• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის მეტრო თანამედროვე სადისპეტჩერო სისტემით აღიჭურვა

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
თბილისის მეტრო თანამედროვე სადისპეტჩერო სისტემით აღიჭურვა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (4)თბილისის მეტრო თანამედროვე სადისპეტჩერო სისტემით აღიჭურვა. ახალი სისტემის მუშაობა დღეს ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ჯაფარიძემ შეამოწმეს.

თბილისის მერის განცხადებით, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის თანამედროვე სისტემების დანერგვა აუცილებელია. „სადისპეტჩერო  სადგურის  უმთავრესი ფუნქციაა, თანამედროვე ელექტრონულ სისტემაზე მატარებლების მოძრაობის გადასვლა. ეს სისტემა მნიშვნელოვნად ამარტივებს მართვის პროცესს. გათვალისწინებულია მოძრაობასთან და მის უსაფრთხოებასთან  დაკავშირებული  ყველა სიახლე. მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების თვალსაზრისით, თანამედროვე სისტემების არსებობა  მნიშვნელოვანია და სისტემის განახლების  გადაწვვეტილებაც სწორედ ამიტომ მივიღეთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მოდერნიზაციის შედეგად, თანამედროვე სადისპეტჩერო სისტემით, მოხდა არსებული ამორტიზებული და მოძველებული სადისპეტჩეროს ჩანაცვლება. პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა კომპანიის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულის აღმოსავლეთ ფლიგელის რეკონსტრუქცია, სადაც განლაგდა მეტროს მოძრაობის და ელმომარაგების, აგრეთვე, ავტობუსების სადისპეტჩერო ცენტრები.

აღნიშნული ფლიგელი ადაპტირებულია როგორც მიმდინარე სამუშაო პროცესისათვის, ისე საგანგებო სიტუაციებში ოპერატიული მართვისთვის. პროექტი რამდენიმე ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე განხორციელდა ქვედა დონეზე, მეტროპოლიტენის სადგურებში, მოძველებული, რელეებზე დამყარებული სადისპეტჩერო კვანძების შეცვალა თანამედროვე, მიკროპროცესორული სისტემით; მეორე ეტაპზე, საკომუნიკაციო დონეზე, ათეული კილომეტრი მრავალძარღვიანი სპილენძის კაბელების ნაცვლად კავშირი დამყარდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით, რის შედეგადაც, ერთი მხრივ, გამარტივდა მისი ექსპლუატაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ოპტიკური ქსელის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გაიზარდა მისი გადაზღვევის და, შესაბამისად, საიმედოობის ხარისხი. ასევე, ზედა დონეზე, ნახევარგამტარებზე და რელეებზე დამყარებული ცენტრალური ნაწილი შეიცვალა თანამედროვე სერვერებით; სადისპეტჩერო მართვის ოთახში დამონტაჟდა თანამედროვე კომპიუტერები და ვიდეოკედელი. სრულად შეიცვალა, ასევე, 70-იანი წლების ცენტრალური სასაათე მეურნეობა.

თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ახალი სადისპეტჩერო სისტემა ითვალისწინებს ახალი ფუნქციების დამატებას, რაც უფრო მოქნილს გახდის მართვას და უფრო დეტალურად ასახავს ინფორმაციას. მეტროს სამატარებლო შემადგენლობის სადისპეტჩერო სისტემა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მეტროს ფუნქციონირებაში. ის უზრუნველყოფს მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებას, არეგულირებს მატარებელთა შორის ინტერვალებს და უსაფრთხოების სხვა ქვესისტემებს, უზრუნველყოფს ხაზზე მატარებელთა მოძრაობის დინამიკას და მასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის დეტალურ ასახვას ცენტრალურ სადისპეტჩეროში.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში მარჩენალ დაკარგულები ერთჯერადად ფულად დახმარებას მიიღებენ

13 years ago
პოლონეთში საქართველოს მოქალაქემ ფულით სავსე ჩანთა მოიპარა – მედია

პოლონეთში საქართველოს მოქალაქემ ფულით სავსე ჩანთა მოიპარა – მედია

3 years ago

რიჩარდ ნორლანდი: “ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას ნაბიჯი და გაფანტოს ეს ეჭვი”

12 years ago
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by