• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“არჩილ გეგეშიძე სტიქიის დღეებში ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“არჩილ გეგეშიძე სტიქიის დღეებში ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1435068425საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თბილისში მომხდარი სტიქიის დროს, 14 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი შვებულებაში გაემგზავრა. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე იყო გადასული. საგარეო უწყებამ მყისიერად ჩაატარა, მისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრული სამუშაოები. “პირველ რიგში ეს გამოიხატა სტიქიის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებაში და საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გარშემო ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების თანადგომის კონსოლიდაციაში. მოხდა საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისთვის სპეციალური ცირკულარით ინფორმაციის გაგზავნა ადგილსამყოფელი ქვეყნების ინფორმირების და მათგან შესაძლო დახმარების მობილიზების კუთხით. სტიქიის პერიოდში, ისევე როგორც ამ დღეებში საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების საქმიანობის ერთერთი ძირითადი მიმართულება თბილისში მომხდარი სტიქია და მისი შედეგების აღმოფხვრის მიზნით პარტნიორ სახელმწიფოებთან კონსულტაციების გატარებაა, რის შედეგადაც უკვე მოხერხდა მნიშვნელოვანი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება. ამასთან, საელჩოები მჭიდროდ თანამშრომლობენ უცხოეთის ქვეყნებში ქართულ დიასპორასთან, უკვე ჩატარდა და იგეგმება სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებები. რაც შეეხება კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩისა და საელჩოს დღის წესრიგს სტიქიის დღეებში, გაცნობებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის 14 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი შვებულებაში გაემგზავრა სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე სტიქიის დღეებში იმყოფებოდა ვაშინგტონში და ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს. კერძოდ, სტიქიის პირველივე დღეებში მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ინფორმირების მიზნით; ეროვნული გლოვის დღეს – 15 ივნისს, ამერიკაში საქართველოს საელჩომ გაატარა შესაბამისი პროცედურები და იღებდა თანაგრძნობისა და თანადგომის წერილებს. ელჩმა სტიქიის დღეებში შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სადაც მიაწოდა ინფორმაცია საელჩოში გახსნილი სპეციალური ანგარიშის თაობაზე, სადაც შესაძლებელი იყოს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მობილიზება. 16 ივნისს საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა USAID-ში სტიქიის თაობაზე ორგანიზაციის ინფორმირებისა და მათი მხრიდან შესაძლო დახმარების მობილიზების მიზნით, სწორედ ამ შეხვედრის შედეგად საქართველოში მივლინებული იქნა USAID სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც პირველადი კონსულტაციები გამართა ქართულ მხარესთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო განაგრძობს საქმიანობას თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სარეაბილიტაციო პროცესში ამერიკელი პარტნიორების დახმარების მობილიზების მიზნით”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც უწყების “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, როდესაც თბილისში სტიქია მოხდა, მეორე დილით ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე შვებულებაში გავიდა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

მინდია ჯანელიძე ახალ წელს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა

მინდია ჯანელიძე ახალ წელს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა

12 years ago
ბზობის დღესასწაული და მასთან დაკავშირებული ტრადიციები

ბზობის დღესასწაული და მასთან დაკავშირებული ტრადიციები

10 years ago
“ფემი ჯორჯია” – ჩვენს კოლექციას დაემატება  ისეთი აქსესუარები, რომლებიც ქართულ ბაზარზე ჯერ არ ყოფილა

“ფემი ჯორჯია” – ჩვენს კოლექციას დაემატება ისეთი აქსესუარები, რომლებიც ქართულ ბაზარზე ჯერ არ ყოფილა

5 years ago
ტრამპი-პუტინის შეხვედრის სახსოვრად თეთრი სახლი მონეტას მოჭრის

ტრამპი-პუტინის შეხვედრის სახსოვრად თეთრი სახლი მონეტას მოჭრის

8 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by