რიგის სამიტის წინ ევროპარლამენტარები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურებს საგანგებო წერილით მიმართავენ.
წერილში ევროპარლამენტარები მათ მოუწოდებენ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირონ.
როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, ღია მიმართვას ხელს აწერს 95 ევროპარლამენტარი. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა მკაფიო ვადები უნდა განსაზღვროს საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის დასასრულებლად.













