• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსი გამოცხადდა

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსი გამოცხადდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedკრწანისის რაიონის გამგეობა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე. კონკურსის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის გადაწყვეტის საუკეთესო წინადადების გამოვლენა.

მერიის ინფორმაციით, განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნარიყალას ციხეზე გააკეთა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან, არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, ნინო ღოღობერიძესთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ნიკა ანთიძესთან და არქიტექტორ-რესტავრატორებთან – ტარიელ კიპაროიძესთან, ზურაბ ვახტანგაძესთან და იოსებ ბანძელაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ნარიყალას ციხეს ბოლო სარესტავრაციო სამუშაოები ფრაგმენტულად გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაუტარდა, თუმცა, მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ეს ნაწილები ზიანდება. სწორედ ამიტომ,  მიღებულია გადაწყვეტილება და საუკეთესო სარესტავრაციო პროექტის გამოსავლენად საჯარო კონკურსი ცხადდება. მნიშვნელოვანია, მაქსიმალური კონკურენცია იყოს, ამიტომ მოვუწოდებთ არქიტექტორ-რესტავრატორებს, საუკეთესო პროექტის შესარჩევად ჩვენს მიერ გამოცხადებული წესების შესაბამისად შემოიტანონ განაცხადები. აუცილებელია, ციხის აღდგენა მოხდეს მისი ისტორიული ღირებულებების შენარჩუნებით და ვიზიტორებისთვის უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი ადგილი გვქონდეს“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, სარესტავრაციო სამუშაოები მომდევნო წლიდან დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტში დაფინანსება იქნება გათვალისწინებული.

IV საუკუნის ციხესიმაგრე ფრაგმენტულად (კედლების ზედა ნაწილები) გასული საუკუნის 90-იან წლებშია აღდგენილი, თუმცა, მისი ახლანდელი მდგომარეობა მძიმე ავარიული და საფრთხის შემცველია. თითქმის დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში მოქცეული კოშკები. აუცილებელი სარეაბილიტაციო და პრევენციული ღონისძიებებია შესასრულებელი ნარიყალას თითქმის ყველა კედელ-ბურჯზე.

საპროექტო დოკუმენტაციით განისაზღვრება რეაბილიტაციის მიმართულებები, რაც ფიზიკური სამუშაოების განხორციელების საფუძველია.

საკონკურსო პირობების მიხედვით, ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე, მეთოდოლოგია უნდა მოხდეს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

კონკურსანტმა, სხვა სავალდებულო დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ, მათ შორის, შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალი ამა თუ იმ პროექტში საკუთარი პოზიციის მითითებით. მან, ასევე, უნდა წარმოადგინოს სადემონსტრაციო მასალა: ძეგლის არსებული მდგომარეობის აღწერა, ფოტოფიქსაცია, დაზიანებების გამომწვევი მიზეზების შეფასება; ძეგლის დაზიანებებისა და არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად გამოვლენილი ვითარების ანალიზზე დაყრდნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეთოდოლოგიის განსაზღვრა და კონცეფციის შემუშავება, რეკომენდაციები დაზიანებათა აღმოფხვრისათვის.

კონკურსში მონაწილეთა შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით მოხდება:

  • სპეციალისტის კვალიფიკაცია – 0,4;
  • საკონკურსო წინადადება (სადემონსტრაციო მასალა) – 0,4;
  • საკონკურსო წინადადების ფასი – 0.2.

საკონკურსო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2015 წლის 15 ივნისია.

გამარჯვებულ კონკურსანტთან დაიდება ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს მიმწოდებლის მიერ ჩასაბარებელი საბოლოო პროდუქტის – კვლევითი-საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდებას, რომლის ზუსტი შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად.

 

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

„გაფრენილ ანგელოზებს გლოვობს გურია“ – სულისშემძვრელი კადრები სტიქიის ზონიდან

„გაფრენილ ანგელოზებს გლოვობს გურია“ – სულისშემძვრელი კადრები სტიქიის ზონიდან

3 years ago
1 ივლისიდან ქუჩებში უკონტაქტო პატრული გამოჩნდება

1 ივლისიდან ქუჩებში უკონტაქტო პატრული გამოჩნდება

9 years ago

„მე-9 არხის“ თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს

13 years ago
სრული შეცდომაა, რომ “ომიკრონი” არ იწვევს ადამიანების სიკვდილს – კულუმბეგოვი რისკ-ჯგუფებზე საუბრობს

ბიზნესმა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და გატესტილები ან აცრილები დაუშვას – კულუმბეგოვი

5 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by