• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კახა ბენდუქიძის ქვრივი: “უნივერსიტეტებში სულ უფრო ღრმავდება კონფლიქტი”

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

12561622კახა ბენდუქიძის ქვრივი, ნატალია ზოლოტოვა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტებში სულ უფრო ღრმავდება კონფლიქტი, რაც ცოდნის ფონდის ხელმძღვანელობის მეთოდებისადმი უნდობლობითაა გამოწვეული. “მინდა გამოვხატო ჩემი განსაკუთრებული შეშფოთება იმ მდგომარეობის გამო, რაც შექმნილია ჩემი მეუღლის მიერ დაარსებულ ცოდნის ფონდში, ორ უნივერსიტეტსა და მათთან დაკავშირებულ სტრუქტურებში. უნივერსიტეტებში სულ უფრო  ღრმავდება კონფლიქტი, რაც გამოწვეულია ცოდნის ფონდის ხელმძღვანელობის მეთოდებისადმი უნდობლობით და შიშით ორი შესანიშნავი სასწავლო დაწესებულების მომავლის გამო,  რომელთაც კახას სიცოცხლეში ბრწყინვალე რეპუტაცია და მაღალი რეიტინგი მოიპოვეს.

ცოდნის ფონდის ხელმძღვანელობის და მისი კუთვნილი ქონების მართვის უფლება გადაეცა თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერს ვახტანგ ლეჟავას მინდობილობის საფუძველზე, რომელიც გაიცა დაუსაბუთებლად. ასევე, დაფარულად, განუხილველად და ყველასაგან შეუთანხმებლად, შეაქვთ ცვლილებები ფონდის წესდებაში, რომელიც თვით მისი დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის მიერაა დამტკიცებული. თამუნა კოვზირიძე გასცემს მინდობილობებს, თუმცა, ირწმუნება, რომ სხვაგან მუშაობს და ფონდის საქმიანობასთან არავითარი შეხება აღარ აქვს. როგორც ცნობილია, ყოველგვარი მინდობილობა დროებითია, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გაუქმდეს და გაიცეს კიდევ სხვა პირებზე. თუმცა, ამავდროულად, პასუხისმგებლობისგან მის გამცემ პირს არ ათავისუფლებს. ეს არის შეგნებული გზა პასუხისმგებლობისგან გაქცევისა, რომელსაც მმართველობისა და ხარჯების უკონტროლობისკენ მივყავართ.
გამჭვირვალობის აღდგენის მიზნით, მმართველობის და ხარჯების გაკონტროლების ყოველგვარი მცდელობა ბოიკოტირებულია, ან დიდ წინააღმდეგობებს აწყდება მათი მხრიდან, ვისაც მიეცათ დოკუმენტებით მანიპულირების საშუალება კახას გარდაცვალების შემდეგ. დღეის მდგომარეობით, მათ გააჩნიათ ფონდისა და უნივერსიტეტების თანხებისა და ქონების უკონტროლო ხარჯვისა და განკარგვის უფლება, ცდილობენ ახალი კრედიტებისა და სესხების აღებას, რაც ზრდის ვალების დაგროვების საშიშროებას. მათ მიერ ჩაშლილ იქნა იქნა აუდიტის ჩატარების მცდელობა, რომელიც კომპანია Ernst&Young-ის თბილისის ფილიალს უნდა განეხორციელებინა. აუდიტორული შემოწმება მოგვცემდა ქონებისა და არსებული მდგომარეობის ზუსტად დაფიქსირების საშუალებას, რაც კახას წასვლის შემდეგ დარჩა, რითაც შევძლებდით ფონდის და უნივერსიტეტების ყველა რესურსის  დაცვას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, ცოდნის ფონდმა ამ კომპანიასთან შეთანხმება არ გააფორმა და, ამდენად, აუდიტიც არ ჩატარდა, რის გარეშეც შეუძლებელია ქონების დაცვა, სრულყოფილი, ქმედითი  სამეთვალყურეო და სამეურვეო საბჭოს შექმნა, სტაბილური ფინანსური უზრუნველყოფა.
ყოველგვარი საუბარი ვახტანგ ლეჟავასთან ფონდისა და უნივერსიტეტების მართვის გამჭვირვალე და სტაბილური სტრუქტურის შექმნის აუცილებლობაზე ერთ წერტილამდე მიდიოდა: ის კახას ოფიციალური და სრულუფლებიანი მემკვიდრის როლის მორგებას ცდილობდა. თუმცა, როცა მას სამომავლო პრობლემებზე ჩემი შიში გავუზიარე, მიპასუხა, რომ ძალიან დაკავებულია სხვა სამუშაოთი – კონსალტინგში და აქედან შეიძლება ნებისმიერ მომენტში წავიდეს. ერთპიროვნული ძალაუფლებისკენ სწრაფვა ნებისმიერ მომენტში პასუხისმგებლობისაგან გაქცევასთან ერთობლიობაში –  დამეთანხმებით, ეს ძალიან საშიში კომბინაციაა ხელმძღვანელისთვის, რომლის წინაშეც უდიდესი მრავალწიანი გეგმები და ამოცანებია.
რამდენიმე დღის წინ მივიღე ვახტანგ ლეჟავასა და მისი სამი კოლეგის მიერ ხელმოწერილი წერილი. გამაოცა და უკიდურესად შემაშფოთა იმ ფაქტმა, რომ საერთოდ არ ესმით მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მდგომარეობისა და  ფონდის იურიდიული სტატუსის მნიშვნელობა, ხელმძღვანელთა და, ასევე, ნდობით აღჭურვილ პირთა ვალდებულებები. უფრო მეტად კი მათი ქცევა მაშინებს, ვინც კახას სახელს ამოფარებულნი, მხოლოდ პირადი ინტერესებით მოქმედებენ. ჩვენი ოჯახი, კოლეგები, ჩემი გარდაცვლილი მეუღლის მეგობრები და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში იზიარებს ამ შიშს და ეს მაძლევს იმის უფლებას, რომ აზრი ასე პირდაპირ გამოვხატო.
მე გამოვიყენებ ყველა იურიდიულ უფლებას, რომ უზრუნველვყო ცოდნის ფონდის გარანტირებული მომავალი საქართველოში. ფონდში შემავალი ყველა სახის ქონება იქ უნდა დარჩეს, არცერთი ლარი არ უნდა დაიკარგოს და მას პროფესიონალებმა და პასუხისმგებლობის მქონე მენეჯერებმა უნდა უხელმძღვანელონ. მხოლოდ ასე შეასრულებს ფონდი სამომავლოდ, უნივერსიტეტების სტაბილური დაფინანსების საიმედო ბაზის ფუნქციას. თუმცა, ჩემი აზრით, ადამიანები, განსაკუთრებით კი პედაგოგიური გუნდი, ყველაზე მნიშვნელოვანია. უზრუნველყოფილი მომავალი და მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა აუცილებელია როგორც პროფესორების, ასევე სტუდენტებისთვის.
ახლა მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ სიტუაციაზე გადავალ, რადგანაც ეს პირდაპირ კავშირშია ცოდნის ფონდის მომავალთან. მე, როგორც კახას ქვრივი, გახლავართ მისი მემკვიდრე. 2015 წლის 16 მაისს მივიღე ოფიციალური დადასტურება მემკვიდრეობის უფლებაზე, ის სათანადო წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ აპოსტილით იყო დამოწმებული. 2015 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით ბევრი შეხვედრა მქონდა ჩემი მეუღლის ბიზნესის ცალკეული სტრუქტურების მენეჯერებთან. ეს ხდებოდა მემკვიდრეობის მართვის უფლების დადასტურების საფუძველზე, რაც, კანონის თანახმად, სამკვიდროს მიღებამდე გადმომეცა. ეს დოკუმენტიც, ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ იყო აპოსტილირებული, შემოწმებული და მიღებული ყველა იმ სტრუქტურის მხრიდანაც, რომლებსაც კახას ბიზნესთან ჰქონდათ შეხება.
კანონით ეს უფლება ენიჭება მემკვიდრეს, რათა შეაჩეროს მფლობელის გარეშე დარჩენილი ქონების უკონტროლო ან არაკეთილსინდისიერი მართვა. ამ უფლებით იმისთვის ვსარგებლობდი, რომ იმ ყველაფრის დაუზიანებლად, რაც კახამ დატოვა, გავრკვეულიყავი ჩემს, როგორც მემკვიდრის ვალდებულებებსა და როლში. მაისის შუა რიცხვებში უნდა დაწყებულიყო რთული პროცესი ბიზნესის  ახალ ფაზაში გადასვლისა, რომელიც ეხებოდა კახას მიერ დაარსებულ როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ სტრუქტურებს.
ანასტასია გონჩაროვამ ჩემს წინააღმდეგ ერთდროულად ორი სარჩელი შეიტანა: რუსეთში 6-თვიანი ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე და საქართველოში უკვე მას შემდეგ, რაც გადმომეცა სამკვიდრო მოწმობა. ამის შემდეგ მან დაიწყო  ბრძოლა ჩემთვის აღნიშნული დოკუმენტით მონიჭებული უფლების შესაჩერებლად. მაშინათვე ცხადი გახდა, რომ მის ზურგს უკან იდგა ვიღაც მიზანმიმართული და გამოცდილი. მათ მოახერხეს სამკვიდრო მოწმობის მოქმედების დროებით შეჩერება, თუმცა, მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ რამოდენიმეჯერ უარი განაცხადა ასეთი გადაწყვეტილების მიღებაზე.
ამჟამად, ეს გარემოებები ხელს მიშლის ვიმოქმედო როგორც კახას მემკვიდრემ და დავიწყო აქტივების ლეგიტიმური რესტრუქტურიზაციის პროცესი. საფრთხე ემუქრება კომერციული სტრუქტურების საქმიანობას, რომლებიც ცოდნის ფონდის დონორები იყვნენ. ევროპული ბანკები, რომლებთანაც კახა თანამშრომლობდა, უარს აცხადებენ გაუწიონ მომსახურება ბიზნესს, რომელსაც არ ჰყავს პასუხისმგებელი მესაკუთრე. ამ ყველაფერს ძალიან სავალალო შედეგები მოჰყვება.
დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ეს უზრუნველყოფის ღონისძიებები მოიხსნება და სარჩელებიც გამოხმობილ იქნება. სამწუხაროდ, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ანასტასიათი სხვები მანიპულირებენ ანგარების მიზნით, მათი ერთადერთი ამოცანაა, რაც შეიძლება დიდი ხნით „გაყინონ“ მემკვიდრის უფლებები, რადგან ეს სიტუაცია პირადი სარგებლისთვის გამოიყენონ.
ვინც არ უნდა იდგეს ანასტასიას უკან, მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული თავიანთი მიზნები და შედეგები, რაც მოჰყვება ფონდის რეგისტრირებული მემკვიდრის არარსებობას. უკანასკნელი მინდობილობა ვახტანგ ლეჟავას 11 მაისს გადაეცა, 3 დღით ადრე, ვიდრე მემკვიდრეობის უფლება ძალაში შევიდოდა. ცხადია, რომ ყველა შემდგომი ნაბიჯი ანასტასიას მონაწილეობით, წინასწარ იყო დაგეგმილი. უკვე 8 თვეზე მეტია ფონდი და უნივერსიტეტების ქონება იმ ადამიანების ხელშია, რომელთაც კახას სიცოცხლეში მათი დამოუკიდებელი მართვის უფლება არ გააჩნდათ. ახლა მათ მართვის სადავეები უპყრიათ და ამას სრულიად უპასუხისმგებლოდ და უკონტროლოდ იყენებენ, თანაც ამ სიტუაციის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებას ცდილობენ.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ყოველგვარი ძალისხმევა, მიმართული მემკვიდრეობის გადაცემის პროცესის გაჭიანურებისკენ, მიუხედავად განცხადებული (წერილობითი თუ სხვა რაიმე ფორმით) კეთილშობილური მიზნებისა, უკეთეს შემთხვევაში უპასუხისმგებლო საქციელი, უარეს შემთხვევაში კი, უბრალოდ დანაშაულია. სასამართლო დავების წამოწყება ადვილია, მათი შეჩერება კი – ძალიან რთული; ისინი უსასრულოდ იჭიმება და როცა ცოდნის ფონდი და ორი საუკეთესო ქართული უნივერსიტეტი სავალალო, გაძარცვულ-გაკოტრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, პასუხისმგებლობა ამ გამოუსწორებელი შედეგებისათვის სასამართლო პროცესების ინიციატორებს დაეკისრებათ.
კახა უნივერსიტეტებს საქართველოს მომავლისთვის ქმნიდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ კახას მიერ დაარსებული და რეფორმირებული უნივერსიტეტები, უზრუნველვყოთ მათი სტაბილური განვითარება. ყველას, ვისაც იგივე სურვილი აქვს, ვთხოვ, დამეხმარეთ და მოდით, გავერთიანდეთ ამ მძიმე წუთებში”, – ნათქვამია კახა ბენდუქიძის ქვრივის განცხადებაში.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

ქართველმა მოციგურავემ საერთაშორისო ტურნირი მოიგო

ქართველმა მოციგურავემ საერთაშორისო ტურნირი მოიგო

8 years ago

82 წლის მომღერალი – არჩილ ჩიხლაძე უკიდურეს გაჭირვებაშია

10 years ago
“ერთი რამ ნათელია – ვერ მოხერხდება ორი ბატონის მსახურება”

“ერთი რამ ნათელია – ვერ მოხერხდება ორი ბატონის მსახურება”

12 years ago

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალურ ვაუჩერებზე გამოყოფილი თანხა გაორმაგდა

12 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by