• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველო-ჩინეთს შორის აგრარული დარგის მიმართულებით თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
საქართველო-ჩინეთს შორის აგრარული დარგის მიმართულებით თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedიმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ ორი ქვეყანა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში თანამშრომლობს და ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია, სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე მხარეებმა აგრარულ დარგში ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ორგანული სოფლის მეურნეობის, მეჩაიეობის, მეთევზეობის, თევზის გადამუშავების ტექნოლოგიის, ასევე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების სფეროში გამოცდილების გაზიარებას.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 18 ნოემბერს ხელი მოეწერა ჩინურ-ქართული თანამშრომლობის პროექტს „ბოსტნეულის მოშენების ტექნოლოგია საქართველოში“.

აღნიშნული პროექტის ხანგრძლივობა ორწელიწადნახევარია. პროექტის ფარგლებში მარნეულში 30-ზე მეტი სათბური აშენდება. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ბოსტნეულის მოშენების ზრდას და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვას. პროექტის ფარგლებში ჩინეთის მხარე უზრუნველყოფს საირიგაციო-სამელიორაციო მანქანა-დანადგარების მოწოდებას, რომლის ღირებულება 9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ერთობლივ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. სამოქმედო გეგმაზე ხელმოწერით საქართველო-ჩინეთს შორის აგრარული დარგის მიმართულებით თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ქართული ღვინის მნიშვნელოვანი იმპორტიორი ქვეყანაა. 2015 წლის იანვარ-თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში 66,4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციები მნიშვნელოვანად იზრდა. ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო გავზარდოთ სავაჭრო კავშირები, ასევე, ვითანამშრომლოთ სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აგრარულ მრეწველობაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. 2014 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობისგან გრანტის სახით, საჩუქრად 30 ერთეული თანამედროვე ტექნიკა მიიღო. აღნიშნული ტექნიკა საქართველოში საირიგაციო სისტემებზე მიმდინარე სამუშაოებისთვის გამოიყენება. ასევე, 2015 წლის აპრილში ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უსასყიდლოდ გადმოსცემს 26 ერთეულ სამელიორაციო ტექნიკას, რომლის ღირებულება 10 764 000 აშშ დოლარს შეადგენს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთოებების გაღრმავების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი აგრარული მიმართულება შეიძლება იყოს.

„ქართულ ღვინოს აქვს უდიდესი პოტენციალი, დაიმკვიდროს ადგილი არა მარტო ჩინეთის, არამედ მსოფლიო ბაზარზე. ასევე უმნიშვნელოვანესია ჩაის კულტურის აღორძინების ხელშეწყობა. ჩვენი გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით ძალიან გამოგადგებათ. მინდა როგორც თქვენი ქვეყნის, ასევე ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრთან დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება საქართველოს აგრარული პოტენციალის შესახებ. თქვენ უკვე გაქვთ სოფლის მეურნეობის განვითარების ისეთი სტატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წინსვლის გარანტიაა“, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჰან ჩანგფუმ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჰან ჩანგფუმ ალავრდის სამონასტრო კომლექსი, ალავერდის ღვინის მარანი და საფუტკრე მეურნეობა, ასევე, წინანდალში 100 წლიანი ვაზი და ყვარელში ტურისტული კომპლექსი „გვირაბი“ დაათვალიერა.

 

ShareTweet

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

მსოფლიო მაშტაბით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

მსოფლიო მაშტაბით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

7 years ago

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ახალი მოდელის დანერგვა შემოდგომიდან დაიწყება

10 years ago
პრემიერ-მინისტრი 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

მამუკა ბახტაძე – ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი

8 years ago
ბათუმში, კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში, კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

2 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by