საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა.
“გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია”,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დავით შავლიაშვილი მინისტრად 2014 წლის ივლისიდან მუშაობს.














