საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი ხვალ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერს შეხვდება.
კერძოდ, მაიკ პენსი შეხვდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას, „ევროპული საქართველოს“ ლიდერ დავით ბაქრაძეს, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ შალვა შავგულიძეს და ”შენების მოძრაობის“ ლიდერ დავით უსუფაშვილს.
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ევროპული ტურნეს ფარგლებში დღეს საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ასევე, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება.
მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 1-ელ აგვისტოს დასრულდება.