• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გაძვირდება თუ არა წელს დასვენება?! – ტურისტული კომპანიების პროგნოზები

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები
A A
გაძვირდება თუ არა წელს დასვენება?! – ტურისტული კომპანიების პროგნოზები
20
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

travel

საქართველოს ზოგიერთ ტურისტულ კომპანიაში საზაფხულო კურორტებზე შეკვეთები უკვე დაწყებულია, „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა როგორია ტურისტული კომპანიების მოლოდინი.

გამოიკითხა 11 ტურისტული კომპანია. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნები  კვლავ – ეგვიპტე, თურქეთი  და დუბაია.

თუ რომელი ქვეყნებიდან ელოდებიან კომპანიები ტურისტების ნაკადს, უნდა ველოდოთ თუ არა კომპანიების მხრიდან ფასებზე ცვლილებებს, რომელია საქართველოს ის კურორტები სადაც უცხოელი ტურისტები ხშირად ისვენებენ,  ბლიც-გამოკითხვის შედეგებიდან შეიტყობთ.

Go Tour – “საქართველოს კურორტებზე სეზონი უკვე მაისის დასაწყისიდან აქტიურ ფაზაში შედის. თან ამ პერიოდში დსთ-ს ქვეყნებში დასვენებებია და ტურისტები აქტიურად ჩამოდიან. იმედია ტურისტების ნაკადი შარშანდელთან შედარებით არ შემცირდება, წინასწარი დაინტერესება და რამოდენიმე დადასტურებული ტური უკვე აქვს ჩვენს კომპანიას უკრაინიდან და ისრაელიდან. მომსახურება უკვე გაძვირებულია, იმ სასტუმროებს, გიდებს, რომლებსაც წინა წლებში ლარებში ჰქონდათ დაფიქსირებული ფასები, ყველა დოლარში აფიქსირებს, რაც თავისთავად უკვე ზრდის ტურის თვითღირებულებას.ადგილობრივების მოთხოვნა გარე ტურებზე ყველაზე დიდია თურქეთის საზღვაო კურორტებზე, როგორიცაა ანტალია, კუშადასი, ბოდრუმი, მარმარისი, ასევე დიდი მოთხოვნაა ეგვიპტის კურორტებზე, ყველაზე ხელსაყრელი ფასიდან გამომდინარე, არის მოთხოვნები ევროპის ქვეყნებშიც, როგორიცაა: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, უნგრეთი.ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, ძირითადი მოთხოვნა არის კულტურულ ტურებზე, რაშიც არ შედის საზღვაო კურორტები. მთაზე უფრო აკეთებენ აქცენტს, ვინაიდან, თავიანთი ქვეყნებიდან მაგალითად ბათუმში დასვენება უფრო ძვირი უჯდებათ ვიდრე თურქეთის ან აზიის ქვეყნების საზღვაო კურორტებზე.”

relax8

გუდ თრეველი – „ჩვენთან სეზონი  ძირითადად  საქართველოს მასშტაბით  მაისიდან იწყება. შაბათ-კვირას უკვე დავიწყეთ ტაო-კლარჯეთის ტურით. ველოდებით ტურისტების შემოსვლას  სხვადასხვა ქვეყნიდან.  გაფორმებული გვაქვს კონტარქტი უკრაინასა და სლოვაკეთთან. ფასებიც  სავარაუდოდ  არ გაძვირდება. ადგილობრივებისთვის ძირითადი მოთხოვნადი ტურისტული ქვეყნებია: ზაფხულობით – თურქეთი, ეგვიპტე, ხოლო ზამთარში – დუბაი და ეგვიპტე. უცხოელი ტურისტები კი უპრიტესობას  საქართველოს მთიან რეგიონს ანიჭებენ.”

კალიფსო თრეველი– “ჩვენთან ტურები ყოველთვის არის, გააჩნია სეზონს. ძირითადად რუსულენოვანი ქვეყნების შემოსვლას ველოდებით, ფასებიც რა თქმა უნდა მცირედით გაძვირებული გვაქვს. გარე ტურებზე მოთხოვნადი და პოპულარული ტურისტული ქვეყნები ადგილობრივებისთვის – დუბაი ეგვიპტე და თურქეთია. რაც შეეხებათ უცხოელ ტურისტებს, გაზაფხულზე უფრო მთიანი რეგიონების ტურებს ირჩევენ.”

ვორლდ თრეველი – “საქართველოს კურორტებზე, ტურისტული ტურები პრაქტიკულად მარტის შუა რიცხვებიდან დავიწყეთ. ამ ეტაპისთვის, ფასების მხრივ ვცდილობთ სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ადგილობრივებისთვის აქტუალური ტურისტული ქვეყნები – ეგვიპტე და თურქეთია. უცხოელი ტურისტებისთვის კი, გააჩნია სეზონს, საქართველოს მთიან რეგიონს აირჩევენ თუ საზღვაო კურორტს.”

georgia

ნეს თრეველი – “ტურისტული ტური აპრილიდან დავიწყეთ, უცხოელ ტურისტების შემოსვლას ისრაელიდან ველოდებით. რაც შეეხება ფასებს, ეს უკვე სასტუმროებზეა დამოკიდებული გააძვირებენ თუ არა მომსახურებას. ჩვენ შემომყვანი ტურები გვაქვს, ტურისტები აქცენტს  ისეთ მთიან კურორტებზე აკეთებენ როგორებიცაა – ბაკურიანი  გუდაური და ახალციხე.”

მაიფლაი – “საქართველოს  კურორტებზე ტურისტულ სეზონს აპრილის ბოლოდან  ვიწყებთ და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ძირითადად შემომსვლელ ტურისტებს, რუსეთიდან უკრაინიდან და პოლონეთიდან ველოდებით. ყველაზე მოთხოვნადი გარე ტურისტული ქვეყნებია – ესპანეთი, იტალია, ზახულში განსაკუთრებით ევროპა – გერმანია, რუსეთი და უნგრეთი. უცხოელები, უფრო მეტად მთიან კურორტებს ირჩევენ, რაც შეეხება ფასებს, ჯერ-ჯერობით არ ვაპირებთ გაძვირებას.”

სტამბულ თრეველი – “ტურისტული სეზონი პრაქტიკულად უკვე გახსნილია, ჩვენ გამყვან ტურებზე ვმუშაობთ, ადგილობრივებისთვის მისაღებია – თურქეთის და ევროპის ტურისტული ქვეყნებია, ფასებიც ძირითადად გაძვირებული არ არის.”

დრიმ თრეველი – “საქართველოს ტურისტულ  სეზონს  ივნისიდან ვიწყებთ. უცხოელ ტურისტებს ევროპიდან ველოდებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტული ტურისტული ქვეყნები – ეგვიპტე, თურქეთი და ევროპაა. უცხოელი ტურისტები საქართველოს ზღვის კურორტებს ანიჭებენ უპირატესობას. ფასების გაზრდასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით.”

banner-travel

ეგზოტური – “ჩვენ ზამთრის სეზონს დეკემბრის ბოლოს ვიწყებთ, გაზაფხულის ტურს მარტიდან,  ზაფხულისას ივლისიდან. წინა წელთან შედარებით წელს ნაკლები ტურისტია. ველოდებით – პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ბალტიისპირეთი ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლას. უცხოელი ტურისტებისთვის ზღვაც და მთიანი რეგიონიც თანაბრად მოთხოვნადია. ჩვენ ვმუშაობთ, ტურისტების შემოყვანაზე და ვცდილობთ არ გავაძვიროთ  ფასები იმდენად,  რადმენადაც სასტუმროს ფასები მოგვცემს ამის საშუალებას, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ფასებმა მცირედით მაინც მოიმატა.”

ლაქი ტური  – “ტურისტული სეზონი კახეთის ღვინის ტურებითა პრილიდან დავიწყეთ. უცხოელ ტურისტებს – შვედეთიდან, რუსეთიდან  და პოლონეთიდან ველოდებით. გარე ტურებზე მოთხოვნა  ზამთარში ძირითადად – დუბაიზე და ეგვიპტეზეა, ხოლო ზაფხულში – თურქეთის ეგვიპტის და ევროპის ქვეყნებზე. უცხოელი ტურისტები, განსაკუთრებით კი, რუსები ძირითადად ზღვის კურორტებს ირჩევენ. ფასები გაიზარდა.”

სქაი თრეველი – “ ტურისტულ სეზონს ივლისიდან  ვიწყებთ. ტურისტებს ველოდებით – აზერბაიჯანიდან, ერევნიდან, უკრაინიდან და მოსკოვიდან. ქართველები ნაკლებად მიმართავენ შიდა ტურებს. უცხოელებისთვის კი, ზაფხულში მისაღები და მოთხოვნადი საზღვაო კურორტია. ფასებს რაც შეეხება, უცვლელია.”

მასალა მოამზადა

სალომე აფხაზაშვილმა

Share8Tweet5

ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ახალი ამბები

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
ახალი ამბები

„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

07/14/2026

საინტერესო

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში წელს, ორი საუკუნის განმავლობაში პირველად საშობაო მესა არ ჩატარდება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში წელს, ორი საუკუნის განმავლობაში პირველად საშობაო მესა არ ჩატარდება

7 years ago
გიგი უგულავა: “აუცილებელია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი თავმჯდომარე აირჩიოს”

გიგი უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა

10 years ago
„აფეთქება გვეგონა, ისეთი ხმა იყო…“ – სოფელ ნოსირთან მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

„აფეთქება გვეგონა, ისეთი ხმა იყო…“ – სოფელ ნოსირთან მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

1 year ago
დღეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირების შესახებ ხელმოწერის ცერემონია გაიმართება

დღეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირების შესახებ ხელმოწერის ცერემონია გაიმართება

9 years ago

ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს "თამოსკინს" "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. მომხმარებლის განცხადების საფუძველზე...

მეტის ნახვაDetails
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა 07/17/2026
  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by