პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან გუშინ, დღის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
როგორც “თბილისი თაიმსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბარი შეეხო ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებულ საკითხებს.
“შეხვედრაზე დაისახა საჭირო ღონისძიებები და გამოითქვა ეროვნულ ბანკთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდრო კოორდინაციის მზადყოფნა”, – ნათქვამია განცხადებაში.