თავად ლარი მიგვანიშნებს და მეტყველებს, რომ მასთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საუბრები იყო და არის.
“თავად ლარი მიგვანიშნებს და მეტყველებს, რომ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ეს არის რეგიონული პროცესი. ვიცით, რომ მეზობელ სახელმწიფოებში ყველგან განვითარდა ეს პროცესი. ვიცით, რომ საბაზრო ეკონომიკა, თავისუფალი ვაჭრობა მსოფლიოსთან ამასაც გულისხმობს, რომ ძალიან ხშირად ეს გავლენები შეიძლება იყოს არცთუ სასურველი. ამის თაობაზე ბევრი სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა, პარლამენტი აქტიურობდა და კვლავაც იაქტიურებს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება მათ შორის ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვისას პარლამენტში.













