• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მარიამ როგავა – ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულებით

9 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
მარიამ როგავა – ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულებით
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მას შემდეგ, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოცხადდა, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო იმან, თუ ვინ შეძლო გამხდარიყო საუკეთესოთა შორის საუკეთესო და მოეპოვებინა ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტის სტატუსი. „თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა მარიამ როგავას,  რომელმაც შეძლო რეიტინგის პირველი ადგილი დაეკავებინა. სწავლის პროცესი, მიზანი, ინტერესის სფერო, მოტივაცია – თემებია რომელზეც მარიამი ინტერვიუში საუბრობს, დეტალურად გაიგეთ რა ქმნის წარმატებას სრულყოფილს ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტისთვის და როგორია მისი სამომავლო გეგმები.

მარიამ, სკოლა–პანსიონ კომაროვში სწავლობდით. შეგიძლიათ მითხრათ, რით იყო სკოლის სასწავლო წლები გამორჩეული თქვენთვის, როგორი იყო მოტივაცია საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტისთვის და რა გზა გაიარეთ სანამ აბიტურიენტი გახდებოდით?

– დაწყებით კლასებში შემიყვარდა მათემატიკა, ხაზვა, ამიტომ გადავწყვიტე, კომაროვის სახელობის სკოლაში მესწავლა. აქ ტექნიკურ საგნებს გაძლიერებულად გვასწავლიდნენ, რაც ძალიან მომწონდა. სკოლის წლები განსაკუთრებული იმით იყო, რომ მათემატიკის ოლიმპიადებში ვიღებდი მონაწილეობას, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც ფიზიკაზე შევაჩერე.

საქართველოში აპრობირებულ პრაქტიკად იქცა დამამთავრებელ კლასში რეპეტიტორთან მომზადება. თავად თუ ემზადებოდით რომელიმე საგანში კერძოდ და როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა გახდე  წარმატებული სტუდენტი მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით?

– ვიცნობ წარმატებულ სტუდენტებს, რომლებმაც მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები, თუმცა მე ქართულში მაინც მოვემზადე.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულები დააგროვეთ, ალბათ,  თქვენს უნივერსიტეტის არჩევის დროს არაერთი რჩევა მიიღეთ. შეგიძლიათ, მითხრათ რატომ გადაწყვიტეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება?

– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ასევე სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობას აძლევს. თანაც სწორედ თსუ-ის სასწავლო გეგმა იყო ჩემთვის ოპტიმალური, ამიტომ არჩევანი ამ უნივერსიტეტზე შევაჩერე.

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ფიზიკის მიმართულებით უნდა ისწავლოთ. რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ამ სფეროთი და კონკრეტულად რომელ დარგში გინდათ მოსინჯოთ საკუთარი ძალები?

– კონკრეტული დარგი ჯერ არ ამირჩევია, ვინაიდან რთულია, წინასწარ განვსაზღვრო, სამომავლოდ რა დამაინეტერესებს. თავიდან ფიზიკის ფილოსოფიურმა მხარემ გამიტაცა, თუმცა  ახლა რომ ვუფიქრდები, ეს ბავშვური მიდგომა იყო. მიმაჩნია, რომ ფიზიკა, გარდა იმისა, რომ მრავალმხრივი და საინტერესო საგანია, ადამიანს უამრავ შესაძლებლობას უხსნის და შემოქმედებითადაც ავითარებს.

შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რომელი ფიზიკოსის თანამედროვე იქნებოდით? მოვლენა აღმოჩენა, რომლის თვითმხილველიც გახდებოდით?

– მარი კიურის ცხოვრების შესახებ კითხვა ყოველთვის სწავლის სტიმულს მაძლევდა. ის საოცრად მიზანსწრაფული, საკუთარი საქმისთვის თავდადებული და „ყოვლისშემძლე“ ქალი იყო. დროის მანქანა რეალობად თუ იქცა, მადამ კიურის (სწორედ ასე მიმართავდნენ მოგვიანებით) კოლეგა  გავხდებოდი.

ვინ არის თქვენი მთავარი მრჩეველი და ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად გეხმარებათ ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში.

– ყველაზე კარგ რჩევებს მშობლები და მეგობრები მაძლევენ. ჯერ კიდევ ბავშვობაში მითხრა დედამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები (ლამაზ ფურცელზე დამიწერა, კონვერტში მოათავსა და მაგიდაზე დამახვედრა): „Finis Coronat Opus” (“ბოლო აგვირგვინებს საქმეს”).

მაინტერესებს რა ადგილი აქვს ხატვას თქვენს ცხოვრებაში, რა ჟანრში ხატავთ და რომელია მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც ყველაზე მეტად მოგწონთ?

– ხატვა ჩემთვის არც ისე მნიშვნელოვანია, უფრო მეტად ლიტერატურა და კითხვა მიყვარს. ძალიან პატარა ვიყავი კითხვა რომ ვისწავლე და იქიდან მოყოლებული  ვკითხულობ ყველაფერს განურჩევლად (მხედველობაც კი გავიფუჭე ამ „სენის“ დამსახურებით).

სამი მთავარი თვისება, რომელიც საკუთარ თავში ყველაზე მეტად მოგწონთ, თვისება, რომელიც არ მოგწონთ?

– მაქსიმალისტი ვარ, მიყვარს, როდესაც ჩემს საქმეს მაღალ დონეზე ვასრულებ. ასევე ვცდილობ, ყველა საკითხს ლოგიკურად და პრაგმატულად მივუდგე. არ მომწონს, დაწყებულ საქმეზე ზოგჯერ გული რომ მიცრუვდება, თუმცა ასეთ დროს მშობლები და მეგობრები  მიბიძგებენ და მაიძულებენ საქმე ბოლომდე მივიყვანო.

თუ შეგიძლიათ, მიამბოთ თქვენს სამომავლო გეგმებზე, როგორ ფიქრობთ, რა იქნება მარიამ როგავას მთავარი მიღწევა ცხოვრებაში?

– მომავლის წინასწარ განჭვრეტა რთულია. უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილი და იმედი მაქვს. ამ ეტაპზე გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას ვეცდები. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

ნანუკა მაღლაკელიძე

Share3Tweet2

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

13 years ago

“ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კუთხით”

12 years ago

საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მთავარ საკითხებზე მედიის წარმომადგენლებისათვის სემინარი მიმდინარეობს

13 years ago
რუსთავში, მე-8 სართულიდან ვარდნის შედეგად, 19 წლის ახალგაზრდა დაიღუპა

რუსთავში, მე-8 სართულიდან ვარდნის შედეგად, 19 წლის ახალგაზრდა დაიღუპა

3 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by