• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“რუსეთის მხარემ დაადასტურა, რომ პრაქტიკულ ჭრილში განიხილება საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გარკვეულ შემსუბუქებაზე”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“რუსეთის მხარემ დაადასტურა, რომ პრაქტიკულ ჭრილში განიხილება საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გარკვეულ შემსუბუქებაზე”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

mtavrobaმთავრობის ადმინისტრაცია ქ. პრაღაში, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში მორიგი, რიგით მე-10 შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი კვანჭახაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხმალაძე.

“შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ა.წ. 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ბანერების აღმართვა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის, ასევე ელემენტარული ადამიანური უფლებების უხეშ ხელყოფას. ამგვარი პროვოკაციული ნაბიჯები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონის სტაბილურობას, სადაც ისედაც ბევრი მოუგვარებელი პრობლემა და გამოწვევაა. ითქვა, რომ ქართული მხარე აღნიშნულთან დაკავშირებით მაქსიმალურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ დიპლომატიურ ბერკეტებს, მოახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის სრულყოფილ ინფორმირებას, შემდგომში მისი ადეკვატური რეაგირების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს ამგვარი საკითხების განხილვას და ეს წარმოადგენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საგანს, ქართულმა მხარემ მწვავედ დააყენა საკითხი ზემოხსენებული ბანერების მოხსნისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შეჩერების შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოგვარების ერთადერთ ფორმატს.

განხილულ იქნა პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები. კერძოდ, 2011 წელს “საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის სამოქალაქო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სავარაუდოდ ა.წ. აგვისტოს თვეში გაიმართება სამმხრივი (ქართულ-რუსულ-შვეიცარული) სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით. შეხვედრაზე უნდა მოხდეს ამ პროექტთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების შეჯერება და უნდა შეიქმნას ერთობლივი კომიტეტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს პროექტის განხორციელებას.

საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას. აღინიშნა, რომ 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა წელს შემცირდა 8,9%-ით. 2014 წელს ქართულმა კომპანიებმა რუსეთში გაიტანეს 275 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქცია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეს ციფრი შეადგენს 65,8 მლნ აშშ დოლარს. ამასთან, გარკვეული მიმართულებით არის განსხვავებული ტენდენცია. კერძოდ, საავტომობილო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვა/გადაყვანის კუთხით, წინა წელთან შედარებით, ქართული სატრანსპორტო კომპანიების მიერ შესრულებული რეისების რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა. ამ სფეროში ჩართულია 200-ზე მეტი ქართული კომპანია, რომლებმაც 2015 წლის პირველ ნახევარში შეასრულეს 5000-მდე რეისი.

მნიშვნელოვნად გაიზარდა საავიაციო მიმოსვლის მოცულობა, შემცირდა ავიაბილეთების ღირებულება, რაც ხელს უწყობს საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდას. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაიზარდა 14,6 %-ით.

განხილულ იქნა ასევე ზოგიერთი ახალი სახეობის ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაშვების საკითხი.
პრაღის შეხვედრაზე გადაიდგა ნაბიჯები ზემოხსენებულ სფეროებში არსებული ტექნიკური და სხვა ხასიათის პრობლემების მოგვარების კუთხით.

ამასთანავე, განხილულ იქნა ჰუმანიტარული საკითხები, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს იხდიან რუსეთში. ამ მხრივ სახეზეა გარკვეული პროგრესი.
რუსეთის მხარემ დაადასტურა, რომ პრაქტიკულ ჭრილში განიხილება საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გარკვეული შემსუბუქების შესახებ, რის თაობაზეც მომავალში დეტალურად ეცნობება ქართულ მხარეს.

პრაღაში მომდევნო შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

სებ-ის მიერ, ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვა საბანკო სექტორზე უარყოფითად არ აისახება“ – ზურაბ გვასალია

სებ-ის მიერ, ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვა საბანკო სექტორზე უარყოფითად არ აისახება“ – ზურაბ გვასალია

12 years ago

თენგიზ ერისთავს წინსწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

12 years ago
“თუკი ადამიანს პირჯვრის სწორად გამოსახვას ასწავლი, დიდ ჯილდოს მიიღებ“

“თუკი ადამიანს პირჯვრის სწორად გამოსახვას ასწავლი, დიდ ჯილდოს მიიღებ“

10 years ago

შს მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს ახალი ეკიპირება გადასცა

10 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by