• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შემოსავლების სამსახური გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტის საბაჟო კონტროლს განახორციელებს

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
შემოსავლების სამსახური გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტის საბაჟო კონტროლს განახორციელებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11742704_925629544142026_4922056926936827331_nშემოსავლების სამსახური გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმებისა და პროდუქტის იმპორტის საბაჟო კონტროლს განახორციელებს.

„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება ძალაში შევიდა. ბრძანება შემუშავებულია საქართველოს კანონის „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ მე-11 მუხლის საფუძველზე. ამავე კანონის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, გენმოდიფიცირებული (რაც დასტურდება საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტებით) ორგანიზმებისა და პროდუქტის იმპორტისას, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი, სხვა პროცედურებთან ერთად:

ა) ადგენს ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობას;
ბ) ამოწმებს დოკუმენტებს.

ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობა დგინდება „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის“ მოთხოვნების გათვალისწინებით.
თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და პროდუქტის თვისებებიდან გამომდინარე, მისი ეტიკეტირება შეუძლებელია, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა თანმხლები დოკუმენტი (შესაბამისობის დეკლარაცია, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს წარმოებული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას, ხოლო როდესაც ასეთი მოთხოვნები დადგენილი არ არის – პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის ოქმი).
იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს ინფორმაციას, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმები და მათგან წარმოებული პროდუქტი წარმოადგენს თუ არა გენმოდიფიცირებულს, ხორციელდება ნიმუშის აღება ლაბორატორიული ანალიზისათვის, რომლის სიხშირე განისაზღვრება ASYCUDA-ს პროგრამის მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის გამოყენებით.
ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე საქონელი ექვემდებარება შეჩერებას.

საქონლის ეტიკეტირების წესების დარღვევა ან, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში, თანმხლები დოკუმენტის არარსებობის გამოვლენა, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, იმპორტიორს ეძლევა შეუსაბამობის გამოსწორების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა შეუსაბამობის გამოსწორება, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ასევე გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარით.

ამასთან, 2015 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის N740 დადგენილება „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“. „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის წესი“ ვრცელდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმზე – ნებისმიერ წარმონაქმნზე, რომელსაც აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი (ადამიანის გარდა). ასეთია, მაგალითად, სარგავი და სათესლე მასალა, გამრავლების უნარის მქონე ხილი და ბოსტნეული: კარტოფილი, ლობიო, ბრინჯი და სხვ., რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს.

„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, მიმდინარე წლის 24 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის N198 ბრძანება „საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების დამტკიცების შესახებ“.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

„სამწუხაროდ, სასწაული ვერ მოხდა… ელენიკო თავის პატარა ლაზარესთან ერთად განისვენებს“ – ხობში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

„სამწუხაროდ, სასწაული ვერ მოხდა… ელენიკო თავის პატარა ლაზარესთან ერთად განისვენებს“ – ხობში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

2 months ago
“მადლობა უფალს, პატარა იოანა შერმადინისთვის” – გიორგი შერმადინი და ანი ამაშუკელი მეხუთე შვილის მშობლები გახდნენ

“მადლობა უფალს, პატარა იოანა შერმადინისთვის” – გიორგი შერმადინი და ანი ამაშუკელი მეხუთე შვილის მშობლები გახდნენ

3 years ago
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში მითითებული პროდუქცის კონკრეტული  შემთხვევით,  დაწყებულია საკითხის შესწავლა”

მთავრობამ ხილის წვენის და სხვა მსგავსი პროდუქტების რეგლამენტი მიიღო

9 years ago

პროფესიულ სასწავლებლებში, წელს წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტმა მოსწავლემ შეიტანა განაცხადი

9 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by