• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2015-2016 სასწავლო წელს 500 000-მდე მოსწავლე სრულად უზრუნველყოფილი იქნება სახელმძღვანელოებით

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
2015-2016 სასწავლო წელს 500 000-მდე მოსწავლე სრულად უზრუნველყოფილი იქნება სახელმძღვანელოებით
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

cms-image-0000164752015-2016 სასწავლო წელს 500 000-მდე მოსწავლე სრულად უზრუნველყოფილი იქნება სახელმძღვანელოებით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ანგარიშში, რომელიც პარლამენტში 11 სექტემბერს შევიდა.
ანგარიშში ასევე საუბარია ხარისხიანი განათლების ყველა საფეხურზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე.

“სასკოლო სახელმძღვანელოებით მოსწავლეების უზრუნველყოფის პროგრამამ გადაჭრა მოსწავლეების სასწავლო რესურსებთან წვდომის პრობლემა. 2013 წლიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს და კერძო სკოლის გარკვეულ კონტიგენტს 39,6 მლნ ლარის ღირებულების 1 მილიონამდე სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რვეულების სრული კომპლექტი უსასყიდლოდ გადაეცათ. 2015-2016 სასწავლო წელსაც 500 000-მდე მოსწავლე სრულად უზრუნველყოფილი იქნება სახელმძღვანელოებით”, – ნათქვამია ანგარიშში.

მთავრობის ანგარიშის თანახმად, სასკოლო ავტობუსების მომსახურების შედეგად 2013 წლიდან სკოლების ფიზიკური ხელმისაწვდომობა და სასწავლო პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროგრამის დანერგვის შემდეგ სკოლაში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელმა 95%-ს გადააჭარბა. 2015 წლისათვის უკვე 1150 საჯარო სკოლაა ჩართული “საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის” ფარგლებში და ამ სერვისით 60 000-ზე მეტი მოსწავლე სარგებლობს.

ყოველწლიურად საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელს და იმ მოსწავლეებს, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს, კომპიუტერული ტექნიკა გადაეცემათ. 2013 წლიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპიუტერების ტექნიკური მაჩვენებლები აღიჭურვა, ახალი ელექტრონული რესურსებით და საგანმანათლებლო პროგრამებით. 2015-2016 სასწავლო წელს 42 000 -მდე პირველკლასელი მიიღებს გაუმჯობესებული მახასიათებლის მქონე ახალი თაობის კომპიუტერს.

ანგარიშში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზეც არის საუბარი.

“2013 წელს ქვეყანაში შექმნილი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მთავრობამ სახელმწიფო სასწავლებლებში პროფესიული განათლების სრულად დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. 2013-2014 წლებში სახელმწიფო დაფინანსებით ისარგებლა 18 000-მდე სტუდენტმა, ხოლო 2015 წელს უკვე სარგებლობს 3000-ზე

მეტი სტუდენტი. საშემოდგომოდ ნავარაუდევია 8000-მდე სტუდენტის მიღება.
მნიშვნელოვნად გაიზარდა პროფესიული განათლების დაფინანსება. 2013 წელთან შედარებით 2015 წელს ბიუჯეტი გასამმაგდა”, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაიცემა სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტები (ყოველწლიურად იხარჯება დაახლოებით 11 200 000 ლარი). მოქმედებს სახელმწიფო სტიპენდიების პროგრამა სტუდენტებისთვის. წინა წლებთან შედარებით გაორმაგდა სტიპენდიანტი სტუდენტების რაოდენობა, 2.6-ჯერ გაიზარდა დახარჯული თანხების მოცულობა;
წინა წლებთან შედარებით გასამმაგდება სოციალური პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა. ამ მიმართულებით დახარჯული თანხები 3,5 ჯერ გაიზარდა.

2013 წლიდან სახელმწიფო სრულად აფინანსებს 21 პრიორიტეტულ საბაკალავრო პროგრამას სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რისთვისაც 2015 წელს გამოყოფილია 12 723 750 ლარი. სახელმწიფოს დაფინანსებას იღებს მოქმედი სტუდენტების საერთო რაოდენობის 50% ზე მეტი.

ანგარიშში ასევე საუბარია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებზე. ანგარიშის თანახმად, 2015 წელს მხოლოდ კვლევითი ინსტიტუტების პროგრამულმა დაფინანსებამ შეადგინა 20,9 მლნ ლარი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია წინა წლების დაფინანსებასთან შედარებით. მათ შორის მეცნიერ თანამშრომელთა ხელფასი საშუალოდ 2.5 ჯერ გაიზარდა.

ანგარიშში ასე საუბარია ახალი სკოლების და მშენებლობაზე და სკოლის შენობების რეაბილიტაციაზე.
რაც შეხება განათლების საერთაშორისო ცენტრს, რომელიც 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, ამ ეტაპზე ცენტრი ახორციელებს შემდეგ პროგრამებს: 1. საერთაშიროსო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა
2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა.

“განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014- სასწავლო წელს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველი 77 წარმატებული ახალგაზრდა დააფინანსა, ხოლო 2015 წელს კი 115 ბენეფიციარი ჰყავს. სულ მალე მათი ნაწილი – სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და შესაბამის სფეროში მოღვაწეობას გააგრძელებენ. კურსდამთავრებულთა ყველაზე წარმატებულ ნაწილს სახელმწიფო დასაქმებაში შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

სტამბოლში პოლიციამ უკან დაიხია

13 years ago
ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

9 years ago

დიდ ბრიტანეთში არჩევნებია

11 years ago
“საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტებს განახორციელებს”

“საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტებს განახორციელებს”

11 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by