• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციას კრიტიკულად აფასებს!

11 years ago
in მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
16
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მათთვის შეთავაზებული სასწავლო პირობების შესახებ „თბილისი თაიმსთან“ ისაუბრეს. მათ მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ იმსჯელეს და არსებული სიტუაცია კრიტიკულად შეაფასეს:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

irakli kupradze-2ირაკლი კუპრაძე 

იურიდიული ფაკულტეტი (III კურსი) თსუ-ის სენატის (მმართველი წარმომადგენლობითი საბჭოს) წევრისტუდენტური თვითმმართველობის წარმოამდგენლობითი საბჭოს წევრი (ოპოზიციურად განწყობილი უმრავლესობის მიმართ) “პირველ რიგში, დავიწყებ უნივერსიტეტში არსებული სუსტი ინფრასტრუქტურით, დაობებული კედლებით, გათბობის გაუმართავი სისტემით, მაღლივ კორპუსში ზოგიერთ აუდიტორიას ფანჯრის პრობლემაც კი აქვს. ივენტარი ძველია, თუმცა მაინც არაუშავს.

საპირფარეშოები ყველგან მოუწესრიგებელია, ამ მხრივ საშინელი მდგომაროებაა. მეორე კორპუსის ქვედა სართულები დატბორილია და ამის მოსაწესრიგებლადაც დიდი თანხაა საჭირო. მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი იყო საგნების არჩევის ტექნიკა, თუმცა ბაზა ტექნიკურად გაიმართა და  ძალიან დაიხვეწა მას შემდეგ, რაც უნიევრსიტეტმა ახალი ინტერნეტ სერვერი შეიძინა. დიდი პრობლემაა ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების ინვენტარით, რეაქტივებითა და საკვლევი მასალით მომარაგება, რაც ასევე ძალიან ძვირი ღირს. 40-50 წლის წინ აშენებული შენობები არასდროს გარემონტებულა, რაც გაუსაძლის პირობებს ქმნის.

ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ რემონტდება ეს სივრცეები. პასუხი მარტივია –  უნივერსიტეტს არ გააჩნია არანაირი დაფინანსება, მათ შორის არც საბიუჯეტო, და მისი არსებობა დამოკიდებულია მხოლოდ სტუდენტის მიერ გადახდილ სწავლის საფასურზე, რომელიც წელიწადში 2250 ლარს შეადგენს.  ეს თანხა მხოლოდ აკადემიური და ადმინისტრაციული კადრების ხელფასებს და უნივერსიტეტის ტექნიკურ, კომუნალურ გამართვას ძლივს ჰყოფნის. შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსებისა და სუბსიდირების გარეშე ამ შენობების გარემონტება შეუძლებელია. უნივერსიტეტი უკვე წლებია ითხოვს დახმარებას და არსებული მდგომარეობის გამო სტუდენტები ხშირად გამოხატავენ პროტესტს.

უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, პოლიტიკაში მოსვლამდე, ბიძინა ივანიშვილის ფონდმა  ქველმოქმედების სახით გაარემონტა. დაგეგმილი იყო დანარჩენი 11 კორპუსის გარემონტებაც, თუმცა, მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ეს გეგმები შეუსრულებელი დარჩა. უნივერსიტეტი მადლობელია პირველი კორპუსის გარემონტებისთვის და ახლა ხელისუფლებას სთხოვს დახმარებას. უდიდესი პრობლემაა თსუ-ს სტუდქალაქი, რომელიც ბაგებში მდებარეობს. ის 40 წლის წინ არის აშენებული და ისიც ჯერ არ გარემონტებულა.

603819_350987198441016_6649709417073699528_n

აქ ნამდვილად გაუსაძლისი პირობებია. თითო სართულზე მოქმედებს მხოლოდ ერთი სველი წერტილი, რომლითაც 100-მდე სტუდენტი სარგებლობს.

11109151_350987551774314_7986912527519927375_n

ასევე 100-მდე სტუდენტზეა გათვლილი სართულზე არსებული 2 ონკანი, რადგანაც ოთახებში წყლის საშუალება არაა. ასევე შეინიშნება ჩამონგრეული კედლები, ჭერი და კუსტარული გაყვანილობა, რომელიც ხშირად ფეთქდება.

11151031_350987255107677_4078174084572373261_n

რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს  ცხოვრება ასეთ მძიმე პირობებში უწევთ. როცა ან რეგიონში დაბრუნებას, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასა და მსგავს პირობებს შორის არჩევანის გაკეთება ფინანსური პრობლემების გამო გიწევს, ზოგიერთი დარჩენას და გაჭირვებით თავის გატანას ამჯობინებს.

549295_350987445107658_6896777318531804471_n

მეც ამ სტუდქალაქში ვცხოვრობ და ზუსტად ვიცი, რა სიტუაციაა.

11144075_350988138440922_9096726863587797463_n

თუმცა, მძიმე პირობების მიუხედავად, ზოგისთვის აქ მოხვედრა ძალიან კარგი შანსია. მოთხოვნა დიდია, თავისუფალი ადგილები კი აღარაა.

11150287_350987338441002_1964511669570658656_n

თვეში 30 ლარს ვიხდით, დენი უფასოა, წყალი, როგორც აღვნიშნე, ოთახში არ გვაქვს. გაზი და ცენტრალური გათბობა კი, რა თქმა უნდა, არაა. უნივერსიტეტს არც ამის გამოსწორებისთვის საჭირო სახსრები გააჩნია.

ძალიან დიდი პრობლემაა უნივერსიტეტის მიმართ სისტემური დანაშაულები, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც და დღესაც გრძელდება. ეს გულისხმობს უნივერსიტეტის ტერიოტრიების გასხვისებას და ჩამორთმევას, რაც ასუსტებს საქართველოს ნომერ პირველ უნივერსიტეტს. 10947231_10152583839237233_8376118708871657267_nმაგალითად, ბაგებში 5 კორპუსიდან ყველაზე დიდი 3 კორპუსი უნივერსიტეტს ჩამოერთვა და მფლობელობაში მხოლოდ 2 მცირე კორპუსი დარჩა. ჩამორთმევის შემდეგ უნივერსიტეტს არანაირი კომპენსაცია არ მიუღია. ეს დანაშაულებები ჯერ კიდევ გამოსაძიებელია. უნივერსიტეტში ასევე მძიმე პრობლემაა ბიუჯეტის თანხების გაუმჭვირვალე განკარგვა როგორც ადმინისტრაციის, ასევე სტუდენტური თვითმმართველობის მხრიდან. ამ ფაქტს სტუდენტები ხშირად აპროტესტებენ. ამავდროულად, გამოცხადებული კონკურსების შედეგები, ხშირად, საეჭვოა, რადგანაც მათი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. სტუდენტის უფლების დამცველი აქტიური ჯგუფები ხშირად ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც სტუდენტი უნივერსიტეტში გაბატონებული სხვადასხვა კლანის მსხვერპლი ხდება. ასეთი კლანი მრავალია, ისინი მცირე დაჯგუფებების სახით ფუნქციონირებენ და აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ სივრცეში გავლენების მოპოვება-გაფართოებას, სხვადასხვა თანამდებობებისა და კანდიდატურების დაკავებას ცდილობენ. ამის გამო, ხშირად ვაწყდებით სტუდენტების ჩაგვრას, მათ დაბლოკვას სამეცნიერო საქმინობებში და ა.შ.

ჩვენ კონკრეტულ შემთხვევებთან გამკლავება გვიწევს, რადგანაც სისტემურ ცვლილებებზე ხელი არ მიგვიწვდება, ამასთან დაკავშირებით მზაობა ადმინისტრაციისა და საერთო ხელმძღვანელობის მხრიდან უნდა მოდიოდეს. მიუხედავად მძიმე სიტუაციისა, უნივერსიტეტში დადებითი ცვლილებებიც ხორციელდება, თუმცა ძალიან ნელი ტემპით. ჩემი აზრით, უნივერსიტეტი უნდა იღებდეს საბიუჯეტო დაფინანსებას ისევე, როგორც ეს ევროპუმრავლეს ქვეყანაში ხდება. შეუძლებელია, სამეცნიერო მუშაობა წარმოებდეს იმ მიზერული თანხით, რომელიც კომუნალურ გადასახადებს ძლივს ფარავს. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება ის სულ მალე შეძლებს ამ პრობლემების აღიარებას და საქართველოს პირველ უნივერსიტეტს მის მოგავრებაში დაეხმარება – ისევ და ისევ ქვეყნის საკეთილდღეოდ.”

tornike shevardenidzeთორნიკე შევარდნაძე

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკის მეცნიერება. (I კურსი) “უნივერსიტეტში უამრავი პრობლემა არსებობს, იქნება ეს სასწავლო პროცესთან, ადმინისტრაციასთან თუ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები. სტუდენტები აცნობიერებენ ამ პრობლემებს, თუმცა, ხშირად, არასწორად ეძებენ მათი მოგვარების გზებს. არცთუ ისე იშვიათად, ადმინისტრაციის მიმართ ისმის პრეტენზიები იმ საკითხებზე, რომლებიც, რეალურად, ხელისუფლების მოსაგვარებელია და პირიქით. downloadთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოკლებულია იმ ძირითად საქმიანობასა და ფუნქციას, რასაც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ჰქვია. უნივერსიტეტს არ აქვს ფინანსურ-ადმინისტრაციული სახსრები, აწარმოოს ისეთი კვლევითი ღონისძიებები, რომლებიც სტუდენტს პროფესიული განათლების ამაღლების საშუალებას მისცემს. დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფაქრობრივად, სტუდენტის მიერ გადახდილი თანხით არსებობს, რაც კლავს იმის შესაძლებლობას, რომ აქ სამეცნიერო საქმიანობა მიმდინარეობდეს. შესაბამისად, უნივერსიტეტი აგრძელებს არსებობას და არა მის შესაბამის საქმიანობას.

რა არის ამის მიზეზი? – უნივერსიტეტს არ გააჩნია პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება. ჩვენ თუ გადავხედავთ ევროპის თუ განვითარებული აზიის ქვეყნების უნივერსიტეტებს, ვნახავთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები პირდაპირ საბიუჯეტო გზით ფინანსდებიან. ბაზისური დაფინანსება ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი  სახელმწიფოსგან თანხებს იღებს პირდაპირი, ბიუჯეტში გაწერილი გზით. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსების არარსებობას უკავშირდება, ინფრასტრუქტურული პრობლემებია. ხშირად, სტუდენტები საუნივერსიტეტო კორპუსებში არსებული პრობლემების გამო საყვედურს ადმინისტრაციის მიმართ გამოთქვამენ. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარება უნივერსიტეტს საკუთარი ძალებით და შეზღუდული ბიუჯეტით არ შეუძლია.

გასულ წელს უნივერსიტეტის რექტორმაც მოითხოვა პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება, თუმცა მოთხოვნა დღემდე არ დაკმაყოფილებულა. შესაბამისად, უნივერსიტეტი ისევ მოკლებულია სამეცნიერო კვლევებს, კონფერენციებს, სემინარებს, ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავ მოუგვარებელია და ა.შ. დღეს, ფაქტობრივად, მხოლოდ უნივერსიტეტის პირველი კორპუსი არის კარგ მდგომარეობაში და შესაბამისად აღჭურვილი, ისიც რამდენიმე წლის წინ „ქართუ ჯგუფის” მიერ გარემონტდა. იგეგმებოდა მეორე კორპუსის გარემონტებაც, თუმცა მისი კაპიტალური რემონტი კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული. 12 საუნივერსიტეტო კორპუსიდან მხოლოდ 2-3 თუ აკმაყოფილებს ინფრასტრუქტურულ მინიმალურ სტანდარტებს. სერიოზული პრობლემებია მაღლივის საუნივერსიტეტო კომპლექსთან და, განსაკუთრებით,  ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით. ბიბლიოთეკის წიგნის საცავებში წყალიც კი ჩადის, წიგნები ზიანდება და, დროთა განმავლობაში, პრობლემები უფრო და უფრო ღრმავდება.

უნივერსიტეტს კი მისი მწირე ბიუჯეტით მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოების ჩატარება შეუძლია. უნივერსიტეტი და მისი პრობლემები რომელიმე ბიზნესმენის კეთილი ნებისა თუ სახელმწიფო დაფინანსების მოლოდინშია.”

11328986_955223144521816_27275961_nვიკა ფილფანი

იურიდიული ფაკულტეტი (III კურსი)

სამოქალაქო ურთიერთობების კარი – „თაობა“

“უნივერსიტეტში არის ადმინისტრაციული ხარვეზები. ასევე არის ბაზების პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ვერ გვარდება. მნიშვნელოვანი საკითხია სტიპენდიის გაცემა – ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ქულა ენიჭება სერთიფიკატებსა და დიპლომებს, რაც არ არის სწორი. ადამიანმა, რომელიც მუდმივად ტრენინგებზე დადის, შეიძლება, გადაუსწროს მას, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. პირობითად რომ ავიღოთ, თუ ერთ სტუდენტს აქვს 95 ქულა და მეორე სტუდენტს აქვს 93 და სერთიფიკატები, უპირატესობა მეორე სტუდენტს მიენიჭება. სინამდვილეში, ამ სერთიფიკატებისა და დიპლომების გაცემა ძალიან ყალბად  ხდება და ამასთან დაკავშირებით ბევრი ფაქტის გაირკვა.

მაგალითად, სტუდენტი თავისი მშობლის ორგანიზაციის მიერ გაცემული სერთიფიკატით სარგებლობს, რაც დიდ პროტესტს იწვევს. ასევე დიდი პრობლემაა სტიპენდიების რაოდენობა – იურიდიული განხრით არის, დაახლოებით 117 ადგილი მაშინ, როდესაც ამ ფაკულტეტზე რამდენიმე ათასი ბავშვი სწავლობს. ასეთივე სიტუაციაა ჰუმანიტარულ, სოციალურ-პოლიტიკურ და სხვა ფაკულტეტებზე. სტუდენტებს აქვთ პრეტენზია, რომ სტიპენდიანტთა რიცხვი გაიზარდოს, რადგანაც, რეალურად, ფინანსურად ამის საშუალება არსებობს. პროტესტის ერთადერთი ფორმა, რასაც დღემდე სტუდენტები მიმართავენ, არის მხლოდ სოციალური ქსელის საშუალებით დაწერილი სტატუსები, რამდნეიმე ბლოგზე გამოქვეყნებული საპროტესტო სტატია,  რაიმე შეკრება ან კონფერენცია დღედე არ ყოფილა, თუმცა ბევრს, და მათ შრის მეც,  აქვს დიდი სურვილი, რომ ჩატარდეს შეხვედრა ბატონ ლადო პაპავასთან დაყველამ არსებული ხარვეზების შესახებ ვისაუბროთ. ასევე პრობლემურია გამოცდების გადატანასთან და აღდგენასთან დაკავშირებით არსებული საკითხები. არ არსებობს არანაირი რეგულაცია – მაგალითად, მე ახლა ბაქოში რომ მივდვარ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე და მივყვები საქართველოს ეროვნულ კომიტეტს, განცხადებისა და ყველანაირი ცნობის მიუხედავად, ჩემთვის მაინც არ გადააქვთ გამოცდა. შეღავათია მხოლოდ მაშინ, თუ მართლა კვდები. ასევე მნიშვნელოვანია ქულის გაპროტესტება – როდესაც სტუდენტს ლექტორის მიერ დაწერლი ქულა არ აკმაყოფილებს და აინტერესებს, რაში დააკლდა ნიშანი, ის ასაჩივრებს, მაგრამ მიღებული პასუხი არ არის სრული. ის ვერ იგებს, კონკრეტულად რაში დააკლდა ქულა, რადგანაც ლექტორი სათანადო ახსნა-განმარტებას არ წერს. პრობლემურია ინფრასტრუქტურაც – პირველი კორპუსის გარდა აწყობილი ინფრასტრუქტურა არსად არ არის  – ისეთი სიტუაციაა, რომ  სწავლის სურვილიც კი გაგიქრება. ბიბლიოთეკაც პირველი კორპუსის გარდა არსად არ არის კეთილმოწყობილი და სხვა კორპუსში მყოფი სტუდენტები მუდმივად გამოთქვამენ ამის გამო პროტესტს.  მათ უნივერსიტეტში მისვლა აღარ უნდათ იმის გამო, რომ გარემო არ ქმნის სწავლის განწყობას. ასევე უნივერსიტეტს არ აქვს თავისი კვების ობიექტი და სტუდენტებს ძალიან მცირე შესვენებებზე მუდმივად უწევთ ცოტა შორს წასვლა, რაც მერე ხდება ან დაგვიანების ან გაცდენის მიზეზი.”

გადავწყვიტე, რომ ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტები სხვა ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის შემედარებინა. მაინცდამაინც განვითარებული ევროპა და ამერიკა რომ ამერჩია, არ ვიქნებოდი ბოლომდე სამართლიანი – ამ მხრივ იქ, რომ ბევრად უფრო მაღალი დონეა, დარწმუნებული ვარ, მაგალითების ჩვენების გარეშეც გჯერათ. შესაბამისად, ძებნა უფრო ახლოს, პოსტსაბჭოთა სივრცეში დავიწყე და თქვენთვის გასაზიარებლად ესტონეთის ერთ-ერთ ქალაქში, ტარტუში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტი ავარჩიე.

ესტონეთმაც, საქართველოს მსგავსად, დამოუკიდებლობა წინა საუკუნის 90-იან წლებში მოიპოვა და მას შემდეგ წინსვლას აგრძელებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო. მას უკვე აქვს ის, რაც ჩვენ ასე ძალიან გვინდა – ქვეყანა 2004 წლიდან ევროკავშირისა და ნატოს წევრია, თუმცა ესტონეთიც განვითარებად დემოკრატიულ ქვეყანათა კლასიფიკაციაში მოიაზრება. ტარტუს სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციფიკის გაცნობისას ჩავთვალე, რომ თქვენთან შთაბეჭდილების გასაზიარებლად მხოლოდ სტუდენტური საცხოვრებლის ჩვენებაც კი საკმარისი იყო – მჯერა, რომ ეს ვიწრო ინფორმაციაც დიდ ეფექტს მოახდენს თქვენზე. ახლა კი თავად შეგიძლიათ, იპოვოთ არა სტანდარტულად ათი, არამედ ათზე ბევრად მეტი განსხვავება ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ერთ-ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.

N251 (1)შენობა 1970 წელს აშენდა, მაგრამ 2003 წელს გარემონტდა. მასში 464 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი.

n258

შენობის პორველ სართულზე ტარტუს სტუდენტური საცხოვრებლის მთავარი ოფისი, მიმღები, ველოსიპედების სადგომი, სილამაზის სალონი და სამრეცხაოა განთავსებული.

N25_pesu

N25_rattad

შენობაში არის ერთადგილიანი, ორადგილიანი და სტუდიოს ტიპის ტყუპი ოთახები.

n251

n253

თითოეული მათგანი, რა თქმა უნდა, უზრუველყოფილია სამზარეულოთი, სააბაზანოთი და ტუალეტით.

n254r

n252r

სტუდენტურ საცხოვრებელს აქვს მანქანების თავისივე სადგომი. ინტერნეტიც ყველასათვის ხელმისაწვდომია. ტყუპი ოთახები სამზარეულოსა და აბაზანა-ტუალეტს იზიარებენ.

იხილეთ სრულად: http://www.ttimes.ge/archives/41652

მასალა მოამზადა

თეა ღვინაძემ

11256481_942697632441034_2127728389_n

Share6Tweet4

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები
ახალი ამბები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

05/14/2026

საინტერესო

“დიდი პრობლემაა ოჯახში ავტორიტეტის არყოლა” – ფსიქოლოგი ნინო თოფურია მოზარდებში გახშირებულ აგრესიაზე

“დიდი პრობლემაა ოჯახში ავტორიტეტის არყოლა” – ფსიქოლოგი ნინო თოფურია მოზარდებში გახშირებულ აგრესიაზე

8 years ago
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი – ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა, გახსნილია ჩიჩხიტურის მონასტერი, რომელიც 2007 წლიდან დაკეტილი იყო

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი – ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა, გახსნილია ჩიჩხიტურის მონასტერი, რომელიც 2007 წლიდან დაკეტილი იყო

7 years ago
ბარაკ ობამა: “სადაც ადამიანებს აქვთ სურვილი გაწიონ რთული სამუშაო დემოკრატიის შენებისთვის – თბილისიდან ტუნისამდე, მათ ეყოლებათ პარტნიორი ჩვენი სახით”

ბარაკ ობამა: “სადაც ადამიანებს აქვთ სურვილი გაწიონ რთული სამუშაო დემოკრატიის შენებისთვის – თბილისიდან ტუნისამდე, მათ ეყოლებათ პარტნიორი ჩვენი სახით”

12 years ago
რა საერთო აქვთ ქართველ პოეტ შოთა რუსთაველსა და ბრიტანელ მოდელ რიჩარდ ბიედულს?

რა საერთო აქვთ ქართველ პოეტ შოთა რუსთაველსა და ბრიტანელ მოდელ რიჩარდ ბიედულს?

10 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by