C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის მსურველების რეგისტრაცია დღეიდან იწყება. პაციენტებმა დოკუმენტაცია – პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა N100, ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები, თბილისში სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისებში უნდა წარადგინონ.
პროგრამაში ამ ეტაპზე სამი კლინიკაა ჩართული. სწორედ ამ კლინიკებიდან უნდა მიიღონ პაციენტებმა დოკუმენტაციისთვის საჭირო საბუთები.
კვლევები პაციენტებისათვის თანადაფინანსებით განხორცილდება.