• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„მოქალაქე“ და „საზოგადოება 2030“-ის ეკონომიკურ კონფერენციას მონაწილეები აფასებენ

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
„მოქალაქე“ და „საზოგადოება 2030“-ის ეკონომიკურ კონფერენციას მონაწილეები აფასებენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გუშინ „მოქალაქის“ და „საზოგადოება 2030“–ის ორგანიზებით გაიმართა ეკონომიკური კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკა – მიღწევები და გამოწვევები“. კონფერენცია ორგანიზაციების – „მოქალაქე“ და „საზოგადოება 2030-ის“, დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო საექსპერტო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საინვესტიციო ფონდების და უნივერსიტეტების 70-მდე წარმომადგენელმა.

ღონისძიებაზე გაკეთდა მოხსენებები მნიშვნელოვან ეკონომიკურ თემებზე, რომლებიც „საზოგადოება 2030“–ის წევრებმა და დამოუკიდებემალმა ექსპერტებმა წარადგინეს.

კონფერენციაზე განხილული იქნა ისეთი მნიშველოვანი საკითხები, როგორიცაა ეროვნული ვალუტის კურსი, ქვეყნის ეკონომიკის პრობლემები და პრიორიტეტები, საწარმოო ჰაბის პროექტი, სავალუტო ბაზარი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ა.შ.

„თბილისი თაიმსი“ კონფერენციაზე დამსწრე ეკონომისტებს: მიხელ დუნდუას, ირაკლი ზარქუას, ვახო ბურკიაშვილს, ნოდარ ჭიჭინაძეს და აკადემოკოს ავთანდილ სილაგაძეს ესაუბრა. მათ ჩატარებული ფორუმის მნიშვნელობაზე შეფასებები გააკათეს.

1507910_805994706110421_8852993823167445422_nმიხეილ დუნდუა:

„ეს იყო შეხვედრა, სადაც ეკონომიკის დარგის ექსპერტებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვნი საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე. განვიხილეთ ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს იყო ამ სახის პირველი შეხვედრა ასეთ საკითხებზე, პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. გამოითქვა ბევრი განსხვავებული და სიანტერესო მოსაზრება. ახლა ჩვენ ვაპირებთ შეხვედრების ორგანიზებას სადაც, კონკრეტული საკითხების ირგვლივ იქნება უფრო დეტალური განხილვა.

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრების ჩატარება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის. უფრო უკეთესი იქნება, რაც უფრო მეტი ფორუმი გაიმართება, უფრო მეტი ექსპერტი შეიკრიბება და უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას. აქ საუბარია თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, სტრატეგია, მიდგომები როგორი უნდა იყოს და ა.შ. ამ საკითხებზე მსჯელობა კი აუცილებელია, საზოგადოებაში უნდა ჩამოყალიბდეს აზრი

ZARQUირაკლი ზარქუა:

„არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“  და საზოგადოება 20/30–ის ორგანიზებით, საქართველოს აქტიური ეკონომისტების, ფინანსისტების და სხვა დაინტერესებული ადამიანების მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია. ამ კონფერენციის მიზანი იყო, რომ ყოველგვარი პოლიტიკური ჩასაფრებებისგან დამოუკიდებლად, ობიექტურად განხილულიყო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები. 20/30 გუნდის მიერ  წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია, სადაც ნათლად გამოჩნდა ის წარმატებები, რასაც ბოლოდროის განმავლობაში ქართულმა ეკონომიკამ მიაღწია, ასევე კარგად ჩანდა ის  გამოწვევები და პრობლემები  რაც რეალურდ არსებობს. ჩვენ ვისაუბრეთ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.

ვიმსჯელეთ სხვადსხვა თემაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლის სტიმულირება. შევთანხმდით, რომ ამისთვის უნდა მოხდეს შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება. ასევე კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს ტურისტების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში. ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის როლზე, გამოითქვა მოსაზრებები, რომ სასურველია ეროვნული ბანკი მთავრობასთან შეთანხმებულად მოქმედებდეს. სასურველია, რომ ეროვნულმა ბანკმა უფრო აქტიურად გამოიყენოს საკუთარი ბერკეტები.

კონფერენციაზე მოწვეული იყო ექსპერტი რომან გოცირიძეც, თუმცა მან ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო დასაწყისშივე დატოვა დარბაზი. კარგი იქნებოდა, რომ მას საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვა, არგუმენტირებულად  დაესაბუთებინა, თუმცა მან წასვლა ამჯობინა. ამ პროცესში კი ყველა უნდა ჩაერთოს. მისასალმებელია, რომ  ფორუმი შედგა და  როგორც შევთანხმდით ეს პერმანენტულ სახეს მიიღებს. ქართული ეკონომიკის პრობლემების გადაჭრას  ნამდვილად სჭირდება  ასეთი დისკუსიები და განხილვები პროფესიულ დონეზე.“

10313287_631249023678585_782056109622850404_nვახტანგ ბურკიაშვილი:

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პროფესიონალი ექსპერტები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას განიხილავენ. საჭიროა, რომ გამოითქვას  განსხვავებული აზრი ამ საკითხების გარშემო და ყველაფერი არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ მთავრობის ან თითოეული კონკრეტული ექსპერტის  პოზიციაზე. ეკონომიკის არსებულ გამოწვევბსა და პოტენციალზე დისკუსიის შედეგად უნდა მივიღოთ შეჯამებული მოსაზრებები.

ჩვენ განვიხილეთ დღემდე არსებული სიტუაცია ეკონომიკაში,ზოგადად მიმოვიხლიეთ ბოლო 15 წლის განმავლობაში ეკომიკური მიღწევები. ვისაუბრეთ ლარის კურსთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ეროვნული ბანკის როლზე და ა.შ. მოკლედ წამოვჭერით ის პრობლემები რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია და ვისაუბრეთ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.“

avtandil silagadzeავთანდილ სილაგაძე:

„ვფიქრობ, რომ ეს კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო, მითუმეტეს ის იყო ერთ–ერთი წამყვანი ორგანიზაცია „საზოგადოება 20/30“- ის მიერ ორგანიზებული. ეს ფორუმი გაიმართა ეკონომიკური თვალსაზრისით  ძალიან მნიშვნელოვან, მწვავე და აქტუალურ პერიოდში, ვგულისხმობ ლარის კურსის დევალვაციას.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ კონფერენციას ესწრებოდნენ, როგორც ხელისუფლების მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები და ყველას ჰქონდა საშუალება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა. გაკეთდა მოხსენებები საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპების შესახებ, მოყვანილი იყო შედარებითი მაჩვენებლები, სპეციალური მსჯელობის საგანი იყო სავალუტო კრიზისთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე გარკვეულწილად მოხდა პოსტსაბჭოური საქართველოს გავლილი გზის ილუსტრირება. დასახელდა ის პრიორიტეტები, რაც თანამედროვე ქართულ ეკონომიკას აქვს. წარმოდგენილი იყო სტრატეგია თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა.“

s2hulu5xqw44ig5ნოდარ ჭიჭინაძე:

„მსგავსი კონფერენციების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. განხილული იყო ის პრობლემები რაც ჩვენს დღევანდელ ეკონომიკას გააჩნია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ფორუმს ესწრებოდა ძალიან ბევრი ექსპერტი და მათ მიერ გამოთქმული იყო სხვადასხვა მოსაზრება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ლარის კურსთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ვფიქრობ თავიდან ბოლომდე, სიღრმისეულად იქნა ეს პრობლემა გაანალიზებული. მსგავსი კუთხით ამ საკითხის განხილვა მნიშვნელოვანია მედია საშუალებებისთვისაც, რომლებმაც საზოგადოებამდე უნდა მიიტანონ ამა თუ იმ საკითხის კომპლექსური შეფასებები. შეიძლება ფრაგმენტულად ლარის კურსის გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასება აქამდეც გვესმოდა, მაგრამ ვფიქრობ ასე თავმოყრილად ეს პრობლემა პირველად იყო განხილული. სწორედ ეს არის ამ კონფერენციის მთავარი მნიშვნელობა.“

 ესაუბრა

ანო მუქათარიძე

10847098_10204251537627093_1033009644_n

ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

“ოკუპაციამ არავის არაფერი მოუტანა, მათ შორის არც რუსეთს”

“ოკუპაციამ არავის არაფერი მოუტანა, მათ შორის არც რუსეთს”

10 years ago
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

7 years ago
“თბილისის მიკროავტობუსს” ტარიფების გადახედვა დაევალა

“თბილისის მიკროავტობუსს” ტარიფების გადახედვა დაევალა

12 years ago
“ვარ აბსოლუტურად კონსტრუქციულად განწყობილი”

ლევან გაჩეჩილაძე დღეს “მაესტროს” თანამშრომლებს საკუთარ სახლში შეხვდება

11 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by