დღეს, პარტია „ქართული ოცნების“ დელეგაცია პარტიის გენერალური მდივნის და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის/ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება.
ჩინეთის სახალო რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანია პარტია „ქართული ოცნებისა“ და ჩინეთის სახალო რესპუბლიკის კომუნისტურ პარტიას შორის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგება კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჩინეთის პოლიტიკურ პარტიათა მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობასთან, დალიანის რეგიონის მთავრობასა და ქალაქ თიანძინის მთავრობასთან, ჩინეთის ენერგეტიკული კომიტეტის ხელმძღვანელობასთან, სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. ასევე შეხვედრები გაიმართება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს რამოდენიმე ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობასთან. გარდა ამისა, იგეგმება დალიანის უცხო ენათა უნივერსიტეტში და თიანძინის უნივერსიტეტში დელეგაციის წევრების საჯარო გამოსვლები.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან- დავით საგანელიძე- საპარლამენტო უმრავლესობის მდივანი და პარტია ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრი, თეიმურაზ ჭკუასელი- საქართველოს პარლამენტის წევრი და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, არჩილ ხაბაძე-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი და ირაკლი კობახიძე – პარტიის აღმასრულებელი მდივანი.