ვცდილობ ავიღო ნაკლები სამუშაო, რათა ღამე სახლში გავატარო და დავიძინო, ვაწესრიგებ ემაილებს და ვიღებ უფრო მეტ შემოსავალს, ვიდრე წინა თვეში.

ეს სასწაულია.

რას ფიქრობ მკითხველო, მზად ხარ, რომ შეიცვალო შენი ცხოვრების მიმართულება და დართო ნება წიგნებს, რომ ამაში დაგეხმარონ? – ეს თუ ასეა, მაშინ დასაწყისისთვის, ამ ხუთ წიგნს გირჩევ“.

ავტორი: Brandon  Turner

წყარო: http://www.entrepreneur.com/

მასალა თარგმნა

ნათია კეკენაძემ

10846574_10204251539387137_685949634_n

fb-share-icon
Tweet
Share8Tweet5

ახალი ამბები

მდინარე ალაზანში ავტომანქანა გადავარდა
ახალი ამბები

მდინარე ალაზანში ავტომანქანა გადავარდა

05/16/2025
“ერთად ვეძებოთ… სასწაულის მოლოდინში” – მტკვარში დაკარგულ გიორგი შამუგიას, ამ დრომდე ეძებენ
ახალი ამბები

“ერთად ვეძებოთ… სასწაულის მოლოდინში” – მტკვარში დაკარგულ გიორგი შამუგიას, ამ დრომდე ეძებენ

05/16/2025
დადასტურდა ინფორმაცია, რომ მანქანას, რომელიც მტკვარში გადავარდა, რასაც ახალგაზრდები ემსხვერპლნენ, სხვა მანქანა შეეჯახა უკნიდან – დაკავებულია ერთი ადამიანი
ახალი ამბები

დადასტურდა ინფორმაცია, რომ მანქანას, რომელიც მტკვარში გადავარდა, რასაც ახალგაზრდები ემსხვერპლნენ, სხვა მანქანა შეეჯახა უკნიდან – დაკავებულია ერთი ადამიანი

05/15/2025
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა | ბიძგები ანკარაშიც იგრძნობოდა
ახალი ამბები

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა | ბიძგები ანკარაშიც იგრძნობოდა

05/15/2025
“უტას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა… მისი ცხედარი იპოვეს, ახლა გიგას ძებნა გრძელდება” – რას ჰყვებიან დაღუპული ახალგაზრდას ახლობლები
ახალი ამბები

“უტას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა… მისი ცხედარი იპოვეს, ახლა გიგას ძებნა გრძელდება” – რას ჰყვებიან დაღუპული ახალგაზრდას ახლობლები

05/15/2025
“გამოგვედევნენ, გვირტყამდნენ ფეხებით თავსა და სხეულის სხვა ნაწილებში” – თბილისში, 2 უცხოელ გოგოს თავს დაესხნენ
ახალი ამბები

“გამოგვედევნენ, გვირტყამდნენ ფეხებით თავსა და სხეულის სხვა ნაწილებში” – თბილისში, 2 უცხოელ გოგოს თავს დაესხნენ

05/15/2025

კალენდარი

May 2025
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Apr    

სიახლეები

  • მდინარე ალაზანში ავტომანქანა გადავარდა 05/16/2025
  • “ერთად ვეძებოთ… სასწაულის მოლოდინში” – მტკვარში დაკარგულ გიორგი შამუგიას, ამ დრომდე ეძებენ 05/16/2025
  • დადასტურდა ინფორმაცია, რომ მანქანას, რომელიც მტკვარში გადავარდა, რასაც ახალგაზრდები ემსხვერპლნენ, სხვა მანქანა შეეჯახა უკნიდან – დაკავებულია ერთი ადამიანი 05/15/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In