მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წეროვანში, ფრეზეთში და წილკანში 647 დევნილ ოჯახს გადაეცემა 649 უძრავი ნივთი გადაეცემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გადაწყვეტილებას, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“, მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.












