• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბავშვთა სახლებში თითო ბავშვზე დღიური თანხა 17-20 ლარით განისაზღვრება

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
ბავშვთა სახლებში თითო ბავშვზე დღიური თანხა 17-20 ლარით განისაზღვრება
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სამწუხაროდ ყველა ქვეყანაში არსებობს სახლები, სადაც ცხოვრებენ ბავშვები, რომელთაც რთული ხვედრი ერგოთ ცხოვრებისგან – ასეთი ბავშვები არიან ოჯახურ სითბოს მოკლებულნი. მტკივნეულია თემა, რომელიც ბავშვთა პრობლემებს ეხება, რადგან ისინი თავიანთი უსუსურობის გამო დაუცველნი არიან ცხოვრებისეული სირთულეებისგან. რთულია ისაუბრო ბაშვებზე, რომელთაც  ოჯახური სიმყუდროვე აკლიათ. ასეთ ბავშვებეთან ყოფნა და მზრუნველობა საპასუხისმგებლო საქმეა. მასწავლებები და მათი მზრუნველები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ ბავშვებს მისცენ სიყვარული, თანადგომა და საშუალება გახდნენ საზოგადოების აქტიური, სრულფასოვანი წევრები. “თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა როგორი მდგომარეობაა ბავშთა სახლებში, რამდენი ასეთი სახლია სულ საქრთველოს მასშტაბით, როგორ ზრუნავს და რა პროგრამები ხორციელდება სახლემწიფოს მხრიდან, თუ ინტერესდებიან და ეხმარებიან ფინანსურად კერძო კომპანიები ასეთ სახლებს, ამ და სხვა საკითხებზე ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს, მეურვეობა/მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების  დეპარტამენტის, მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი – ქეთი დემეტრაშვილი გვესაუბრა.

unnamed (1)

რამდენი ბავშვთა სახლია საქართველოში და რა ასაკის ბავშვები მიიღებიან თავშესაფარში?

– საქართველოში „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფუქციონირებს 46 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, 6-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის.  ასევე, ფუნქციონირებს 2 დიდი ზომის ბავშვთა სახლი – თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი, 0-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი, 6-დან 18 წლამდე შშმ ბავშვებისთვის.  თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი და  კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი    სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დაქვემდებარებაშია.

ძირითდად რა მიზეზებით ხვდებიან ბავშვები ბავშვთა სახლებში და თუ არის  კრიტერიუმები, რომლითაც ხდება მათი მიღება?

– მცირე საოჯახო ტიპის სახლების სამიზნე ჯგუფებია ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 6-დან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები,  რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება. ასევე, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები 18 წლის ასაკს გადაცილებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები

რა თანხები იხარჯება ბავშვთა თვშესაფრებისთვის (არსებობს ყველსთვის თანაბარი ბიუჯეტი თუ ინდივიდუალურად ხდება დაფინანსების გამოყოფა) და რამდენია ერთ ბავშვზე განსაზღვრული თანხა?

– მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების დაფინანსების წესი განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად.  ამასთან, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის შეადგენს დღეში 20 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვებისთვის – დღეში 17 ლარს.

რაც შეეხება დიდი ზომის ბავშვთა სახლებს, ისინი შედიან სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დაქვემდებარებაში.

რა კრიტერიუმებით ან ვინ არჩევს ბავშვების მასწავლებლებს, თუ გადიან გადამზადებას?

– მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღმზრდელების შერჩევას ახდენენ  მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები, შერჩევის პროცესში მონაწილეობას იღებენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო/რაიონული ცენტრების წარმომადგენლები. შერჩეული კანდიდატები გადიან არასათავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ სატრეინინგო კურსს. აქვე განვმარტავთ, რომ მცირე საოჯახო სახლების ადმინისტრირებას არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა იურუდიული პირები ახორციელებენ.

როგორია სახლებში ბავშვთა უფლება – მოვალეობები?

– ბენეფიციართა უფლებები განსაზღვრულია ბავშვის უფლებათა კონვენციით. ამასთანავე, „ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის №66 დადგენილების მუხლი 1-ის თანახმად მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ჰქონდეს  შინაგანაწესი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად შეიცავს ბენეფიციართა მხრიდან სოციალურად მიუღებელი ქცევების მართვის წესებსა და მეთოდებს. მუხლი 12-ის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: შინაგანაწესით განსაზღვროს ბენეფიციართა ქცევის მართვის მეთოდები და გააცნოს ბენეფიციარებს და თანამშრომლებს; ბენეფიციართა მიმართ გამოიყენოს ქცევის მართვის პოზიტიური ფორმები (მაგ.: წახალისება, შექება, დაჯილდოება და სხვა); ბენეფიციარის მიერ ქცევის წესების დარღვევისას, გამოიყენოს ქცევის შეზღუდვა არაძალადობრივი მეთოდებით; ბენეფიციარის მიმართ არ გამოიყენოს ფიზიკური შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ბენეფიციარის მხრიდან საკუთარი თავის ან სხვათა დაზიანების საშიშროება; ბენეფიციარის გაუჩინარების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს გაუჩინარებიდან 24 საათისა,შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, კანონიერ წარმომადგენელს და/ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

თუ ხდება მონიტორინგი ასეთი სახლების და აქვე თუ არის გამოვლენილი დარღვევები და რა სახის?

– სახლებში ბავშვების მდგომარეობაზე მონიტორინგს ახორციელებენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების სოციალური მუშაკები. ამასთანავე, მომსახურების მიწოდების მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველო, და სახალხო დამცველის აპარატი.

თუ ინტერესდებიან კერძო კომპანიები ან პირები ბავშვთა პრობლემებით, თუ ხდება მათი  რაიმე სახით დახმარება?

– სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან, გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში,  ხორციელდება სხვადასხვა სახის აქტივობები.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის საქართველოს (ფილიალი) წარმომადგენლობასა („SOCAR”) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  სსიპ  სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმებული განზრახულობათა ოქმის საფუძველზე, „SOCAR” უზრუნველყოფდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული  მცირე საოჯახო ტიპის სახლის მიერ  მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას.

სააგენტოსთან გაფორმებულია  მემორანდუმები  სხვადასხვა კომპანიასთან,   პროექტის  „ჩემი უფროსი მეგობარი“  ფარგლებში კომპანიები იღებენ ვალდებულებას  დაეხმარონ  და მონაწილეობა მიიღონ  მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიცირთა საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესში. ასეთი კომპანიებია: „უნაგი“, „სანტე ჯი–ემ–თი“, „გეოპლანტი“, „მობიტელი“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ სს ლიბერთი ბანკი“.

ხომ არ იგემება ახალი ბავშვთა სახლების მშენებლობა, არის თუ არა ამის საჭიროება?

– ბავშვთა  სახლების   მშენებლობა   ჯერ- ჯერობით  არ  იგეგმება,  რადგან  ამის საჭიროება არ ჩანს.  დღეს არსებულ ბავშვთა სახლებში არსებობს თავისუფალი ადგილები, სადაც ბენეფიციარების მიღება შესაძლებელია.

თუ ხორციელდება გარკვეული პროგრამები ბავშვებისთვის, სადაც ხდება მათი დასპეციალიზება ამა თუ იმ ფროფესიაში?

– მცირე საოჯახო ტიპის სახლებში,  როგორც მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების, ისე სოციალური მუშაკების მხრიდან მაქსიმალურად ეწყობა ხელი ბენეფიციარების პროფესიული და სახელობო უნარ–ჩვევების განვითარებაში დახმარებას, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით. ასევე, ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (თვითმოვლა, საოჯახო აქტივობებში ჩართვა და სხვ.); მცირე საოაჯხო ტიპის სახლების ბენეფიციარები იღებენ პროფესიულ განათლებას სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებელში. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, სახელმწიფო მზრუნველობიდან გასული სტუდენტები იღებენ სახელმწიფო გრანტს.

მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული ბენეფიციარების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროცესში სახელმწიფოს აქტიურად უჭერს მხარს ფონდი „ნატახტარი„ და ორგანიზაცია „გენეზისი“. აღნიშნული ორგანიზაციების ხელშეწყობით ფინანსდება საგნებში მომზადება და პროფესიული თუ უმაღლესი  სწავლება, ტრანსპორტირება, ბინის ქირა, სპორტული წრეები, სამედიცინო ხარჯები (რასაც სადაზღვევო პაკეტი არ ფარავს),  ხდება სამუშაო ინვენტარის შეძენა და დასაქმება. ასევე სსიპ „დელტამ“ აიღო პასუხისმგებლობა ყოველწლიურად 2 სრულწლოვანი, სახლემწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდა დაასაქმოს თავის საწარმოში და ასწავლოს ხელობა.

 ესაუბრა

თამარ გვირჯიშვილი

 

 

Share4Tweet2

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

საინტერესო

მსოფლიოში, მსგავსი მხოლოდ 5 ოპერაციაა გაკეთებული – ქართველი ქირურგების დიდი წარმატება

მსოფლიოში, მსგავსი მხოლოდ 5 ოპერაციაა გაკეთებული – ქართველი ქირურგების დიდი წარმატება

9 months ago
„ვეფხისტყაოსნის“ ახალი გრაფიკული გამოცემის პრეზენტაცია 30 ივნისს გაიმართება

„ვეფხისტყაოსნის“ ახალი გრაფიკული გამოცემის პრეზენტაცია 30 ივნისს გაიმართება

7 years ago

„თუ ასე გაგრძელდა, მომავალი კაცობრიობა ფაქტიურად წარმოდგენილი იქნება ობოლი ინდივიდებით“ – ასუნტინა მორესი

13 years ago
“პრეზიდენტის შენიშვნებიც ვერ იქნება ქმედითი, თუ ვინმე მოინდომებს გადაცდომას” – გიორგი მიქანაძე

“პრეზიდენტის შენიშვნებიც ვერ იქნება ქმედითი, თუ ვინმე მოინდომებს გადაცდომას” – გიორგი მიქანაძე

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by