• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: “საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: “საქართველომ  ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2ed7c1de50fef62972b6eaac2fa40161ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2015 წლის 27 ივლისს გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ. დოკუმენტში საქართველო მე-2 კალათაში მოხვდა ევროკავშირის  ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა: ხორვატია, კვიპროსი, ესტონეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა, რუმინეთი, სლოვენია.

როგორც “თბილისი თაიმს” იუსტიციის სამინიტროდან აცნობეს, პროგრესი ასახულია როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის, ისე პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხითაც. ანგარიში აჩვენებს, რომ გამოძიებების რაოდენობა, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 45%-ით, სისხლისსამართლებრივი დევნის − 65%-ით, ხოლო სასამართლოს განაჩენების რაოდენობა − 65%-ით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ სანქციებს ტრეფიკინგის დანაშაულისთვის, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

ანგარიშში ასახულია პროგრესი ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის კუთხითაც, რაც მოიცავს სახელმწიფო ფონდის მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა სერვისს, როგორიცაა: თავშესაფრით უზრუნველყოფა; ფსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიული დახმარება; მატერიალური კომპენსაცია და სხვ. საუბარია იმაზეც, რომ საქართველოში პრევენციული ღონისძიებები საკმაოდ ეფექტურად ხორციელდება, რაც გულისხმობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა კომპლექსური საშუალებით (სატელევიზიო და რადიოგადაცემები, საინფორმაციო ბროშურების გავრცელება, პირისპირ შეხვედრები). პოზიტიურად არის შეფასებული ამ პროცესში არასამთავრობო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა. ხაზგასმულია, ასევე, იუსტიციის სამინისტროს მნიშვნელოვანი და სერიოზული როლი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის საწარმოებლად არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით. დადებითად შეფასდა უწყების მიერ ამ ღონისძიებების საწარმოებლად გასაცემი ყოველწლიური საგრანტო პრაქტიკა.

აღნიშნული პროგრესი არის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგი, რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, და რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ანგარიშში ასახული პროგრესი განაპირობა ღონისძიებებმა:

 

  •  შსს-ის ინსპექტირების სპეციალური მობილური ჯგუფების ეფექტური მუშაობის შედეგად, რომლებიც სისტემატურად ახორციელებენ მაღალი რისკის მქონე ადგილების შემოწმებას, პროაქტიულად დაიწყო გამოძიება ტრეფიკინგის არაერთ ფაქტზე;
  • ნაყოფიერად მუშაობს პროკურორებისა და გამომძიებლებისგან დაკომპლექტებული სპეციალისტების ჯგუფი (Task Force), რომლის კოორდინირებული მუშაობის შედეგად დაწყებული გამოძიებების უმეტესობაზე ხდება ბრალის წაყენება და საქმის სასამართლოში გადაგზავნა;
  • შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპების შედეგად ექსპლოატაციის დეფინიცია გახდა უფრო ცხადი და ადვილად გამოყენებადი როგორც სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ისე მოსამართლეებისთვის;
  • წარმატებით ხორციელდება ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები საბჭოს მიერ შემუშავებული ერთიანი საინფორმაციო კამპანიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც უნიკალურია ჩვენს რეგიონში;
  • ტრეფიკინგის წინააღმდეგ საქმიანობაში აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • იუსტიციის სამინისტროს მიერ 2014 წელს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გაცემული გრანტის საფუძველზე აჭარის რეგიონში განხორციელდება ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, ხოლო 2015 წელს გრანტი გაიცემა ორ ორგანიზაციაზე, რომლებიც ღონისძიებებს განახორციელებენ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში;
  • აგრეთვე, აქტიური თანამშრომლობა გრძელდება პარტნიორ სახელმწიფოებთან როგორც საკონსულო წარმომადგენლობის მეშვეობით, ისე სამართლებრივი ურთიერთდახმარების მიმართულებით.

ანგარიში ასახავს  მონაცემებს 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით და მასში ვერ მოხვდა 2015 წლის 1 აპრილიდან დაწყებული და მიმდინარე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომლებიც პასუხობს ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს:

 

  • იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიწერა სამუშაო გეგმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ტრეფიკინგისგან დასაცავად. კერძოდ, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, შეიქმნება სათანადო სამართლებრივი ბაზა, რათა მოხდეს  ბავშვების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფა. გაიზრდება სოციალური მუშაკების როლი და დაიხვეწება ბავშვთა დაცვის რეფერალური მექანიზმი;
  • საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა და პარლამენტის მიერ დამტკიცდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, იძულებითი შრომის, შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენისა და რეაგირების მიზნით ამოქმედდება შრომის ინსპექტირების მექანიზმი;
  • იმისათვის, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებით მოსარგებლე პირებმა ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან, მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება. იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირები გამოძიების დაწყებამდე ნებაყოფლობით გამოცხადდებიან საგამოძიებო ორგანოებში, გათავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან.

ანგარიშის მიზნებისთვის ქვეყნის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურად მიმართავს სახელმწიფო ტრეფიკინგის პრევენციის ღონისძიებებს, იძიებს და დევნის ამ დანაშაულს და იცავს დანაშაულის მსხვერპლს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მონიტორინგისა და პრევენციის ოფისის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით 184 სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებს ყოველ წელს აფასებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორიცაა: სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და პარტნიორობა მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ამ საქმიანობაში.

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ქიმიკატები მავნებელს და საჭირო მწერს, ფაროსანას და პეპელას ერთნაირად ანადგურებს

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 15 მილიონი ლარი დაიხარჯა

9 years ago
„ახლა დამესევიან ფანკლუბის წევრები“ – გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს აკრიტიკებს

„ახლა დამესევიან ფანკლუბის წევრები“ – გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს აკრიტიკებს

5 years ago
ეკა კვესიტაძემ მაკა ცინცაძის პირად ცხოვრებაზე საჯაროდ დაწერა – რას პასუხობს „პირველი არხის“ ტელეწამყვანი

ეკა კვესიტაძემ მაკა ცინცაძის პირად ცხოვრებაზე საჯაროდ დაწერა – რას პასუხობს „პირველი არხის“ ტელეწამყვანი

2 years ago
ავარიას კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავარიას კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა

1 year ago

ახალი ამბები

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე
ახალი ამბები

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე

10/29/2026

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზე. ერთმანეთს „ფორდისა“ და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად „ფოლკსვაგენის“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა

საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა

10/29/2026
„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური

„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური

10/28/2026
“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

დააკავეს პირი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი ძმის ქორწილში მოკლა

10/28/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე 10/29/2026
  • საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა 10/29/2026
  • „უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური 10/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by