• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თინა ხიდაშელი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს შეხვდა

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
თინა ხიდაშელი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს შეხვდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedსაქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს შეხვდა. გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოში ქართულ-ამერიკული სწავლების – „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარების საკითხები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თინათინ ხიდაშელმა და გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

“ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება დღეს მთავრდება. დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობთ გენერალს, რომლის უზარმაზარი დამსახურებაა ამ ტრენინგის წარმატება. ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა “Noble Partner“-ის გაგრძელების შესახებ. ვიმსჯელეთ, როგორ უნდა დაიგეგმოს სწავლება მომავალ წლებში და ბევრი ახალი ინოვაციური იდეა აქვს მასაც, ქართველ გენშტაბის უფროსსაც და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობის წარმატებაზე. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ამ თანამშრომლობის, რომელსაც ყოველი თქვენგანი და მთელი საქართველო 26 მაისს იხილავს, იქნებიან ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც ქართველ სამხედროებთან ერთად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის მთავარ მოედანზე იქნებიან წარმოდგენილი. ეს არის ნიშანი და დასტური ჩვენი თანამშრომლობის, მეგობრობის, პარტნიორობის და მხარდაჭერის, რომელსაც ამ ორი ათეული წლის მანძილზე ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატებიდან“- აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

თინათინ ხიდაშელმა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისა და საქართველოს ნატოსთან პარტნიორობის გაღრმავების მხარდაჭერისთვის კი გენერალი ჰოჯესი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ოქროს საწმისის“ ორდენით დააჯილდოვა.

ამერიკელმა გენერალმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ მიულოცა და აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა: „მეამაყება საქართველოსა და ამერიკის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა და ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობა. ევროატლანტიკური თანამშრომლობა და პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე. საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნის, მისი ევროპასთან კავშირი კიდევ უფრო მტკიცეა. სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ჩვენთვის ძალიან ღირებულია. პირველად მოვახდინეთ სწავლებაში მონაწილე ჩვენი სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შავი ზღვის გავლით. ამ სწავლებიდან ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ტრენინგი მომავალ წელსაც ჩატარდება და წელს მიღებული გამოცდილებაც გამოგვადგება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თავისუფალი არჩევანის მნიშვნელობა ყველა ერისთვის. ეს ერთობლივი სწავლებაც სწორედ ამ თავისუფლების გამოხატულებაა.“

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ქიმიური იარაღების სპეციალისტები დამასკოში იმყოფებიან

13 years ago
დღეს თუ არ დაგვეხმარებით, ხვალ ომი თქვენს კარზე მოაკაკუნებს – ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს

ვკითხე ევროპის 27 ქვეყნის ლიდერს, მიგვიღებენ თუ არა NATO-ში, ყველას ეშინია, ჩვენ არა  – ზელენსკი 

4 years ago
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა

უჩა ნანუაშვილი განათლების სამინისტროს მიმართავს

10 years ago
ბავშვების გაჩენა ღილაკზე თითის დაჭერით იქნება შესაძლებელი – ყველაფერი ხელოვნური საშვილოსნოს შესახებ

ბავშვების გაჩენა ღილაკზე თითის დაჭერით იქნება შესაძლებელი – ყველაფერი ხელოვნური საშვილოსნოს შესახებ

4 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by