• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

წელს ქართული არმია დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
წელს ქართული არმია დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (1)30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. წელს ქართული არმია დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცეს.

„თქვენ დგახართ სამშობლოს სადარაჯოზე. ეს არის უდიდესი პატივი, მაგრამ ამავე დროს არის უდიდესი მოვალეობა, რომელსაც თქვენ  პირნათლად ასრულებთ. დარწმუნებული ვარ,  რომ ის ტრადიცია, რაც ჩამოყალიბდა საქართველოს  შეიარაღებულ ძალებში – ქვეყნისადმი დამოკიდებულების, ქვეყნისადმი სამსახურის, მომავალშიც გაგრძელდება იმ გმირების მაგალითზე, რომლებმაც თავი დადეს  ჩვენი ქვეყნისთვის. მათ მაგალითზე სამსახურს აგრძელებთ თქვენ, თქვენ  მაგალითზე სამსახურს გააგრძელებენ მომავალი თაობები. ყველა ჩვენგანის ვალია თითოეული წუთი, თითოეული დღე გატარებული ჩვენი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, იყოს მიძღვნილი ჩვენი ქვეყნისადმი, სამშობლოსადმი და შეიარაღებული ძალების განვითარებისადმი, რადგანაც ეს არის ნამდვილად დიდი პატივი და პრივილეგია. შესაბამისად, ყოველი წუთი უნდა დავუთმოთ ჩვენი ჯარის, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და განვითარებას.“ – მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს.

ქართულ ჯარს იუბილე მიულოცა გენერალური შტაბის უფროსმა: „24 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ქართული შეიარაღებული ძალები. სხვისთვის ეს 24 წელი დატვირთული მოვლენებით, სიმძიმით შეიძლება საუკუნეებს უდრიდეს. ჩვენ ეს გადავიარეთ, ჩვენ ეს გავიტანეთ. ნათქვამია, კაცი ფასდება არა იმით, თუ როგორ ვარდება, არამედ იმით, თუ როგორ დგება და აგრძელებს გზას. ჩვენ ვდგავართ და მტკიცედ ვაგრძელებთ გზას დასახული მიზნისკენ – ჩვენ ამ მიზანს ნამდვილად მივაღწევთ. მინდა, კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე, დაჭრილი მებრძოლების წინაშე. მინდა უდიდესი მხედრული მადლობა გადავუხადო თითოეული სამხედროს ოჯახის წევრს, რომელმაც ყველაფერი საუკეთესო გაიღო, თავისი ოჯახის წილი გაიღო  ქვეყნის დასაცავად. ჩვენ არ ვმუშაობთ, ჩვენ ვემსახურებით ქვეყანას. თითოეული ჩვენგანი, ვინც აქ ვდგავართ, ვისაც ეცვა ეს ფორმა, მწყობრში არიან. ყველანი ვართ საქართველოს სადარაჯოზე. ჩვენი დასახული მიზნისკენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. იქნება ბევრი ოფლი, ბევრი გაჭირვება, მაგრამ დამერწმუნეთ, იქნება გამარჯვება თუ ერთად ვიქნებით და ეს გარდაუვალია, რადგან მართალ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენთან არს ღმერთი!“

სიტყვით მიმართვის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და მინისტრის მოადგილეებმა გადასცეს.

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

თოვლის მოსვლა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში

თოვლის მოსვლა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში

6 years ago
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ თანამდებობა დატოვა

12 years ago
“ძმასავით ნიჭიერი..” – თორნიკე კვარაცხელია უდიდესი ტალანტია

“ძმასავით ნიჭიერი..” – თორნიკე კვარაცხელია უდიდესი ტალანტია

2 years ago
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში, კაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა

ავარია კახეთში – დაღუპულია სკოლის პედაგოგი

3 years ago

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან. როგორც ირკვევა, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. „ჩემო ოქროს...

მეტის ნახვაDetails
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by