• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„აუცილებელია საქართველომ ფეხი აუწყოს წარმატებული ქვეყნების განვითარების ტემპებს”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
„აუცილებელია საქართველომ ფეხი აუწყოს წარმატებული ქვეყნების განვითარების ტემპებს”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11393024_867255246698886_5618218926591667173_nთქვენ ხართ ის საზოგადოება, რომელიც ყველაზე სწორად ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს; თქვენი მთავარი მამოძრავებელია ცოდნა და განათლება, რაც უნდა იყოს 21-ე საუკუნის საქართველოს მთავარი ფუნდამენტი და რასაც უნდა დაეფუძნოს ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. -ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დოქტორანტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური დღეს კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს შეხვდა. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2013 წლიდან ატარებს, რის საფუძველზეც, პირველად საქართველოში, სახელმწიფო დაფინანსებას დოქტორანტი სტუდენტებიც იღებენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა დოქტორანტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, ასევე საქართველოს გაწევრიანება ბოლონიის პროცესში ხელს შეუწყობს ქვეყნის განათლების სისტემის საერთო ევროპულ სივრცეში მოქცევას.

„აუცილებელია საქართველომ ფეხი აუწყოს წარმატებული ქვეყნების განვითარების ტემპებს. არსებული ტემპი, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ გამოწვევებს, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს წინაშეა. საქართველო მართალია პატარა ქვეყანაა, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში თავისი ადგილმდებარეობით, გამორჩეული და ნიჭიერი ხალხით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს ადეკვატური იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება”, -აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, დღეს საქართველოში უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სისტემა – ბაკალავრიატი,მაგისტრატურა, დოქტორანტურა, სრულად არის ამოქმედებული და სახელმწიფო აფინანსებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურს.

„წელს დავიწყეთ საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების კვლევითი პოტენციალის შეფასება, მათთვის გამოიყო დამატებითი დაფინანსება და მკვლევარების ხელფასი გაიზარდა 3-ჯერ,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე დოქტორანტებს მიაწოდა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრთან არსებული განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობის შესახებ. პრემიერის თქმით, შარშან ცენტრმა 87 სტიპენდია გასცა, წელს კი, 115 სტიპენდიის გაცემა იგეგმება.

„ამ პროგრამით ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს ინტეგრირებას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში, თუმცა, მეორე მხრივ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მომხდარიყო განათლებული ახალგაზრდების უცხოეთში დარჩენა, ჩვენ მოვიფიქრეთ ასეთი რამ, ხელშეკრულებაში ჩავუდეთ სტუდენტებს, რომ ისინი იქნებიან ვალდებულნი სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში. ამავე დროს, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ახალგაზრდებს მისცეს მათი ცოდნის და კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახური. ჩვენ უკვე წელს ველოდებით სტუდენტების პირველ ნაკადს. რამდენიმე წელიწადში კი მიმაჩნია, რომ ჩვენ მივიღებთ მთლიანად განათლებულ თაობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ახალგაზრდა, რომელიც გორში მართვის მოწმობის გამოცდას აბარებდა, გამომცდელს დაეჯახა

ახალგაზრდა, რომელიც გორში მართვის მოწმობის გამოცდას აბარებდა, გამომცდელს დაეჯახა

3 years ago
ბერლინში დედა სიდონიას ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა მოეწყობა

ბერლინში დედა სიდონიას ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა მოეწყობა

11 years ago
თბილისში სამედიცინო დახმარების ცენტრის მედდებს ხელფასი ეზრდებათ

თბილისში სამედიცინო დახმარების ცენტრის მედდებს ხელფასი ეზრდებათ

12 years ago
ტრადიციები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის დადგომისას ასრულებენ

ტრადიციები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის დადგომისას ასრულებენ

7 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by