• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, July 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ განკარგავს ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას მუსლიმთა სამმართველო

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
როგორ განკარგავს ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას მუსლიმთა სამმართველო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„თბილისი თაიმსი“ აგრძელებს საზოგადოებას გააცნოს საქართველოში არსებული თითოეული რელიგიური მიმდინარეობა თუ, რა ღონისძიებებს, პროექტებს ახორციელებენ ისინი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსებით. ამჯერად, დავუკავშირდი მუსლიმთა სამმართველოს. გთავაზობთ ინტერვიუს სრულიად საქართველოს შეიხ ჰაჯი რამინ იგიდოვთან:

მისლიმთა

გვიამბეთ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შესახებ, რამდენი ხანია რაც ის მოქმედებს ჩვენ ქვეყანაში?

– სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო 2011 წლის ივნისში დაფუძნდა. მუსლიმთა სამმართველოს დაფუძნების მიზეზი სამი საკითხი იყო, ესენია:

  •    ტრადციული ისლამის შენარჩუნება და გაძლიერება,
  •   მუსლიმების რელიგიური მოთხოვნების დაკმაყოფილება და არსებული პრობლემების მოგვარება,
  •   რელიგიურ საკულტო ნაგებობების (მეჩეთებისა და სამლოცველო სახლები) მოვლა-პატრონობა და მართვა.

დღევანდელი მონაცემებით რამდენია თქვენი მრევლი? რა სახის ურთიერთობა გაქვთ მათთან?

– მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემები ჯერ ჯერობით ჩვენთვის უცნობია, 2002 წელს გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ნახევარ მილიონამდე მუსლიმი მოქალაქე ცხოვრობს. საქართველოს მუსლიმები არიან აჭარლები, აზერბაიჯანელები, ქისტები, ლეკები, ყაზანის თათრები და მესხები. რაც შეეხება მუსლიმ მრევლთან ურთიერთობას, სამმართველოს დაფუძნების მერე, 400-ზე მეტ ადგილას დაინიშნა სასულიერო პირები (წინამძღვრები), აღნიშნული წარმომადგენლების მეშვეობით ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს მრევლთან, მათი პრობლემები და რელიგიური მოთხოვნები წარმომადგენლების მეშვეობით შემოდის სამმართველოში და შემდგომში ხდება მათზე შესაბამისი რეაქცია.

12023146_863881367042255_426167207_n

როგორი ურთიერთობა გაქვთ სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებთან საქართველოში? რა სახით თანამშრომლობთ ერთმანეთთან?

– დემოკრატიულ საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ რწმენისა და აღმსარებლობის უფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და არასამთავრობოების სახით ბევრი რელიგიური ორგანიზაციები ფუნქციურობენ ქვეყანაში. მოგეხსენებათ საქართველო გამოირჩევა მრავალ ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით, მუსლიმთა სამმართველო სხვადასხვა რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებთან და მათ ორგანიზაციებთან ურთიერთობას დიდ ყურადღებას უთმობს. აუცილებელ მიგვაჩნია მათთან ურთიერთობის გაუმჯობესება და დაახლოება, რადგან ისტორიულად საქართველოში სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები მეგობრულად თანაცხოვრობდნენ. ეს რაც შეეხებოდა არა მუსლიმურ რელიგიურ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, საქართველოში ასევე არსებობს მუსლიმური რელიგიური არასამთავრობო ორგანიზაციები, მათთან მუსლიმთა სამმართველოს აქვს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული და რელიგიურ საკითხებში სისტემატურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან.

თქვენ იმ კონფესიების რიცხვში მოხვდით, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. აქვს თუ არა მუსლიმთა სამმართველოს სხვა შემოსავალი და რის ხარჯზე არსებობდა ის ვიდრე სახელმწიფო ამ პროგრამას განახორციელებდა?

– საქართველოს მუსლიმები და მეჩეთები საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, ძირითადად მრევლის შემოწირულობების ხარჯზე არსებობდნენ, ასევე მნიშვნელოვან მუსლიმურ რელიგიურ დღესასწაულებზე მეზობელ მუსლიმურ ქვეყნებიდანაც ხდებოდა დახმარებები. მართალია მუსლიმური თემი მოხვდა ოთხ რელიგიას შორის, რომლებსაც სახელმწიფო საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით ეხმარება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ   ბოლომდე არაა საკმარისი ეს თანხა, რათა სრულად მოხდეს ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მიუხედავად ამისა მუსლიმმა თემმა სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი კეთილი ნებისათვის, ეს იყო უდიდესი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. ასევე მოგახსენებთ, რომ როგორც სხვა ყველა რელიგიებში არის რელიგიური გადასახადი (შესაწირი), ჩვენთანაც მუსლიმები წირავენ მეჩეთებში, სამლოცველოებში და სამმართველოს ანგარიშზე, რაც საშუალებას გვაძლევს ზოგ შემთხვევაში რელიგიურ საქმიანობაში გამოვიყენოთ აღნიშნული თანხა, ან კიდე გაჭირვებულ ოჯახებს დავეხმაროთ რასაც რელიგია გვავალდებულებს.

12043740_863881417042250_381828175_oარის განსაზღვრული სახელმწიფოს მხრიდან თუ რაში უნდა გამოიყენოთ დაფინანსება? რაიმე შეზღუდვებს ხომ არ არის დაწესებული? 

– სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა განსაზღვრულია ოთხ სფეროსთვის:

  •  სასულიერო პირებისათვის რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად,
  • განათლების ამაღლებისათვის,
  •  ქველმოქმედებისთვის,
  • მეჩეთების რესტავრაცია-რემონტისთვის.

რათქმაუნდა ამ თანხის განკარგვა მთლიანად ჩვენი პრეროგატივაა, ამისათვის ავტორიტეტული სასულიერო პირებისგან შემდგარი უმაღლესი სასულიერო საბჭო შევქმენით, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იკრიბება და იწერება ერთი წლის საქმიანობის გეგმა. აღნიშნულ ოთხ სფეროში რამდენი, რა ფორმით უნდა გაიხარჯოს რელიგიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას.

11990161_863881427042249_2037290148_oრა ღონისძიებებს, პროექტებს ახორციელებთ ამ პროგრამის ფარგლებში?  

– გამოყოფილი ბიუჯეტით დღემდე სხვადასხვა ღონისძიებები გვაქვს ჩატარებული, აქედან 400-ზე მეტი სასულიერო პირს რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად ყოველთვიურად ფინანსურად ვეხმარებით და დავეხმარებით. განათლების სფეროში სხვადასხვა ღონისძიებები გვაქვს გაკეთებული, კერძოდ იმ მუსლიმებისათვის, რომლებიც რელიგიასთან არც თუ ისე ახლოს არიან  სპეციალური წიგნები, ჟურნლები, გაზეთები და ბროშურები დავბეჭდეთ. ავღნიშნეთ რელიგიური ღონისძიებები და დღესასწაულები, ჩავატარეთ კონფერენციები, სემინარები, საქველმოქმედო აქციები.  12022260_863881410375584_1715650781_oასევე 22-ზე მეტ მეჩეთს რემონტი/რესტავრაცია ჩავუტარეთ, უპატრონო ბავშების და მოხუცთა თავშესაფრებს დავეხმარეთ, შშმ პირებს ვისაც გადაადგილების პრობლემები ჰქონდათ ეტლები შევუძინეთ, რამოდენიმე რაიონებში სოციალურად დაუცველ ოჯახებისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩავატარეთ და კიდევ, განათლების ამაღლების მიზნით შევქმენით ინტერნეტ ტელევიზია და სპეციალური ვებ გვერდები.

როგორ შეაფასებდით რეილიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას? ხართ თუ არა კმაყოფილი მისი მუშაობით?

– დღემდე, ჩვენ ტოლერანტულ სამშობლოში მუსლიმებს განსაკუთრებული და სერიოზული აკრძალვები ან შეზღუდვები არ გვქონია სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ რელიგიურ კონფესიებს, განსაკუთრებით მუსლიმებს ძალიან გვაწუხებდა, რომ სახელმწიფოში არ იყო შესაბამისი ორგანო ვისთვისაც რელიგიურ კონფესიებს შეეძლოთ ნებისმიერ საკითხზე და პრობლემაზე მიემართათ. მხოლოდ მადლობა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ წელზე მეტია რაც შეიქმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, სადაც განიხილავენ ჩვენ პრობლემებს და შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობით ეტაპობრივად გვარდება საკითხები. რაც რელიგიის სააგენტო შეიქმნა დღემდე უკვე 77-ზე მეტი მეჩეთი და სამლოცველო სახლი დარეგისტრირდა, მეჩეთის სტატუსი მიენიჭა და მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობის უფლებით გადმოეცა. გვეხმარებიან შექმნილ პრობლემების მოგვარებაში და რაც ყველაზე მთავარია, რელიგიის შესახებ კანონის მიღება, რომელიც სააგენტოს ინიციატივითა და  ჩვენთან, რელიგიებთან ერთად კონსულტაციის შედეგად უნდა იქნეს მიღებული, იმედი გვაქვს ეს ახლო მომავალში მოხდება, ბევრ გაუგებრობას და პრობლემებს წერტილს დაუსვამს.

12032423_863881373708921_1544610995_n

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სურვილი გვაქვს  სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებთან ერთად ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ, რათა ჩვენ მრავალ ეთნიკურ და რელიგიურ ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის უფრო გამყარდეს მეგობრობა, ძმობა, ურთიერთსიყვარული და შემწყნარებლობა, რომ  მთელი მსოფლიოსთვის საქართველო იყოს საუკეთესო მაგალითი.

ასევე მოგახსენებთ, ისლამშიც არის სხვადასხვა მიმდინარეობები, ამ მხრივაც ბევრი სამუშაოა, რათა არ მოხდეს მათი დაშორება და დაყოფა. უნდა ვიზრუნოთ მათი ერთიანობის შენარჩუნებისათვის, რომ შემდგომში არ მოხდეს რაიმე სახის პრობლემა ან დაპირისპირება. ასევე უნდა ვიზრუნოთ დარჩენილი მეჩეთების დაკანონებაზე და რეგისტრაციაზე, რათა საქართველოს მუსლიმებმა კონსტიტუციის მიერ მინიჭებულ უფლებების ფარგლებში აღასრულონ და დაიკმაყოფილონ რელიგიური მოთხოვნილებები.

ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, რომ საქართველოს მუსლიმები არ გახდნენ იმ პოლიტიკური დაჯგუფებების მსხვერპლნი, რომლებიც რელიგიის სახელით ხალხს ატერორებენ და კლავენ. მორწმუნეებს უნდა  მივაწოდოთ ჭეშმარიტი და ტრადიციული ისლამი, რათა მომავალშიც ისინი იყვნენ ქვეყნის ერთგული, პატიოსანი და კანონ მორჩილი მოქალაქეები.

თქვენი აზრით,  რა არის საჭირო იმისთვის, რომ ტოლერანტული გარემო ჩვენს ქვეყანაში უფრო განვითარდეს და გაუმჯობესდეს?

– ვფიქრობ, ქვეყანაში ტოლერანტობის გაძლიერებისათვის ყველაზე აუცილებელი პრინციპია  ყველა რელიგია კანონის წინაშე თანაბარუფლებიანი იყოს. რელიგიები კი საქართველოში სრულყოფილად თანაბარუფლებიანი მაშინ გახდებიან, როდესაც რელიგიის შესახებ კანონი მიიღება. სწორედ ეს კანონი იქნება რელიგიური  ტოლერანტობის გარანტი. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რელიგიის შესახებ კანონი ყველა რელიგიას თანაბარ უფლებას მიანიჭებს, მათ ექნებათ კონსტიტუციური ჩარჩო რომელსაც ვერავინ ვერ გადაუხვევს და ვერ დაარღვევს. აი,  ეს არის ჩემი აზრით გამოსავალი.

მოამზადა საფიკო ნინიკაშვილმა

 სოფიკო ნინიკაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა
ახალი ამბები

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

საინტერესო

“ვისაც საქართველო უყვარს, ახარებს ქართული საქმის წარმატება, ყველა უნდა შემოგვიერთდეს” – ირაკლი ჯაბუა ჯგუფზე “აწარმოე ქართული”

“ვისაც საქართველო უყვარს, ახარებს ქართული საქმის წარმატება, ყველა უნდა შემოგვიერთდეს” – ირაკლი ჯაბუა ჯგუფზე “აწარმოე ქართული”

4 years ago
მოქალაქეებისათვის ქონების რეგისტრაციის პროცესი კიდევ უფრო მარტივდება

მოქალაქეებისათვის ქონების რეგისტრაციის პროცესი კიდევ უფრო მარტივდება

12 years ago

ცესკო: შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის მოხელეთა საარჩევნო უბნის სიახლოვეს ყოფნა დაუშვებელია

13 years ago
სუხიშვილებმა უკრაინა- პოლონეთის საზღვარი მშვიდობით გადაკვეთეს

სუხიშვილებმა უკრაინა- პოლონეთის საზღვარი მშვიდობით გადაკვეთეს

4 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by