ჩინეთში ვიზიტამდე საქართველოს დელეგაცია ბიშკეკში ჩავიდა. ბიშკეკის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერლან აბდილდაევი დახვდა.
მხარეებმა საართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.














