• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

13 ივნისის სტიქია – როდის და რა ფორმით დაეხმარება სახელმწიფო დაზარალებულებს?!

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
13 ივნისის სტიქია – როდის და რა ფორმით დაეხმარება სახელმწიფო დაზარალებულებს?!
10
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11717230_922917274428158_286044797_n

13-14 ივნისის ტრაგედია, ადიდებული მდინარე ვერე, ჩამოწოლილი მეწყერი, დატბორილი სვანიძის ქუჩა, მზიურის ტერიტორია და ზოოპარკი, დაზიანებული და დაკარგული ავტომობილები,  დანგრეული სახლები და რაც მთავარია, ასობით დაზარალებული ადამიანი, რომელიც დღემდე დახმარების მოლოდინშია. საინტერესოა, ზოგადად რამდენი ადამიანია სულ დაზარალებული და რა ბედი ეწევათ მათ? როდის და რა ფორმით დაეხმარება სახელმწიფო დაზარალებულებს? ასევე აუნაზღაურდებათ, თუ არა ზარალი იმ ავტომობილების მფლობელებს, ვისი მანქანაც  დაზღვეული არ ყოფილა. ამ და სხვა აქტუალური კითხვებით „თბილისი თაიმსმა“ თბილისის მერიას მიმართა.

11693033_922490747804144_754941645_n

როგორც ცნობილია, 13-14 ივნისისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, 200-ზე მეტ ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა, ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის რამდენი ადამიანია დაზარალებული და როგორია მათი მდგომარეობა დღეს?

– სტიქიის შედეგად სულ დაზარალდა 161 ოჯახი, ისინი დღეს სხვადასხვა სასტუმროებში არიან  გადანაწილებულები. მოსახლეობის ნაწილი შესაბამისმა გამგეობამ საცხოვრებლად ქირით უზრუნველყო. დაზარალებულები უზრუნველყოფილნი არიან დროებითი საცხოვრისით, საკვებითა და პირველადი დახმარების ნივთებით.

როდის და რა ფორმით მოხდება დაზარალებული მოსახლეობის  დაბინავება?

– 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ზარალის ანაზღაურების პროცესი უკვე დაწყებულია. პროცესს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო  კურირებს.  

პირველ კატეგორიაში შემავალი სახლების მეპატრონეებს, ანუ მათ, ვისი სახლიც დანგრეულია ან აღარ ექვემდებარება რეაბილიტაციას, შეუძლიათ, აირჩიონ ზარალის ანაზღაურების წესით დადგენილი ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახლი რეაბილიტაციას ექვემდებარება, მის გასამაგრებლად შესაბამის გამგეობას უნდა მიმართონ.

ზარალის ანაზღაურების გაცემა წინასწარ დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ხდება. შესაბამისი დასკვნები ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკვე მომზადებული აქვს, მათ შორის, ქონების საბაზრო ღირებულებაც ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ განსაზღვრა.

11655197_922917297761489_291003859_n

13-14  ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების წესი საკრებულომ 5 ივლისს დაამტკიცა. წესის მიხედვით, დაზარალებულები ორ კატეგორიად დაიყო. პირველ კატეგორიაში შედიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე კატეგორიაში – ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენაც შესაძლებელია. წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის. ამ წესით სარგებლობის შემთხევაში, დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: ერთი და ორწევრიანი ოჯახისთვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური თანხა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისთვის – 65 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა, ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისთვის – 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური თანხა, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისთვის – 110 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა. მოგვიანებით, ოჯახის განსახლების ზონაში მოხვედრის შემდგომ, მოხდება მისი უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა და უკვე გაცემული დახმარების სხვაობის შევსება. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის.

11696788_922917257761493_1645054540_n

სტიქიის შედეგად თბილისში დაზიანებულია გზები, სახლები და ზოგადად მოშლილია ინფრასტრუქტურა, კონკრეტულად რა ღონისძიებების გატარება იგეგმება ამ პრობლემების  აღმოსაფხვრელად და  დაახლოებით რა პერიოდია საჭირო  დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის?

– 13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა დაასრულა ბაგების ელ.სადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორის აღდგენის სამუშაოები. ამჟამად სრულდება სტიქიის შედეგად დაზარალებული უბნების გაწმენდა-გასუფთავება და შემოტანილი მასის (გრუნტი, ლამი, მერქანი) და სამშენებლო ნარჩენების გატანა. ვერეს ხეობაში საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჭავჭავაძის 83-თან სტიქიის შედეგად დაზიანებული კედლის აღდგენის სამუშაოები დასრულდა. 8 ივლისიდან იწყება ფიზკულტურის ქუჩის რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია საავტომობილო ხიდის მშენებლობა უჩანეიშვილის ქუჩაზე. წყნეთში, გრიშაშვილის ქუჩაზე უახლოეს მომავალში დაიწყება სანიაღვრე კოლექტორის აღდგენა და გმირთა მოედნისა და მისი მიმდებარე მარჯვენა სანაპიროს ნაწილის რეაბილიტაცია. 13 ივნისის სტიქიის შედეგად საბურთალოს რაიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. კონკრეტულად: ჩიქოვანის ქუჩაზე დაიტბორა კორპუსები N 30,34,36-ის პირველი სართულები, ზოგგან საოფისე ფართები იყო, ზოგგან კი ოჯახები ცხოვრობდნენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე 3-მეტრამდე შლამი იყო, რომლის გატანაც რაიონის კონტრაქტორმა კომპანიებმა სტიქიის მეორე დღესვე დაიწყეს. ამასთან, ამ კორპუსებთან მოეწყო 5 ახალი წყალშემკრები ჭა, რომლებიც კრებენ გრუნტის წყლებს, ასევე, ამ გზით დაიცალა საძირკველში დაგროვილი წყალი. ამ სამი კორპუსის წინ, საბურთალოს გამგეობა გეგმავს, მოაწყოს  კომბინირებული სათამაშო, სპორტული მოედნები და მოსასვენებელი ზონები. ამისთვის უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი. სარდაფები გაწმენდილია შლამისგან, ზარალი აღწერილია და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად მოხდება ზარალის კომპენსაცია. 11733740_922917381094814_52590272_o

გარდა ამისა, ჩიქოვანის ქუჩაზე არსებული კიდევ რამდენიმე კერძო სახლი დაზიანდა, რომლის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო. მოსახლეობა გაყვანილია ქირით, რვა ობიექტზე უკვე შეიცვალა სახურავები. ზიანი მიადგა კოსტავას N63-ის ცნობილ 11სართულიან კორპუსს, რომლის საძირკვლის გაწმენდა ამ დრომდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამ კორპუსის შიდა ეზო დაახლოებით 4,000 კვადრატული მეტრია, სადაც  გამგეობა ასევე გეგმავს კომბინირებული მოსასვენებელი ზონის მოწყობას. რაც შეეხება გზებს: ვაშლიჯვარში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე (112-ის მიმდებარედ) ჩამოწვა მეწყერი და მიწის ერთი ნაწილი დაზიანებულია. ამ ადგილზე ახლა მიმდინარეობს შემოვლითი გზის გაყვანა, რათა შემდგომში მოხდეს გზის გადაკეტვა და რეაბილიტაცია. იგივე ვითარება იყო სოფელ დიღმის დასახლებაში, სადაც გზა ჩაიხრამა. გზა უკვე გაწმენდილია და ორ-სამ დღეში დასრულდება მისი მოხრეშვა. სტიქიის შედეგად მეწყერი ჩამოწვა ფანასკერტელის 18-ის მიმდებარედ, სადაც საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის საძირკვლის გათხრა მიმდინარეობდა. კერძო ტერიტორიაზე გეოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე მშენებლობა შეჩერდა და გაგრძელდება მხოლოდ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, ანუ მოეწყობა საყრდენი კედელი და ა.შ. დიდ დიღომში, დიდგორის ქუჩაზე სტიქიის შედეგად დაზიანდა გზა. გამგეობა უკვე აკეთებს საყრდენ კედელსა და სანიაღვრეს. 13 ივნისის სტიქიის შედეგად ასევე დიდი ზარალი მიადგა ვაკის რაიონს. დაიტბორა სვანიძის ქუჩა და მზიური. მეწყერი ჩამოწვა წყნეთის გზაზე. ევაკუაციას საჭიროებდა 400-მდე მოქალაქე. 13 ივნისის ღამიდან მოყოლებული ვაკის რაიონის გამგეობა 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა. მზიურსა და სვანიძის ქუჩაზე მყოფი მოხალისეები მუდმივად მარაგდებოდნენ საჭირო რაოდენობის წყლის მარაგითა და საკვებით. ვაკის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო 400-მდე დაზარალებული მოქალაქისათვის პირველადი მოხმარების ნივთების, მედიკამენტების, სასმელი წყლისა და საკვების გადაცემა. ასევე ყველა დაზარალებულისათვის გამგეობამ იქირავა ბინები და უზრუნველყო მათი სასტუმროებში დაბინავება. ვაკის რაიონის გამგეობა მუშაობდა ბეთანიასა და ახალდაბაში გზის გაწმენდით სამუშაოებზე. თანხები გამოიყო დაზარალებული მოსახლეობისათვის პოლიეთილენის მილებისა და ავზების შესასყიდლად, ასევე 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაგროვილი მასის სატვირთოებით გატანისათვის. დაფინანსდა უჩანეიშვილის ქუჩაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ფერდობის გამაგრების სარემონტო სამუშაოები.

11720492_922917304428155_567276292_n

13 ივნისის ღამეს,  ვერეს ხეობაში მოძრავი, თუ გაჩერებული მანქანები, სტიქიამ ისე გაანადგურა, რომ მათი დიდი ნაწილი ნაგავსაყრელზე გადაიტანეს. როგორც ცნობილია დაზღვეული მანქანის მფლობელებს ზარალი 100 პროცენტით აუნაზღაურდებათ, თუმცა სტიქიის დროს განადგურებული ავტომანქანების ნაწილს დაზღვევა არ ჰქონდა.  „თბილისი თაიმსი“ ასევე დაინტერესდა რა სახის სახის კომპენსაციას სთავაზობს მათ სახელმწიფო  და კონკრეტულად რამდენი მანქანაა დაზიანებული, თუმცა როგორ მერიაში განაცხადეს, ამჟამად მხოლოდ უძრავი ქონების ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს.

სტიქიის შედეგად განადგურებულია თსუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის შენობა და შპს “ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე“. როგორ აღმოჩნდა, ამ შენობების ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.  

11716121_922917281094824_2106112013_n

ვერეს ხეობაში  სტიქიის დროს ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა „მომავლის სკოლა“. შეიძლება ითქვას, რომ მისი ინფრასტრუქტურა სრულიად განადგურებულია, ხოლო კითხვაზე თუ  რა ბედი ელის სკოლასა და მის მოსწავლეებს,  როგორც განათლების სამინისტროში გვპასუხობენ, ესეც გაურკვეველია, მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ  „მომავლის სკოლა“ არის კერძო სკოლა.

თბილისის მერიის ინფორმაციით,ზარალი, რომელიც სახელმწიფომ და მოქალაქეებმა 13-14 ივნისს, წყალდიდობის შედეგად მიიღეს, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

 ესაუბრა

ლაკო ბიტ-ბაბიკოვი

Share4Tweet3

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საინტერესო

„გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს…“ – ილია მეორის სამძიმარი საბერიოში დაღუპული ბავშვების მშობლებს

„გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს…“ – ილია მეორის სამძიმარი საბერიოში დაღუპული ბავშვების მშობლებს

2 years ago
ქართველების 99%-ი უცხოელ ტურისტებს სიხარულით იღებს

21 მაისიდან ე.წ. ტურისტული პატრული გამოჩნდება თბილისში

8 years ago

გიორგი მარგველაშვილი: “მშვიდობას ძალიან დიდი მუშაობა უნდა და ამ მუშაობის ნაწილი ხართ თქვენ დღეს”

10 years ago
ჯანდაცვის მინისტრი – ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს

ჯანდაცვის მინისტრი – ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ ვაპირებთ, რადგან იქ საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან და ამით მათ დამატებით პრობლემებს შევუქმნით

7 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by