• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ხუთშაბათი, თებერვალი 25, 2021
TTimes.GE
No Result
View All Result
-7 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი

ფარმაცევტული კომპანიების და ექიმების თაღლითური სქემა

2015/06/22
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
4 0
1
SHARES
53
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რას ნიშნავს თქვენთვის ექიმი? რასთან ასოცირდება ის თქვენს ცნობიერებასა თუ ქვეცნობიერში? უმრავლეს შემთხვევაში, გონებაში უცბად ამოგიტივტივდებათ სიტყვები: დიაგნოზი, მკურნალობა,  რეცეპტი, ოპერაცია… და ეს ბუნებრივიცაა. ბუნებრივია, რომ თქვენ გაგახსენდებათ, როგორც მინიმუმ, უახლოესი კონსულტაცია ექიმთან, თქვენი ახლობლისა თუ ნაცნობის მძიმე დიაგნოზი, საავადმყოფოში გატარებული წუთები, ზოგს შიშის, ზოგს კი შედეგიანი მკურნალობის სიხარული და მრავალი სხვა.

ჩემთვის ექიმი იმედია. პირველი, რაც ამ პროფესიაზე დაპირებისთანავე ჩემს აზრებს მოიცავს, არის ის დიდი იმედი, რომელიც მე მასთან მაკავშირებს. იმედი იმისა, რომ მივალ და დავმშვიდდები, ყველაფერი მოგვარდება და კარგად იქნება. უდიდეს პატივს ვცემ ექიმებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჩვენს საკუთარ სიცოცხლესთან ბრძოლაში გვეხმარებიან, არამედ იმიტომაც, რომ მათ ამ საქმიანობას სტრესი, ნერვიულობა, განცდები, ტკივილი თუ უბედური შემთხვევები მუდმივად თან სდევს. მიუხედავად ასეთი მძიმე ემოციური ფონისა, მათ არჩევანი მაინც ჩვენზე ზრუნვაზე შეაჩერეს და ვთვლი, რომ ეს დასაფასებელია.

როდესაც ადამიანი თავს კარგად არ გრძნობს, ეს უკვე სტრესია მისთვის. ასეთ დროს ნებისმიერი ჩვენგანი იწყებს ნერვიულობას, უფრო ყურადღებით აკვირდება სიმპტომებს, განიცდის, რომ მის ჯანმრთელობას გარკვეული საფრთხე ემუქრება. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ძალიან სწრაფად მიმართავენ სპეციალისტს და ეს ძალიან კარგი და მისაბაძია! თუმცა, ადამიანთა უმრავლესობისთვის ექიმთან მისვლა საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია. აი ისეთი, რომ მოიფიქრებ, მერე ისევ გადაიფიქრებ და კიდევ რომ მოიფიქრებ. არადა, ადრე თუ გვიან, მაინც წავალთ. ზოგი შიშით, ზოგი კი პოზიტივით, მაგრამ ორივე შემთხვევაში იმ იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება…

medical-ethics

ექიმი კი ცდილობს, რომ ეს იმედი გაგვიმართლოს. მისი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის, დაავადების თავიდან აცილებისა და მკურნალობისთვის, სიცოცხლის გადარჩენისა თუ გახანგრძლივებისთვის ყველაფერი გააკეთოს. მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანი, მგონი, საკუთარ დედასა და მამას არ ენდობა ისე, როგორც ექიმს ენდობა ხოლმე. ყველასა და ყველაფერზე შეიძლება, ვყოყმანობდეთ, მაგრამ ექიმს ბრმად ვენდობით ხოლმე და, წესით, ასეც უნდა იყოს. წესით, მის არცერთ განზრახვასა თუ საქციელს ეჭვის თვალით არ უნდა ვუყურებდეთ და მის პროფესიონალიზმს ვენდობოდეთ.

თუმცა, ჩვენს რეალობაში ასე არ ხდება. არავისთვის იქნება გასაკვირი თუ ვიტყვი, რომ ხშირად საუბრობენ ექიმების დაუდევრობასა და პაციენტისთვის მიყენებულ ზიანზე, არაპროფესიონალიზმზე, არასწორად დასმულ დიაგნოზებსა და მკურალობაზე.  ამ შემთხვევაში საუბარია არაგამიზნულად, უცოდინარობისგან დაშვებულ შეცდომებზე. უარესი კი ისაა, რომ გარკვეულ შემთხვევაში ექიმები პაციენტის ჯანმრთელობას აბსოლუტურად გაცნობიერებულად, მატერიალური სარგებელის მოპოვების მიზნით უქმნიან საფრთხეს და ახლავე აგიხსნით, როგორ. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექიმები შეთანხმებულნი არიან კონკრეტულ ფარმაცევტულ კომპანიებთან – ისინი თავიანთ პაციენტებს უნიშნავენ ამ კომანიის წამლებს და ამისთვის გარკვეულ ჰონორარს იღებენ. არ აქვს მნიშვნელობა პაციენტს სჭირდება თუ არა ასეთი მკურნალობა, რაც მეტი „გასაღდება“, მით უკეთესი. იმის ახსნა, რომ არასაჭირო მედიკამენტის მიღება ორგანიზმს ვნებს, ვფიქრობ, ზედმეტიც კია.

„თბილისი თაიმსი“ შეეცადა, რომ აღნიშნული საკითხი გაერკვია. ვეცადე გავსაუბრებოდი გამოცდილ ექიმებს, გამეგო, არსებობს თუ არა რაიმე რეგულაცია, რომელიც მედიცინის მუშაკების ასეთ არაპროფესიონალურ ქცევას აკონტროლებს და ახორციელებს თუ არა სახელმწიფო ექიმის მიერ დანიშნულების გაცემის მონიტორინგს. გაჟღერებული არაკეთილსინდისიერი ქმედების შესახებ „თბილისი თაიმსს“ რეპროდუქტოლოგი არჩილ ხომასურიძე ესაუბრა. ჩვენ ასევე მოვძებნეთ ექიმი, რომელსაც უშუალოდ ჰქონდა შეხება ამ „ბიზნესთან“.

 11639939_965195663524564_252780766_oრეპროდუქტოლოგი არჩილ ხომასურძე:

არის თუ არა სტანდარტულად განსაზღვრული, რომელ დიაგნოზზე რომელი წამალი უნდა დაენიშნოთ პაციენტებს? თუ ამას მკურნალი ექიმი თავად წყვეტს?

– რა თქმა უნდა, არსებობს ე.წ გაიდლაინები, მაგრამ მათი დაცვა სავალდებულო  არ არის, მათ აქვთ სარეკომენდაციო ხასიათი. როდის რა წამალი დაინიშნოს, ამას წყვეტს მხოლოდ ექიმის ცოდნა და კვალიფიკაცია.

გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექიმთა გარკვეული ნაწილი კომერციული მოგების მიზნით თანამშრომლობს მედიკამენტების შემომტან კომპანიასთან და პაციენტს წამალს არამიზნობრივად უნიშნავს?

– მე, რა თქმა უნდა, გამომძიებელი არ ვარ. მე პრაქტიკოსი ექიმი ვარ, ყოველდღიურად ვხვდები ავადმყოფებს, ყოველთვის ვეკითხები, როდის რა დაუნიშნეს და ბოლო წლების განმავლობაში შევნიშნე ტენდენცია, რომ ძალიან ხშირად პაციენტს არ სჭირდება კონკრეტული მედკამენტი, მაგრამ დანიშნული აქვს; არ სჭირდება ესა თუ ის მანიპულაცია და ექიმი მას მაინც ნიშნავს; მეტსაც გეტყვით, არ სჭირდება მას ოპერაცია და ექიმი ამ ოპერაციას აკეთებს იმიტომ, რომ ფული აიღოს. ასეთი შემთხვევები ჩემი გამოცდილების მანძილზე ყოფილა და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მომრავლდა.

თუ შეგიძლიათ, გვიამბეთ ამ სისტემის შესახებ.

– დღეს ხდება მედიცინის კომერციალიზაცია. ბიზნესმენები თუ ფარმაცევტული კომპანიები სულ უფრო მეტად არიან მატერიალურად დაინტერესებული იმით, რომ პაციენტს კონკრეტული მედიკამენტი დაენიშნოს თუნდაც მაშინ, როდესაც ის მას არ სჭირდება. რამდენ წამალსაც დანიშნავს ექიმი, იმდენ წილს მიიღებს ის ამ განხორციელებულ საქმიანობაში. ასეთ დროს განსაკუთრებით სცოდავენ ექიმები ზუსტად იმიტომ, რომ ექიმები არიან, პაციენტთან აქვთ პასუხისმგებლობა და ფულით არაფერი უნდა გააკეთონ.  შეთანხმება შეიძლება, შედგეს ექიმსა და ფარმაცევტულ კომპანიას შორის, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ კოლეგები ამ გამოცდილებას ერთმანეთსაც უზიარებდნენ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მე გამომძებელი არ ვარ, ექიმი ვარ და იმაზე ვსაუბრობ, რასაც ვუყურებ და რაზეც გული მტკივა. ამას აუცილებლად სჭირდება გამოძიება. ამ კორუფციული გარიგებების ხარჯზე ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა შეექმნას.

არსებობს თუ არა რაიმე სისტება ან ინსტიტუტი, რომელიც მსგავს ქმედებას აკონტროლებს?

– ძალიან ძნელია ამ კუთხით ექიმის გაკონტროლება. თუ გამოცდილი ექიმი კორუმპირებულია, ის ისე ეშმაკურად დაუნიშნავს პაციენტს არასაჭირო მედიკამენტს, რომ შემდეგ მისი აუცილებლობა-არასაჭიროობის დადგენას ვერავინ შეძლებს. სისტემურად ჩვენთან ასეთი შემთხვევები არ კონტროლდება, მაგრამ არის, რა თქმა უნდა, ჯანმდაცვის სამინისტროში მომსახურე ხარისხის მაკონტროლებელი სამმართველო, რომელიც ამას კურირებს. პაციენტს თუ არ მოეწონა სამედიცინო მომსახურება და იჩივლა, ისინი საკითხს განიხილავენ. სამწუხაროდ, აღნიშნულს მხოლოდ ჩივილის საფუძველზე ამოწმებენ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად სჯიან ექმებს, აჯარიმებენ, ლიცენზიებს ართმევენ და ა.შ.

რამდენად საშიშია აღნიშნული ქმედებები პაციენტის ჯანმრთელობისთვის?

– ძალიან საშიშია, ამას ახსნაც კი არ სჭირდება. როდესაც პაციენტს ენიშნება მედიკამენტი მაშინ, როდესაც ეს აბსოლუტურად არ სჭირდება, საშიშია არა მხოლოდ თავად პაციენტის ჯანმრთელობისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებსთვის. ასეთი არაკეთილსინდისიერი ექიმი ქვეყნისთვის წარმოადგენს საშიშროებას. ამ კომერციალიზაციის გამო საფრთხე ელის ყველაფერს. ყველაფერი იყიდება და ყველაფერს ყიდულობენ. მედიცინაც, სამწუხაროდ, იყიდება. სამედიცინო დაწესებულებებისა თუ ფარმაცევტული კომპანიების მფლობელები არიან კერძო კომპანიები, რაც დაუშვებელია. მსოფლიოს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ორგანიზაციებს დაინტერესებული პირი არ ხელმძღვანელობს. ჩვენთან ფარმაცევტული კომპანიის, სადაზვეო კომპანიისა თუ საავადმყოფოს სათავეში დგას კერძო პირი, რომელიც მოგების მიღებაზეა ორიენტირებული – ის რასაც ეტყვის ექიმს, ექიმიც იმას დაუნიშნავს პაციენტს. აქ აშკარად გამოხატულია ინტერესთა კონფლიქტი. ამაში მდგომარეობს უბედურება და, ზოგადად, ჩვენი მედიცინა ბევრი უბედურების წინაშე დგას. მე ექიმი ვარ და დიდი გულისტკივილით გეუბნებით ამას, ჩემი თავიც ამის მონაწილედ მიმაჩნია. ძალიან ბევრი მინუსი არსებობს: საქართველოში კარგი ექიმის მოძებნა გახდა ძნელი, დიპლომი ყველას აქვს, მაგრამ ექიმად ძალიან ცოტა თუ ვაგრა. დაბალია მათი კვალიფიკაციისა და განათლების დონე, არავითარი მეცნიერება, ყველაფერი დეგრადაციას განიცდის და ამაში ჩვენ ვართ დამნაშავეები. თუმცა, ბევრ სხვა რაღაცასთან ერთად, დამნაშავეა თავად სახელმწიფოც, რომელიც მედიცინის კომერციალიზაციის საშუალებას იძლევა. ვისაც ფული აქვს, ის მიდის, ყიდულობს სამედიცინო დაწესებულებას და რასაც უნდა იმას აკეთებს.

თქვენ სად ხედავთ გამოსავალს? როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი შემთხვევები?

– იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი მედიცინა, რომ გამოსავლის მოძებნა ძალიან კომპლექსური პროცესი იქნება. მას სჭირდება მხარდაჭერა, დახმარება, პროფესიონალიზმი… ჩვენი, ექიმების ვალია, რომ ნამუსი ვიქონიოთ და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს განათლებას, ცოდნისა და პროფესიონალიზმის ამაღლებას. ამას გარდა, დახმარება სჭირდება სასწავლო დაწესებულებებს, განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, სახელმწიფოს… ყოვლად დაუშვებელია, რომ ქვეყანაში არ იყოს ანტიმონოპოლიური კანონი. სწორედ ამ კანონის არარსებობის გამო წამლების ფასებს თვითონ ფარმაცევტული კომპანიები ერთმანეთთან შეთანხმებით ადგენენ. ასე როგორ შეიძლება?!

get_img

როგორც აღვნიშნე, საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ექიმი მისი კოლეგების ასეთი ტიპის არაკეთილსინდისიერი საქციელის კონკრეტულ შემთხვევაზე მესაუბრა. გარკვეული მიზეზების გამო, მან კონფიდენციალურობის შენარჩუნება გვთხოვა. ჩვენ პატივს ვცემთ მის თხოვნას, ვიცავთ მის უფლებებს და კომენტარს ანონიმური სახით გთვაზობთ:

„სამედიცინო სფეროში, მოგეხსენებათ, ყველა ყველას იცნობს და ძალიან ძნელია, რამე დაიმალოს. ბევრჯერ მქონდა გაგებული ბევრი ადამიანისგან და კოლეგისგან, რომ ე.წ. პოლიკლინიკებში დადიან დისტრიბუტორები და ექიმები მათგან იღებენ წამლებს. მათ შორის დგება შეთანხმება, რომ ექიმი ამ წამალს „გაასაღებს“, სამაგიეროდ კი საკმაოდ ნორმალურ ჰონორარს მიიღებს. პაციენტს სჭირდება თუ არ სჭირდება, ისინი მაინც ნიშნავენ კონკრეტულ წამლებს. პაციენტი კი რა თქმა უნდა ენდობა ექიმის კვალიფიკაციას და შეიძენს ამ მედიკამენტს.

ამის დადასტურებაც შემიძლია იქიდან გამომდინარე, რომ ერთხელ მსგავსი შემოთავაზება მეც მივიღე. ჩემი ახლობელი და კოლეგა მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩამრთავდა რაღაც წრეში. საუბარი იყო პრეპარატ გაბაგამაზე, მე უნდა „გამესაღებინა“ ეს წამალი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და ამაში გარკვეულ თანხას ავიღებდი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა თანხას, არც მიკითხავს. მთავარი იყო ის, რომ ეს წამალი უნდა დამენიშნა მათთვისაც, ვისაც ეს  საერთოდ არ სჭირდებოდა და რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. თუმცა ვიცი, რომ არსებობს ფართო წრე, რომელიც ამ გარიგებაზე თანახმაა.“

ექიმის მიერ პაციენტების ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება, დამეთანხმებით, სერიოზული პრობლემაა. ექიმის მიერ თავისი პროფესიის არაკეთილსინდისიერი მიზნებით გამოყენებას არეგულირებს საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია:

1. სამედიცინო საქმიანობის აღსრულებისას ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს ეთიკური ფასეულობებით – ადამიანის პატივისა და ღირსების აღიარების, სამართლიანობის, თანაგრძნობის პრინციპებით, აგრეთვე პროფესიული ეთიკის შემდეგი ნორმებით:

ა) იმოქმედოს მხოლოდ პაციენტის ინტერესების შესაბამისად;

ბ) არ გამოიყენოს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ჰუმანიზმის პრინციპების საწინააღმდეგოდ;

გ) პაციენტის ინტერესებთან დაკავშირებული პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, არ იმოქმედოს ანგარებით;

დ) იზრუნოს პროფესიული საქმიანობის პრესტიჟის ამაღლებაზე, პატივისცემით მოეპყრას კოლეგებს.

2. სამედიცინო დაწესებულება და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ვალდებული არიან დაიცვან ინტერესთა შეუთავსებლობის შემდეგი ნორმები:

ა) პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტებთან ურთიერთობისას არ იმოქმედონ ანგარებით, მათ შორის, მესამე პირის სასარგებლოდ;

ბ) არ შევიდნენ გარიგებაში რომელიმე სამედიცინო დაწესებულებასთან/და ფარმაცევტულ კომპანიასთან იმ მიზნით, რომ პირადი კომერციული დაინტერესების სანაცვლოდ გამოიყენებენ პაციენტებს და ამით რაიმე მატერიალურ სარგებელს ნახავენ;

გ) პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში დაუშვებელია ფარმაცევტული პროდუქტის განმასხვავებელი ნიშნის მქონე სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმების გამოყენება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

553005_174921769294661_689405755_nიმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დავუკავშირდი და მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს სპეციალისტს, მარი ჟვანიას ვესაუბრე. მან განაცხადა, რომ ექიმის მიერ მსგავსი დარღვევა სააგენტოში არასდროს დაფიქსირებულა.თუ ასეთი შემთხვევა აღინიშნება, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს აუცილებლად ჩაატარებს.

მასალა მოამზადა

თეა ღვინაძემ

11256481_942697632441034_2127728389_n

 

60

SHARES
facebook Share on Facebook
Twitter Tweet
Follow Follow us
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

პირველი მარტიდან საბავშვო-ბაღები იხსნება
ახალი ამბები

პირველი მარტიდან საბავშვო-ბაღები იხსნება

2021/02/24
ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია – კვირიკაშვილი
ახალი ამბები

ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია – კვირიკაშვილი

2021/02/23
ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო – ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები

ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო – ირაკლი ღარიბაშვილი

2021/02/23
Next Post
“ტერორიზმის შესახებ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს გეგმა ტერორისტების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით”

"ტერორიზმის შესახებ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს გეგმა ტერორისტების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით"

იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა

იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა

biletebi.ge: "ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბარსელონა-სევილიას თამაშზე დასასწრები ბილეთები უკვე გაიყიდა"

Discussion about this post

ახალი ამბები

პირველი მარტიდან საბავშვო-ბაღები იხსნება
ახალი ამბები

პირველი მარტიდან საბავშვო-ბაღები იხსნება

2021/02/24
0

საკოორდიოანციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშო-ბაღები,როგორც საჯარო ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ პირვლეი მარტიდან, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების ტესტირების პირობით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,...

სრულად
RIHA – კომპოზიციების შესახებ რატი ონიანი დეტალურად გვიამბობს

RIHA – კომპოზიციების შესახებ რატი ონიანი დეტალურად გვიამბობს

2021/02/24
ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია – კვირიკაშვილი

ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია – კვირიკაშვილი

2021/02/23
ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო – ირაკლი ღარიბაშვილი

ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო – ირაკლი ღარიბაშვილი

2021/02/23
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 21 პირი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 21 პირი დააკავეს

2021/02/23
Covid-19-ის ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია – ცერცვაძე

Covid-19-ის ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია – ცერცვაძე

2021/02/22
“ეროვნული გამოცდების რეფორმა აუცილებელია” – მიხეილ ჩხენკელი

უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, შესაძლოა სკოლის ნიშნებიც გაითვალისწინონ

2021/02/22

საინტერესო

“ის რაც დღეს არის – დევალვაცია, პირდაპირი შედეგია იმ დევალვაციის, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ხდება ნავთობის ფასების დაცემის გამო”

5 წელი ago
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს

სახალხო დამცველი პროკურორს მიმართავს

5 წელი ago
წითელი ნუსხით დაცული სახეობების ყიდვა-გაყიდვა და დატყვევება 2000 ლარით დაჯარიმდება

წითელი ნუსხით დაცული სახეობების ყიდვა-გაყიდვა და დატყვევება 2000 ლარით დაჯარიმდება

3 წელი ago

შსს-ს ბიუჯეტი მცირდება

6 წელი ago

კალენდარი

თებერვალი 2021
ო ს ო ხ პ შ კ
« იან    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

სიახლეები

  • პირველი მარტიდან საბავშვო-ბაღები იხსნება 2021/02/24
  • RIHA – კომპოზიციების შესახებ რატი ონიანი დეტალურად გვიამბობს 2021/02/24
  • ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია – კვირიკაშვილი 2021/02/23

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In