ზაფხული, მაღალი ტემპერატურა, საშიშროება. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? ქვემოთ მოცემულ ინფორმაციაში ყოველივე ამის შესახებ მიიღებთ საჭირო რჩევებს:
- ჩაიცვით ნატურალური ქსოვილის სამოსი, რომელიც არ იწვევს ორგანიზმის გადახურებას;
- ძლიერი წყურვილისას დალიეთ ჩვეულებრივი, ოთახის ტემპერატურის წყალი. სასურველია 2-2,5 ლიტრამდე;
- მოერიდეთ მზეს 12-საათიდან 16-საათამდე;
- მოერიდეთ ალკოჰოლს;
- ხშირად მიიღეთ წყლის პროცედურები, ის გაგიგრილებთ სხეულს და გაასუფთავებს ფორებს;
- თუ ტემპერატურა 25-გრადუსზე მაღალია თავი მოარიდეთ ფიზიკურ დატვირთვას;
მოამზადა სალომე აფხაზაშვილმა














