საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, საფრანგეთის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ახალ ატაშე ბრუნო ბალდუკთან და საქართველოში საფრანგეთის ელჩ რენო სალენთან.
როგორც “თბილისის თაიმსს” შსს-დან აცნობეს, შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს საქმიანობის, ევროინტეგრაციის
კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ფრანგ სტუმრებს სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლებლობების გაზრდის კუთხით თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.