• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, November 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: “ეს ვიზიტი ძალზედ საინტერესო და ნაყოფიერი იყო”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: “ეს ვიზიტი ძალზედ საინტერესო და ნაყოფიერი იყო”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
11986305_1007095902668768_7972679361029824564_nნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში მიმდინარე პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციის დასკვნით, მესამე სამუშაო დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ან ბრასორთან და გაეროს განვითარების პროგრამის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰელენ კლარკთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და რეგიონული უსაფრთხოების ასპექტებს.

განხილვის თემა იყო, ასევე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა აგვისტოს თვეში ნატოს გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა ამ ვიზიტის ფარგლებში კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის ფაქტი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრისას, ან ბრასორმა პოზიტიური შეფასება მისცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის საქმიანობას. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას მიმდინარე წლის მაისში საქართველოში მასპინძლობისთვის. „ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ძალზედ საინტერესო, ნაყოფიერი და დატვირთული იყო ინფორმაციული თვალსაზრისით”, – აღნიშნა მან.

ამავე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გაეროს განვითარების პროგრამის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰელენ კლარკთან. მხარეებს შორის საუბარი შეეხო აპრილში თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას. ჰელენ კლარკმა დავით უსუფაშვილს მიუსამძიმრა იმ მძიმე დანაკარგის გამო, რაც განიცადა საქართველომ იმ პერიოდში და ამ კონტექსტი აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და პრევენციის პროექტებზე. გაეროს განვითარების პროგრამის აღმასრულებელ დირექტორის თქმით, „გაეროს განვითარების პროგრამა ყოველთვის მხარში უდგას საქართველოს და მრავალი მიმართულებით აგრძელებს მუშაობას.” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ჰელენ კლარკს პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე საპარლამენტო პროექტებთან დაკავშირებით.

ჰელენ კლარკი, ასევე, დაინტერესდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობით და დაგეგმილი კანონპროექტებით. დავით უსუფაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მას კანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „პარლამენტს, მართლაც, მრავალ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მოუწევს მუშაობა, როგორიცაა, მაგალითად, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი.”

საუბრის დასასრულს, გაეროს განვითარების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ დავით უსუფაშვილი ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც შესწევს უნარი, ხელი შეუწყოს ეფექტურ დიალოგს და დისკუსიას საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

იუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს

იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება

11 years ago
განო მელითაური: “იმედია, ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ და მაცდით დავიტირო ადამიანი, რომელიც სამყაროს მერჩივნა”

განო მელითაური: “იმედია, ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ და მაცდით დავიტირო ადამიანი, რომელიც სამყაროს მერჩივნა”

12 years ago

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს

12 years ago
როგორ აფასებს ილია მეორე რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს? – ინტერვიუ ფრანგულ ჟურნალთან

მეუფე იაკობის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას კათოლიკოს-პატრიარქმა ხელი მოაწერა

7 years ago

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026

რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე,...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები 11/16/2026
  • შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს 11/16/2026
  • პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას 11/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by