• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 19, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ექსპერტები და არასამთავრობოები ეროვნულ ბანკს აკრიტიკებენ

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ექსპერტები და არასამთავრობოები ეროვნულ ბანკს აკრიტიკებენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
47975618e14fლარის გაუფასურება, ეროვნული ბანკის პოლიტიკა და ბიუჯეტის გავლენა ლარის კურსზე – ამ თემებზე სამსჯელოდ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საექსპერტო საზოგადოება შეიკრიბა.

ფორუმი “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას”, “თსუ-ს ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის”, “კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევის ცენტრის”, “ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის”, “ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ დოქტრინას”, “საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის”, “საქართველოს ეკონომიკის კვლევის ცენტრის” და “საქართველოს მენეჯერთა ასოციაციის” ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის და ფინანსების სფეროს ექსპერტები.

შეხვედრის მონაწილეების მხრიდან მწვავედ იქნა გაკრიტიკებული ეროვნული ბანკის პოლიტიკა ლარის დევალვაციის ფონზე.

რეფინანსირების გაზრდილი სესხები, ეროვნული ბანკის მიმართ კომერციული ბანკების დავალიანების ზრდა, რბილი მონეტარული პოლიტიკა – ეს ის ფაქტორებია, რომლებმაც ფორუმის მონაწილეების აზრით, ლარის დევალვასიის პროცესი გაამწვავა.

„დამწვარზე მდუღარის დასხმა“ – ასეთი შეფასება მისცა ეროვნული ბანკის პოლიტიკას ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძემ. მისი შეფასებით, ლარის დევალვაცია საგარეო შოკების ზემოქმედების შედეგად გარდაუვალი იყო, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა თავისი ნაბიჯებით არათუ შეარბილა საგარეო შოკების ზემოქმედება, არამედ უფრო გაამწვავა.

ფორუმზე საქართველოს ეროვნული ბანკისა და აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის პოლიტიკების შედარებითი ანალიზი წარმოადგინა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუამ.

„აშშ-ს ფედერალური ბანკისაგან განსხვავებით 2013-2014 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვერ, ან არ დაამყარა ფულის მასაზე სათანადო კონტროლი. ლარის მიწოდება მკვეთრად და არაადეკვატურად აღემატება ნომინალური ეკონომიკის ზრდას, რაც ფულის ბრუნვის სიჩქარის მკვეთრ ვარდნაში გამოიხატა. ლარის ჭარბმა მიწოდებამ სტიმული მისცა უცხოური ვალუტის შესყიდვას და საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანწილად განაპირობა ლარის დევალვაცია. ასევე, 2013 და 2014 წლებში ლარის მკვეთრი დევალვაცია დეკემბრის თვეში განხორციელდა, სწორედ მაშინ, როცა ფულის ბრუნვის სიჩქარე, მკვეთრი ვარდნით, ისტორიულ მინიმუმზე დაფიქსირდა“, – განაცხადა დუნდუამ.

ლარის გამყარების მექანიზმებზე ისაუბრა ა/ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ. მისი განცხადებით, მონეტარული ინსტრუმენტებით, კერძოდ სადეპოზიტო სერტიფიკატებით, მინიმალური სარეზერვო ნორმების შეცვლით და რეფინანსირების განაკვეთის აწევით, ეროვნულ ბანკს ლარის დასტაბილურება შეუძლია.

„ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა დადებითი იმპულსები მისცეს კურსის ცვლილებას. თუმცა, ინფლაციის თარგეტირების რეჟიმში ყოფნით, სებ-ს გააჩნია მყარი არგუმენტი, თუ რატომ არ ამკაცრებს პოლიტიკას და შესაბამისად არ ამყარებს ლარს. მაღალი დოლარიზაციის პირობებში მიზნობრივ ინფლაციაზე ორიენტირება მცდარ მიდგომად მიმაჩნია. ეროვნულ ბანკს ლარის დასტაბილურებით შეუძლია დიდი დადებითი ეფექტის მოხდენა ეკონომიკურ პროცესებზე, თუმცა ამას არ აკეთებს. პირიქით, ბანკის პოლიტიკა კურსზე ნეგატიურად აისახება“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის არაეფექტიანობაზე ისაუბრა ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა. მისი შეფასებით, თავად ამ მოდელის ავტორები აცხადებენ, რომ მაღალი დოლარიზაციის პირობებში დაუშვებელია ამ მოდელის გამოყენება და ასევე, თუ აღნიშნულ მოდელს აირჩევ, ბოლომდე მისი პრინციპებით უნდა იხელმძღვანელო. გოგიაშვილის შეფასებით კი, არცერთი ეს პირობა საქართველოში არ სრულდება, რის გამოც ამ პოლიტიკის შედეგები სავალალოა.

ფორუმზე ყურადღება გამახვილდა აგრეთვე სახელმწიფოს ხარჯების ლარის კურსზე შესაძლო გავლენის თემაზეც. შეგახსენებთ, აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ისაუბრა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ფორუმზე ამ საკითხთან დაკავშირებით „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა შოთა გულბანმა ისაუბრა.

„სახელმწიფოს საბოლოო მოხმარების საშუალო ხარჯები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, მაშინ როდესაც გასულ წლებში აღემატებოდა. აგრეთვე სახეზეა მშპ-სთან მიმართებაში სახელმწიფო ხარჯების კლების ტენდენცია, ამ მაჩვენებლით საქართველო ევროკავშირის და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა“, – განაცხადა გულბანმა.

ფურუმი აქტიური დისკუსიის და კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე სპეციალისტმა.

წყარო: გაზეთი “ბანკები და ფინასები”

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
ანალიტიკა

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება

03/19/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ვერ წარმომიდგენია, რომ წავიდე უცხოეთში და ვლანძღო ჩემი ქვეყანა საყოველთაოდ ქვეყნის გარეთ, ამას ვეძახი ღალატს… შიკრიკობას ქვეყნის ასეთი ცუდი იმიჯის შექმნის მცდელობას ყოველთვის ერქვა ღალატი – მაია დათუნაშვილი 12/18/2025
  • ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა – როგორია ბავშვის მდგომარეობა 12/18/2025
  • “ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე 12/15/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In