• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართველ გლეხებს საზამთროს გაყიდვა უჭირთ

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
ქართველ გლეხებს საზამთროს გაყიდვა უჭირთ
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ზოგადად, სოფლის მეურნეობა ნებისმიერი ქვეყნისთვის ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი დარგია, შესაბამისად, არც საქართველოა გამონაკლისი, თუმცა რეალურად,  ჯერ საკითხავია, გვაქვს თუ არა სათანადოდ გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ჯანსაღი სოფლის მეურნეობის შექმნა და შემდეგ, რას აკეთებს სახელმწიფო ამისთვის?

11060959_930064783713407_3213700186143296123_n

წელს ადგილობრივ ბაზარზე, გასულ წლებთან შედარებით, ქართული საზამთროსა და ნესვის სიუხვეა, რაც თავისთავად დადებითი ფაქტია, თუმცა ამის ფონზე, საყურადღებო და პრობლემურია პროდუქციის რეალიზაციის საკითხი.  როგორც კახელი გლეხები ამბობენ, წელს განსაკუთრებით კარგი მოსავალი მოვიდა, წინა წლის მაჩვენებლს ორჯერ გადააჭარბა, თუმცა  ფასის მიუხედავად, მოსავლის მოყვანისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება ვერ ხერხდება, რადგან  ადგილობრივი ბაზრის დაბალი მოთხოვნის გამო  პროდუქციის გაყიდვა გართულებული და შემცირებულია.

რეალურად, ფაქტია, რომ წელს ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას საკმაოდ აჭარბებს.

„წელს ძალიან კარგი მოსავალი მოვიდა, წლებია  სტიქიისა თუ სხვადასხვა მიზეზების გამო, საზამთროს ასეთი სიუხვე არ მახსოვს. 11751785_930064740380078_4119861921678637644_nბუნებრივია, უნდა მიხაროდეს ეს, თუმცა, სამწუხაროდ, პირიქით მოხდა, რადგან უხვმოსავლიანობასთან ერთად, პრობლემებმაც იმატა. ბანკიდან კრედიტი მაქვს აღებული, მოსავლის მოყვანისთვის გაწეულ ხარჯებს კი ვერ ვფარავ, მოგებაზე ხომ ზედმეტია საუბარი“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა გლეხმა.

„პროდუქტის გასაღების პრობლემებზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს. 11745717_930064727046746_5074055542978689274_nერთადერთი გამოსავალი ალბათ საზამთროს ექსპორტია და სწორედ ამას ვთხოვთ სახელმწიფოს. ეს ჩვენთვის სეზონური ბიზნესია და ამით მთელი წლის შემოსავალი უნდა ავიღოთ, ეს თუ არ მოხდა ფაქტობრივად, მთელი წელი შემოსავლის გარეშე და მშივრები  ვრჩებით“ – აცხადებს საზამთროს გამყიდველი

„ზოგადად საზამთროს მოყვანით შემოსული თანხა, არც იმდენია, რომ მთელი წელი უზრუნველად ვიცხოვროთ, თუმცა წელს ეგეც აღარ გვაქვს. ჩვენ ბაზარში ვერ შევდივართ, რადგან იქაურობა გადამყიდველებით არის სავსე. ისინი ჩვენგან ბითუმად ყიდულობენ პროდუქციას, ფასნამატს ადებენ და ჩვენგან განსხვავებით, მოგებაც კარგი რჩებათ“.

მოკლედ, როგორც ვხედავთ, უხვმოსავლიანობამ მრავალი პრობლემა წამოჭრა.  საინტერესოა, რა შეღავათებსა და ალტერნატიულ გზას სთავაზობს ქართველ გლეხებს სახელმწიფო და ზოგადად, რას აკეთებს დღეს ქვეყანა წარმოების განვითარებისთვის. ამ და სხვა აქტუალური საკითხებით „თბილისი თაიმსმა“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისინი აღნიშნულ პრობლემებზე არ საუბრობენ და არც რეალიზაციის საკითხის სიმწვავეს განიხილავენ.

11745946_930064830380069_2402797393417945126_n

აღსანიშნავია, რომ წელს ადგილობრივ ბაზარზე ქართული საზამთროსა და ნესვის სიუხვეა, თუმცა უხმოსავლიანობის ფონზე, შემცირებულია მოსავლის რეალიზაცია, შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ საზამთროს მოსავლის დიდი ნაწილი გაუყიდავი დარჩეს. ამის ფონზე,  რა ალტერნატივას სთავაზობს სახელმწიფო გლეხებსა და მოვაჭრეებს?

– გასული, 2014 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბაღჩეული კულტურების მთლიანმა წარმოებამ შეადგინა 85,9 ათასი ტონა, საიდანაც ძირითადი ნაწილი საზამთროს კულტურას უჭირავს. მიმდინარე წელს არსებული ოპერატიული მონაცემების მიხედვით, წარმოების მაჩვენებლები მართალია გაზრდილია, მაგრამ რეალიზაციის პრობლემა ჯერ-ჯერობით არ დამდგარა და შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის რაიმე პრობლემის არსებობის შესახებ არავის მოუმართავს.

შეუფერხებლად მიმდინარეობის საზამთროს და ნესვის ექსპორტი. 2015 წლის 20 ივლისის მდგომარეობით, ოპერატიული მონაცემებით გამარტივებული საბაჟო რეჟიმით (ზეპირი დეკლარირება) ექსპორტირებულია 50,5 ტონა საზამთრო და ნესვი.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეალიზაციის პრობლემა დადგეს, რადგან ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ზრდადია, ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს,  ასევე აღსანიშნავია, რომ ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში შედის, რაც ასევე ხელს შეუწყობს რეალიზაციის მასშტაბების ზრდას.

რეალურად დღეს მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს. მოვაჭრეები კი ერთ-ერთ გამოსავალს ალტერნატიულ ბაზარსა და ექსპორტში ხედავენ. რას იტყვით თქვენ, რამდენად რეალურია ეს  ხედვა  და იგეგმება თუ არა საზამთროს ექსპორტი?

– სახელმწიფო თავად ვერ გახდება რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ექსპორტიორი, ეს კერძო სექტორის და უშუალოდ ბიზნესის პრეროგატივაა. სახელმწიფოს მხრიდან შექმნილია ყველანაირი პირობა, რათა ექსპორტის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს ნებისმიერი პროდუქტის შემთხვევაში.

საქართველოს თურქეთსა და უკრაინასთან თავისუფალი, ხოლო დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყანასთან შეღავათიანი ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული.  ევროკავშირთან  მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პირობებით გათვალისწინებული რეჟიმი (DCFTA), რაც გულისხმობს საქართველოდან  ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თავისუფალ შეღწევას ევროკავშირის ბაზარზე.

10996073_930064743713411_8640900450783801746_n

როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაცია ადგილობრივი ბაზრის დაბალი მოთხოვნისა და უხმოსავლიანობის გამო  გართულებულია. ფერმერებს ნაწარმი უცხოეთის ბაზრებზე ვერ გააქვთ და სამაცივრე მეურნეობების დეფიციტისა და სიძვირის გამო ვერც ზამთრის სეზონისთვის ინახავენ. რა გამოსავალს სთავაზობთ თქვენ?  

– საკრედიტო და სალიზინგო სისტემების განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით. 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ განხორციელება, რომელიც ფერმერებისა და აგროსასურსათო სექტორში ჩართული სხვა მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი რესურსებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს თანამედროვე  ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურული სიმძლავრეების ზრდას (სასაწყობო და სამაცივრე მეურნეობები, სასაკლაოები, აგრარული საცალო და საბითუმო ბაზრები, რძის შემგროვებელი პუნქტები, ნედლეულის  გადამმუშავებელი საწარმოები და სხვა) და სასოფლო-სამეურნეო დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული საწარმოო ციკლის ინტეგრაციის პროცესებს.

ზოგადად, რა შეღავათებს სთავაზობთ გლეხებს მოსავლის აღების შემდეგ?

– საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, აგრარული პროდუქცია მოსავლის აღების შემდგომ მოითხოვს პირველად დამუშავებას, რაც გულისხმობს მინარევებისაგან გაწმენდას, დახარისხებას, დაფასოებას, შეფუთვასა და ეტიკეტირებას. ინდივიდუალური მწარმოებლების, კერძოდ, ფერმერების შესაძლებლობები ამ შემთხვევაში შეზღუდულია, მაშინ, როდესაც თანამედროვე საბითუმო ბაზრებს აქვთ სრული მარკეტინგული ქსელი პროდუქციის შემდგომი რეალიზაციისათვის.

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 სტრატეგია ითვალისწინებს მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას. პირველ ეტაპზე რეგიონალურ დონეზე განისაზღვრება მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების, სადისტრიბუციო და გადამმუშავებელ სექტორში არსებული მოთხოვნა. შემუშავდება რეკომენდაციები პირველადი და გადამუშავებული პროდუქტების შესანახი სასაწყობე და სამაცივრე ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის (საბითუმო) ცენტრების მოწყობისა და ექსპლუატაციის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის ხანგრძლივი პერიოდით შენახვას, ხარისხისა და სასაქონლო სახის შენარჩუნებასა და სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებას. ამ მიზნით უზრუნველყოფილი იქნება ფერმერთა ორგანიზაციების, მათ შორის, კოოპერატივების ჩართულობის ხელშეწყობა.

რას აკეთებს დღეს სახელმწიფო წარმოების განვითარებისა  და ზოგადად, გადამამუშავებელი მრეწველობისა და სამაცივრე მეურნეობების სექტორის განვითარებისთვის?

– სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს, ასევე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს, ეს უკანასკნელი პროექტიდარგობრივად  და  გეოგრაფიულად  დივერსიფიცირებული  სოფლის  მეურნეობის  გადამამუშავებელი  საწარმოების  შექმნასა  და  მათი  მდგრადი  განვითარების  ფინანსურ  და  ტექნიკურ  მხარდაჭერას გულისხმობს. გარდა ამისა, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არის სამაცივრე-შესანახი მეურნეობები, ასევე მიმდინარეობს რამოდენიმე ახალი სამაცივრე-სასაწყობო მეურნეობის მშენებლობაც.

11779940_930064857046733_5446053280808967610_o

როგორც ცნობილია, წარმოების განვითარებისთვის მთავრობა სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, ესენია პროექტი „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა და სხვა. რეალურად, რამდენად საკმარისია ეს ინიციატივები და იგეგმება თუ არა სხვა ღონისძიებების გატარება?

– სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტები (შეღავათანი აგროკრედიტის პროექტი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, აწარმოე საქართველოში, დანერგე მომავალი) მიმდინარე პროცესშია და მათი მომავალში გაგრძელდებაც იგეგმება. აღნიშნულიდან გამომდნარე, ეს ხელს შეუწყობს როგორც პირველადი პროდუქციის წარმოების ხარისხობრივ გაუმჯობესებას და რაოდენობრივ ზრდას, ასევე წარმოებული პროდუქციის გადამამუშავებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას.

გარდა ამისა, ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ჩაის კულტურის რეაბილიტაციისათვის, რომლის მიზანია მოსახლეობის ფართო მასების ჩაბმა ამ კულტურის აღორძინების საქმეში, რამაც, თავის მხრივ, საგრძნობლად უნდა გაზარდოს ქვეყანაში მაღალხარისხოვანი, კონკურენტუნარიანი ჩაის წარმოება და, შესაბამისად, დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა.

 მასალა მოამზადა

ლაკო ბიტ-ბაბიკოვმა

11236548_928590020527550_4675626355734370403_n

Share3Tweet2

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა წყება

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა წყება

8 years ago
“რესპუბლიკური პარტია” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

„ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილი საფრთხობელად გამოიყენა“ – ხათუნა სამნიძე

10 years ago
იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადი შემცირდა

კომერციულ ბანკებს ინფორმაციის გამჟღავნების ახალი მოთხოვნები დაუწესდებათ

9 years ago
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა

უჩა ნანუაშვილი თეა წულუკიანზე – ეს იყო მინისტრის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება

9 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by