• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ლართან მიმართებაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1432711642ლართან მიმართებაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე, მჭიდრო კოორდინაცია ეროვნულ ბანკთან და მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რათა არ გააკეთონ არასწორი დასკვნები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც პოლიტიკოსებისა და ე.წ ექსპერტებისგან იღებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური თხოვნით მიმართავს ბიზნესმენებსა და მოქალაქეებს, არ აყვნენ შექმნილ ფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს და დაეყრდნონ მთავრობისგან მიწოდებულ ინფორმაციას.

„სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. მინდა, მივმართო მოსახლეობას, არ აყვნენ ამ ფსიქოლოგიურ-ემოციურ აჟიოტაჟს, რადგან დიდი შანსია იმისა, რომ თუ ამ აჟიოტაჟს წამოეგებიან, ძალიან მალე ბევრად მეტს დაკარგავენ, ვიდრე მოიგებენ. მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენს მაკროეკონომიკაში არაფერი განსაკთრებული არ ხდება, პირიქით, ეს ეტაპი უკვე გადავიარეთ. ინფლაცია გვაქვს დადგენილი პარამეტრების მიხედვით. 330 მილიონი დოლარით ნაკლებია გასული ქვეყნიდან, წლის დასაწყისში არსებული დისბალანსი გასწორებულია და ფუნდამენტური პრობლემები არ გვაქვს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის აბსოლუტურად გამოკვეთილი აჟიოტაჟი და ემოციური ნაწილი, რომელიც უნდა მოიხსნას. ჩვენი ვარაუდით და ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეს მალე გადაივლის“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად გახსნილი იქნება, რათა მოსახლეობას მუდმივ რეჟიმში ჰქონდეს სწორი ინფორმაცია.

ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის სახელით, ეროვნულ ბანკთან მჭიდრო კოორდინაციის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. განსაკუთრებით ნუ აყვებიან ჩვენი მოქალაქეები და ბიზნესმენები მედიასაშუალებების მიერ შექმნილ ქაოსს და აჟიოტაჟს, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების და ექსპერტების გამონათქვამებს და განცხადებებს. ოფიციალური ინფორმაცია მომდინარეობს მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან და გთხოვთ, დაეყრდენით ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ნუ აყვებით, გაუგებარ, უპასუხისმგებლო ექსპერტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველაფრის ექსპერტები არიან. ექსპერტები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ აცხადებდნენ, რომ თითქოს უსაფრთხოების დარგის სპეციალისტები არიან, დღეს ამბობენ, რომ ლარი გაუფასურდება. ეს არასერიოზული და უპასუხისმგებლო განცხადებებია, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფო ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მოსახლეობას, რათა მათ ზუსტი ინფორმაცია მიიღონ.

მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია და სიტუაცია, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გამოსწორებას ექვემდებარება, – ეს განმარტება ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ვიცე-პრემიერის თქმით, ეკონომიკური გარე შოკის შედეგები დაბალანსებულია და აგვისტოს შუა რიცხვების მონაცემებით, იმპორტის შემცირებამ ექსპორტის შემცირება და ფულადი გზავნილების კლება მთლიანად დააბალანსა.

„ქვეყნიდან ჯამში გავიდა 332 მილიონი დოლარით ნაკლები. ფულადი გზავნილების შემცირება იყო მხოლოდ 202 მლნ დოლარი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები ზუსტდება. პრივატიზაციიდან შემოსულია 110 მილიონი ლარის ექვივალენტი დოლარში. ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ბაზრის ის მოთამაშეები, ვინც აჟიოტაჟურ ქცევებში ჩაერთვებიან და სპეკულაციურ ტრანზაქციებში მონაწილეობას მიიღებენ, საბოლოო ჯამში წაგებული დარჩებიან. სექტემბრის ბოლო და ოქტომბერი იქნება სადოლარე და სალარე სესხების გადახდის პერიოდი. ჩვენ მთლიანად გვაქვს დათვლილი ფულის მიმოქცევის სქემები, სახელმწიფო საწარმოების ანგარიშებზე არსებული სადოლარე ნაშთები, რომლებიც თანდათან გამოვა ბაზარზე. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად გავიარეთ ფულის მიმოქცევა უახლოეს დღეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც ხდებოდა გუშინ, არის მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს, არც აქამდე და არც ამის შემდეგ, გაცვლითი კურსის გაუარესებაზე, არანაირი ზეგავლენა არ ექნება, – ინფორმაცია მთავრობის წევრებს ფინანსთა მინისტრმა მიაწოდა. ნოდარ ხადურის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით, ქვეყანაში იანვარ-ივლისში შემოსულია 81 მილიონი დოლარით მეტი საბიუჯეტი დახმარება, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტს გადახდილი აქვს კრედიტები. „ამაში არ შედის საინვესტიციო კრედიტები, რომელსაც ვიღებთ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს არის წმინდა საბიუჯეტო დახმარება. წლის ბოლომდე ველოდებით კიდევ 110 მილიონ დოლარს. წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მლნ დოლარით მეტი შემოვა სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით, ვიდრე ჩვენ გადავიხდით. მიმდინარე წელს საბიუჯეტო ხარჯვა არის უპრეცენდენტოდ თანაბარი წლის განმავლობაში. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ კომერციულ ბანკებსაც და მინდა გავიზიარო მოსაზრება, რომ ეს არის დროებითი მოვლენა, ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. დღემდე, ხაზინაში დავაგროვეთ 300 მილიონ ლარზე მეტი, გვაქვს 700 მლნ ლარზე მეტი დეპოზიტები და წლის ბოლომდე ვფიქრობთ, დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობის შემოსავლები გვექნება, რომელსაც არ დავხარჯავთ, ანუ ბაზარს არ დავაწვებით ამ მიმართულებითაც“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

მოსამართლეობა აწ და მარადის და კითხვები სასამართლო რეფორმაზე

მოსამართლეობა აწ და მარადის და კითხვები სასამართლო რეფორმაზე

8 years ago
მცხეთის ჯვრის მონასტერი მეორე დღეა დაკეტილია

მცხეთის ჯვრის მონასტერი მეორე დღეა დაკეტილია

8 years ago
მოქალაქეები რომელთაც კრედიტი დოლარში აქვთ აღებული შეღაქვათებს მიიღებენ

მოქალაქეები რომელთაც კრედიტი დოლარში აქვთ აღებული შეღაქვათებს მიიღებენ

12 years ago
თბილისში ახალი პროექტი “მართე შენი ქალაქი“ იწყება

თბილისში ახალი პროექტი “მართე შენი ქალაქი“ იწყება

11 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by