• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საქართველო მოწინავე ქვეყანაა გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის თვალსაზრისით”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“საქართველო მოწინავე ქვეყანაა გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის თვალსაზრისით”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11230782_575296005907173_637432234444363301_nსაქართველო მოწინავე ქვეყანაა გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის თვალსაზრისით, სწორედ ამიტომ, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოებისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის მმართველთა საბჭოს გახსნითი სესიის მონაწილეებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულად აფასებს თანამშრომლობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომლის შედეგად, გასულ წელს ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები პრაქტიკულად გაორმაგდა და 200 მილიონ ევროს გადააჭარბა. „საქართველომ დიდი გზა გაიარა საბაზრო ეკონომიკის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მეტად დამკვიდრებისა და განმტკიცების გზაზე, – სწორედ იმ ძირეული ღირებულებების დამკვიდრების გზაზე, რომლებიც მთავარია ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის“, – განაცხადა პრემიერმა და ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ, რაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მთავრობის მეთაური სიტყვით გამოსვლისას რეგიონში შექმნილ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას შეეხო, რომელმაც ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო, როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით. „საქართველო არის სრულიად ღია ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემითა და დაბალი გადასახადებით. ჩვენ სულ ექვსი ტიპის გადასახადი გვაქვს; საერთოდ არ გვაქვს სოციალური გადასახადი; ჩვენ გავაუქმეთ იმპორტის გადასახადი  საქონლის თითქმის 85 პროცენტზე, ხოლო დანარჩენზე გვაქვს 5 ან 12-პროცენტიანი განაკვეთი; ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი საგადასახადო და საბაჟო პროცედურები და ასე შემდეგ“, – განაცხადა პრემიერმა და დაასახელა წამყვანი საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია: –         მსოფლიო ბანკის შეფასებით ბიზნესის კეთების რეიტინგში მსოფლიოში მე-15 ადგილი, ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში – მე-8 ადგილი; –         TRACE Matrix-ის ინდექსის მიხედვით, კორუფციის  სიმცირის რეიტინგში  საქართველო მე-11 ადგილზეა 197 ქვეყანას შორის და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნორვეგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია. –         ღია მმართველობის 2015 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო 29-ე ადგილზეა მსოფლიოში და ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. –         ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის Heritage Foundation-ის რეიტინგის მიხედვით – მსოფლიოში 22-ე ადგილი. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტორებს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ხარისხიან, გამჭვირვალე და პროგნოზირებად კანონებს, ჯანსაღ საარბიტრაციო პროცედურებს, სანდო სასამართლო და სანოტარო სისტემებს, სასამართლო განჩინებათა სწრაფ და ეფექტურ აღსრულებას, საჯარო მონაცემთა ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის ღიაობას, და ხელმისაწვდომ, სწრაფ და გამჭვირვალე საჯარო მომსახურებას სთავაზობს. „გონივრული, მინიმალური და მიზანდასახული რეგულაციების დაწესებამ ქვეყანა აქცია ჯანსაღი ბიზნესის კეთებისა და წარმოების ჰაბად. წინასწარი გათვლებით, პირდაპირმა უცხოურმა  ინვესტიციებმა  2014 წელს საქართველოში 1 მილიარდ 272  მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 35 პროცენტით მეტია წინა, 2013 წლის მაჩვენებელზე. საქართველო თავისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობით სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება როგორც ენერგეტიკული და სატრანზიტო ჰაბი ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. ამასთან მიგვაჩნია, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ტრანზიტისთვის. საქართველოს აქვს რესურსი, იყოს რეგიონალური ჰაბი. აქ შექმნილია სათანადო გარემო საერთაშორისო კომპანიების განთავსებისა და რეგიონალური საფინანსო ცენტრის ჩამოყალიბებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მაღალ ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალზე, წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სფეროს პერსპექტივებსა და ტურისტული ბიზნესის განვითარებაზე. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყნის განვითარების საპასუხისმგებლო ეტაპზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთ სანდო და ძლიერ პარტნიორთან თანამშრომლობა, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა EBRD-ის წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ბანკის დაფინანსება 2 მილიარდ 600 მილიონი  ევროა 170-ზე მეტი პროექტის ფარგლებში, საიდანაც დაფინანსების 83 პროცენტი  კერძო სექტორზე მოდის. მთავრობის მეთაურმა რამდენიმე მსხვილი პროექტი დაასახელა, რომელიც ბოლო პერიოდში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა. ბანკის მონაწილეობა შეადგენს: –         შუახევის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების პროექტში – 86.5 მილიონ დოლარს; პროექტს განახორციელებს გიგანტი ,,TATA ჯგუფის“ შვილობილი „TATA POWER-ი“; –         შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტში – 80 მილიონ ევროს; –         ,,ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიას“ პროექტებში – 65 მილიონ დოლარს; –         ჯვარი-ხორგის გადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტში – 47 მილიონ ევროს. –         ,,რედიქსის“ სასტუმროს მშენებლობისა და ოპერირების პროექტში – 18 მილიონ დოლარზე მეტი. განხორციელებული პროექტებიდან პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა ნოვატორული პროექტი, რომელიც ბანკის მიერ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გულისხმობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყოველივე ამის საშუალებით საფინანსო ინსტიტუტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გასცენ სესხები ლარში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის ლარიზაციასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას. EBRD-ის მმართველთა საბჭოს სესიის გახსნამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,EBRD-ის პრეზიდენტმა, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა მდივანმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

„ის, რომ მარიხუანა ცუდი არ არის, ჯერ არავის დაუმტკიცებია. მისი მავნებლობა დამტკიცებულია“ – გიორგი მიქანაძე

„ის, რომ მარიხუანა ცუდი არ არის, ჯერ არავის დაუმტკიცებია. მისი მავნებლობა დამტკიცებულია“ – გიორგი მიქანაძე

10 years ago
ჭავჭავაძის გამზირზე უხვი ნალექის გამო “ჭკვიანი” ურნები დაზიანდა – მერია

ჭავჭავაძის გამზირზე უხვი ნალექის გამო “ჭკვიანი” ურნები დაზიანდა – მერია

5 years ago
შს მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

შს მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

12 years ago
გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდო – „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2015 წელს“ მიიღო

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდო – „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2015 წელს“ მიიღო

11 years ago

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილს გლოვობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა....

მეტის ნახვაDetails
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026
  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by