შოვში, სტიქიის ზონაში ახალგაზრდა კაცი მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებს, რომლებიც შოვის კოტეჯებში იმყოფებოდნენ. მამაკაცი ამბობს, რომ ოჯახს ბოლოს დღის 12-1 საათისკენ ეკონტაქტა, მას შემდეგ კი ვეღარ უკავშირდება.
მოქალაქე ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ოჯახთან კავშირის დამყარებას ვერ ახერხებს, ხოლო ოფიციალური პირები მათ სამაშველო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.
“იპოვონ ჩემი მეუღლე და 3 მცირეწლოვანი ბავშვი, სანამ ცოცხლები არიან, ალბათ, კიდევ. მეტი რა მოთხოვნა უნდა მქონდეს. არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს… ჩამოწვა მეწყერი და სავარაუდოდ ანძაც ჩამოწვა, არ ვიცი, ვერ ვუკავშირდები ვერავის.
მე ვეძებ ოფიციალურ პირებს, რომ რაღაც დავეკითხო, მე თვითონ გადავალ, მე თვითონ დავიწყებ სამძებრო [სამუშაოებს], მაგრამ არავინ არაფერს არ მეუბნება.” – აცხადებს მოქალაქე.