• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ონში $330 მლნ ამერიკულ დოლარის მოცულობის პროექტი განხორციელდება

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ონში $330 მლნ ამერიკულ დოლარის მოცულობის პროექტი განხორციელდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა კომპანია „ფერისთან“ „ონის ჰესების კასკადის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. ასევე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს  „მტკვარი ჰესის“ პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ; თავის მხრივ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და კომპანია „ფერიმ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს ონის ჰესების კასკადის პროექტის ერთობლივ განხორციელებასა და „მტკვარი ჰესის“ პროექტის ფარგლებში გვირაბის მშენებლობის თაობაზე.

11722062_596150490488391_4940037851979042866_o

როგორც “თბილისი თაიმსს” ენერგეტიკის სამინიტროდან აცნობეს, ონის ჰესების კასკადი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე აშენდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $330 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება. ჯამური დადგმული სიმძლავრე 177.2 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 789 მლნ კვტ.სთ. ჰესების კასკადის მშენებლობის პერიოდი 6 წლით განისაზღვრა. პროექტში ინვესტიციას ახორციელებენ: შპს „ფერი“, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და კომპანია „რობინსი“ (Robbins Company).

„მტკვარი ჰესის“ პროექტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $113 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება. ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 255 მლნ კვტ.სთ. „მტკვარი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლა 3 წელიწადში იგეგმება. პროექტში ინვესტიციას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს.

10447395_596152517154855_4125760814260080154_n

ვიცე-პრემიერის/ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით: „მსურს კიდევ ერთხელ გავაჟღერო ჩვენი გუნდის, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი – პრიორიტეტული სწრაფვა, რომ საქართველოში ბიზნესი გახდეს  მაქსიმალურად თავისუფალი, მოტივირებული და მონაწილე ქვეყნის გაძლიერებაში. წარმატებული ბიზნეს პროექტები, პროგრესის და საერთო დოვლათის შექმნის საწინდარია. ქვეყნის წინსვლა დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობასა და უცხოური ინვესტიციების ზრდაზე სხვადასხვა სექტორში. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს  დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და დასაქმებას. მოგეხსენებათ, საქართველო მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსებით. მათი გამოყენების პერსპექტივა კი ეკონომიკურად გამართლებული, მიზანშეწონილი და რეალურია. საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მაღალი გამომუშავების პოტენციალი და რეგიონში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა ენერგო სექტორს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველს ხდის ინვესტორებისათვის. ქვეყნაში დაგეგმილია  ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური ათვისება, ამიტომ სამინისტრო აქტიურად ახორციელებს  ინვესტიციების მოზიდვას. დღევანდელი დღე ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთი მაგალითია!“

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით:

20102_596151400488300_6066553051907805587_n

„დღეს საქართველოს ენერგოსექტორისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს „ონის ჰესების კასკადის“ და „მტკვარი ჰესის“ პროექტებთან დაკავშირებით. „ონის ჰესების კასკადი“ ფონდისთვის მორიგი ინვესტიციაა ენერგეტიკის მიმართულებით. ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დადებითი ფაქტორით იყო განპირობებული. მათ შორის, საქართველოს სწრაფად მზარდი ელექტროენერგიის მოხმარების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მსგავსი პროექტების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ პროექტის შეცვლილი დიზაინი მინიმალურ გავლენას მოახდენს რეგიონის ბუნებაზე. ინვესტიციის შედეგად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და ყოველწლიურად ადგილობრივ ბიუჯეტში შევა მილიონობით ლარი. პროექტზე თანამშრომლობა შემოთავაზებულ იქნა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართული სამშენებლო კომპანიის, შპს „ფერის“ მიერ, რომელსაც განხორციელებული აქვს მრავალი წარმატებული პროექტი. მათ მოახერხეს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების კომპანიის შექმნა და პროექტში მსოფლიოში წამყვანი ამერიკული კომპანიის, „რობინსის“ (Robbins Company) ჩართვა, რომელიც აწარმოებს მანქანა-დანადგარებს კომპლექსური მიწისქვეშა სამშენებლო სამუშაოებისთვის. კომპანია „რობინსი“ პროექტში არამარტო სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლად, არამედ პროექტის ინვესტორადაც გვევლინება. ეს ის შემთხვევაა, როცა პროექტის მაღალი ხარისხით და წარმატებით განხორციელება გარანტირებულია. რაც შეეხება „მტკვარი ჰესის“ პროექტს, განახლდა მთავრობასთან არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმი რაც მშენებლობის აქტიურ ფაზაზე გადასვლის წინაპირობაა. ორივე პროექტი ჯამში $443 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელებას და დამატებით 230 მგვტ. დადგმული სიმძლავრის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტები საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.“

11731576_596152420488198_3776586263422125775_o

კომპანია “ფერის” აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა იორდანიშვილის განცხადებით: “ონის ჰესების კასკადი ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროექტია. მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება, როგორც კი წინასაპროექტო კვლევების ანგარიში დასრულდება და შესაბამისი უწყებებიდან ნებართვა გაიცემა. პროექტის მშენებლობის დასრულებას 2021 წელს ვვარაუდობთ. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ საქართველოში დღეს არსებულ მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებში ონის კასკადი თავისი დადგმული სიმძლავრის სიდიდით მეოთხე იქნება, ხოლო მისი გამომუშავებული ენერგია საქართველოს ენერგომოხმარების 8%-ს შეადგენს. უდიდესი ენერგეტიკული მნიშვნელობის გარდა ამ პროექტის განხორციელებას ასევე დიდი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული დატვირთვაც გააჩნია. ქვეყნის და ასევე ადგილობრივი ბიუჯეტი მიიღებს საკმაოდ სოლიდურ თანხას. ამავე დროს შეიქმნება  რამდენიმე ასეული ადგილობრივისთვის მრავალწლიანი და მუდმივი სამუშაო ადგილი. პროექტის ფარგლებში მოხდება  ინფრასტურუქტურის გაუმჯობესება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით სხვადასხვა სოციალური პროექტის წამოწყება და შემდგომი განვითარება.”

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძესთან რჩება

10 years ago
“მინუსებიდან მოუწევთ რესტორნებს საქმიანობის განხორციელება” – იოსებ არჩვაძე

“მინუსებიდან მოუწევთ რესტორნებს საქმიანობის განხორციელება” – იოსებ არჩვაძე

6 years ago

რჩეულიშვილების ადვოკატის თქმით, „ცენტრპოინტის“ უძრავი ქონების რეალიზებით ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება

10 years ago
თელავში 24 წლის ბიჭს ეძებენ

თელავში 24 წლის ბიჭს ეძებენ

2 years ago

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილს გლოვობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა....

მეტის ნახვაDetails
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026
  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by