• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

CNN: მსოფლიოს ახალი სავაჭრო ცენტრი აფრიკაში: მშენებლობების „ბუმი“ კონტინენტზე

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
CNN: მსოფლიოს ახალი სავაჭრო ცენტრი აფრიკაში: მშენებლობების „ბუმი“ კონტინენტზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მაშინ, როდესაც  ევროპის კონტინენტზე მიგრანტების განაწილების პრობლემა მსოფლიოს ყურადღების ქვეშაა, ამერიკული სააგენტო CNN-ი საინტერესო სტატიას გვთავაზობს აფრიკის კონტინენტზე დაწყებული ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული აფეთქების შესახებ.

დასავლეთი აღიარებს, რომ მსოფლიო გლობალიზაციის მუდმივ პროცესში ჩართული ქვეყნები იმდენად არიან მჭიდროდ დაკავშირებულნი ერთმანეთთან, რომ რთულია რომელიმე მათგანმა დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას და ეკონომიკურად განვითარდეს. ასეთი შეიძლება იყოს ევროპის შუაგულში არსებული ნებისმიერი ქვეყანა.

ეს თეზისი განსაკუთრებით ეხება აფრიკის კონტინენტს, მესამე სამყაროს. აქ არსებული ქვეყნებისთვის თითქმის წარმოუდგენელია მათ წინაშე არსებულ პრობლემებთან გამკლავება და  ძლიერი სახელმწიფოების წარმოქმნა სხვათა დახმარების გარეშე. აფრიკა დიდი ხანია იღებს გარკვეული სახის უცხოურ დახმარებას. ეს უკანასკნელი თავისი არსით გულისხმობს, საერთაშორისო დახმარებას, რომელიც ითვალისწინებს აქტორ ქვეყნებსა და დონორ სახელმწიფოებს შორის გარკვეულ ეკონომიკურ ურთიერთობას, პირადაპირ ფულად, ჰუმანიტარულ, გადაუდებელ თუ კვებით დახმარებას.

11999924_1044683952229547_1149766764_nკაირო

აფრიკაში დაწყებულ ეკონომიკურ „აფეთქებას“ სხვა ისტორიული წარსული აქვს, სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ მისი ტენდენციები დღესაც გრძლედება.

ექსპერტების აზრით, გარდა დახმარებისა, ზოგიერთი აღმოსავლური ქვეყანა, მაგალითად ჩინეთი საკუთარი ინტერესების გატარების მიზნით, კონტინენტის ქვეყნებს მეტ ზიანს აყენებს. ე.წ „დაქვემდებარების თეორიის“ მომხრეები ფიქრობენ, რომ არამიზნობრივად და დაუგეგმავად ერიცხებათ ქვეყნებს დიდი რაოდენობის თანხები, მაგალითისთვის მათ მოჰყავთ ODA-ს დახმარების 29% -ი 2012-2013 წლებში, რომელიც მიმართული იყო ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისკენ, ისინი დაახლოებით 28 მილიარდ დოლარს იღებდნენ, თუმცა მათი მდგომარეობა ძალიან მცირედ, ან საერთოდ არ გაუმჯობესებულა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს არის ის, რომ უცხოური დახმარება განსხვავებულ შედეგს ქვეყნის სოციალური, გეოგრაფიული თუ ისტორიული მდგომარეობიდან გამომდინარე იღებს. ზოგიერთ ქვეყანაში დახმარებამ შეიძლება კორუფციასა და სიმდიდრის ელიტების ხელში თავმოყრას დაუდოს სათავე.

აფრიკის ქვეყნები დროთა განმავლობაში იმდენად დამოკიდებულნი ხდებიან საერთაშორისო დახმარებაზე, რომ მის გარეშე სახელმწიფოები მთელ რიგ ვალდებულებებს აღარ ასრულებენ.

12041689_1044683942229548_1695061108_n

ამასთანავე, დონორი ქვეყნებისთვის ეს მდგომარეობა ხელსაყრელია. რატომ? – ისინი ღარიბ ქვეყანას უფრო აღარიბებენ და საკუთარი რესურსები გადააქვთ განვითარებად მსოფლიოში, რის შედეგადაც თავიანთი გაცემული დახმარება გაზრდილი სახით უკანვე უბრუნდებათ.

თუმცა, 2015 წლის ბოლო კვარტალში არსებული სიტუაცია საგრძნობლად იცვლება, დასავლური გამოცემა აღნიშნულ თემას ორი მნიშვნელოვანი საკითხით ეხება.

პირველი გახლავთ ნიგერიაში დაწყებული მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მეორე, აფრიკის ათი დედაქალაქის სიის წარმოდგენა, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობაც უახლოეს რამდენიმე წელიწადში  გაიზრდება.

ნიგერიის დედაქალაქი აბუჯა უახლოეს მომავალში აფრიკის კონტინენტის გული გახდება. ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსიტუტებისა და კერძო ინვესტორების დახმარებით, ძალიან მალე 1 მილიარდი დოლარის ბიუჯეტის მქონე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. როგორც გამოცემაში წერია, სავაჭრო ცენტრი მსოფლიოში ტექნოლოგიური, ეკონომიკური თუ საგარეო თანამშრომლობის კუთხით პირველ სამეულში დაიკავებს ადგილს.

12021840_1044683948896214_971865355_n

„აბუჯას მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შექმნის იდეა, პირველ რიგში, დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მსოფლიოსა და აფრიკის რეგიონის უწყვეტ კავშირს ისახავს მიზნად.“ –  აღნიშნა  CNN-თან საუბრისას პროექტის ჯგუფის წევრმა და დეველოპერმა ვინეი მაჰტანმა.

მშენებლობა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. მისი პირველი ეტაპი მოიცავს საცხოვრებელი და კომერციული კოშკის მშენებლობას. აქვე განთავსდება კეთილმოწყობილი, ელიტარული საცხოვრებლები და ოფისები ბიზნეს კორპორაციებისთვის, 100-დან 1,440 კვადრატულ მეტრის რაოდენობით.

როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, კომერციული კოშკი ყველაზე მაღალი შენობა იქნება ნიგერიაში, ხოლო საცხოვრებელი კოშკი სართულების რაოდენობით პირველ ადგილს დაიკავებს დასავლეთ აფრიკაში. მშენებლობის მეორე ეტაპი კი 37 სართულიან სასტუმროს გულისხმობს, რომლის მშენებლობაც უკვე 2010 წელს დაიწყეს.

12016649_1044683958896213_1246118947_n

აფრიკის ქალაქების ათეული, რომელთაც კონტინენტზე ეკონომიკური დაწინაურების შესაძლებლობა აქვთ:

სიის სათავეში, პირველ ადგილს ეგვიპტის დედაქალაქი კაირო იკავებს. ქალაქი მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით მე-16 ადგილზეა. მსოფლიოს აუდიტორული კომპანიის PWC-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, კაიროს ნამდვილად აქვს პოტენციალი იყოს ეკონომიკურად მზარდი. სიაში მეორე ადგილს ტუნისი იკავებს. ამ შემთხვევაში მთავარი არგუმენტი ქალაქში არსებული მაღალი სტანდარტების მქონე ჯანდაცვისა და განათლების სისტემაა. 2015 წლის დასაწყისში დედაქალაქის მასშტაბით დაიგო ახალი სატრანსპორტო გზები.

შემდეგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქი იოჰანესბურგია. ქალაქში მიმდინარეობს ინდუსტრიული მშენებლობები, იკლო კრიმინალმა და გაიზარდა კერძო ინვესტორთა რაოდენობა. სხვა ადგილებს ინაწილებენ კასაბლანკა მაროკოს ქალაქი, ასევე ალჟირი და განის დედაქალაქი აკრა, ამ უკანასკნელში ბოლო წლებია მთლიანი შიდა პროდუქტი და ინფრსატრუქტურის გასაუმჯობესებელი პროექტები საგრძნობლად იზრდება. დანარჩენ ადგილებს იკავებენ კამპალა, ლაგოსი და ნაირობი. ამ ქალაქებში უკვე ერთი წელია დაწყებულია აეროპორტების  რესტრავრაცია, შეკეთების პროცესი. სიაში ერთ-ერთი საინტერესოა ეთიოპიის  დედაქალაქი ადის – აბება.

12030881_1044683945562881_737240321_nადის-აბება

მისი მნიშვნელობა აფრიკისთვის პოლიტიკური თვალსაზრისითაც დიდია, რადგან ქალაქშია აფრიკის კავშირის ადმინისტრაციის შენობა და აფრიკის ერთობის შტაბ-ბინაც. ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარეა ეს ქალაქი უცხოელი ინვესტორების უცვლელი ინტერესის სფერო.

აფრიკის კონტინენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი დიდი სავაჭრო პარტნიორი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. გასულ თვეს, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეთიოპიასა და კენიაში გაემგზავრა. პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, აფრიკა დინამიკური ადგილია სწრაფად მზარდი ბაზრებით. ამ უკანასკნელს კი გლობალური ეკონომიკური ცენტრის პოტენციალი აქვს.

გარდა ამისა, ობამა იმედს გამოთქვამს, რომ ახალი სავაჭრო კანონი, რომელიც აფრიკის კონტინენტის 40 ქვეყანას ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, კონტინენტზე კარგ მმართველობას და ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

ნათია

Share2Tweet1

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

საინტერესო

როგორ წავისვათ ავტორუჯი აუჭრელებლად? – საინტერესო რჩევები

როგორ წავისვათ ავტორუჯი აუჭრელებლად? – საინტერესო რჩევები

11 years ago
შემოდგომიდან პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასი შემცირდება

„გვაქვს სამოქმედო გეგმა და პირველივე სამუშაო დღეს მისი ამოქმედებით დავკავდებით“ – დავით სერგეენკო

10 years ago

გიორგი აბაშიშვილი: საკონსტიტუციო კომისია მარგველაშვილის წინააღმდეგ მოქმედებისთვის შეიქმნა

9 years ago
“ამ ეტაპისთვის არ იგეგმება ელექტროენერგიის და გაზის გადასახადის ზრდა”

“ამ ეტაპისთვის არ იგეგმება ელექტროენერგიის და გაზის გადასახადის ზრდა”

11 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by