• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ონლაინ კონსულტაცია სასკოლო თემატიკაზე

11 years ago
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
ონლაინ კონსულტაცია სასკოლო თემატიკაზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დამეთანხმებით, რომ საქართველოში სასკოლო განათლების სისტემა აუცილებლად დასახვეწია. მრავალი რეფორმისა თუ მცდელობის მიუხედავად, ამ კუთხით მაინც ბევრი შეკითხვა არსებობს. დირექტორით უკმაყოფილო მასწავლებლები, მასწავლებლით უკმაყოფილო მშობლები და მოსწავლეები, მოსწავლეებით უკმაყოფილო სკოლის ადმინისტრაცია და ასე უსასრულოდ. კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ცოტამ თუ იცის, უფლებები, რომელთა შესახებაც ბევრს არც კი სმენია და უამრავი პრობლემა, რომელიც სკოლაში სწავლისა თუ სწავლების პერიოდში იჩენს თავს – ეს ყველაფერი ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილია.

როგორც აღვნიშნე, სასკოლო განათლებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. ბევრმა დაინტერესებულმა პირმა არ იცის, სად მოიძიოს მისთვის საჭირო ინფორმცია, ბევრმაც კი იცის, თუმცა ეს საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია. იმისათვის, რომ არავის უფლება არ დაირღვეს და ჩვენ სასკოლო განათლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ძალიან კომფორტულად და მარტივად მივიღოთ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრმა“ საინტერესო პროექტი შეიმუშავა – ონლაინ კონსულტაციები ნებისმიერი ადამიანისთვის.

ცენტრი პედაგოგებს, სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს, კერძო და საჯარო სკოლის ადმინისტრაციებს, სხვა დაინტერესებულ პირებსა თუ ორგანიზაციებს სასკოლო თემატიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემატურ საკითხზე ონლაინ კონსულტაციებს სთავაზობს. მათი მიზანი განათლების მუშაკებისთვის ყოველდღიურ საქმიანობაში ხელშეწყობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის პრობლემების უკეთ გადაჭრაში დახმარებაა. კონსულტაციები 15 სექტემბერს დაიწყო. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩვენ „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელს, მუხრან გულიაშვლს ვესაუბრეთ:

11938829_1016419348402195_299123185_n

რა იყო აღნიშნული წამოწყების წინაპირობა? რატომ ჩათვალეთ, რომ საჭიროა ასეთი ტიპის კონსულტაციები?

– ჩვენს ცენტრს აქამდეც ბევრი ადამიანი მომართავდა. ჩვენს ელ-ფოსტასა და Facebook-ის გვერდზე კითხვებს უამრავი მშობელი, მოსწავლე, პედაგოგი თუ სკოლის ადმინისტრაცია აგზავნიდა. ისინი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევას გვთხოვდნენ.  წელს გადავწყვიტეთ, რომ ამისთვის უფრო მასიური სახე მიგვეცა და სასურველი ინფორმციის მიღების საშუალებაც უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა. სწორედ ეს უძღვოდა წინ ჩვენს ინიციატივას.

ძირითადად, რა პრობლემების შესახებ გსმენიათ მასწავლებლებისგან, მოსწავლეებისა თუ მშობლებისგან?

– ყველაზე ხშირია პრობლემური საკითხები კონტრაქტებთან დაკავშირებოთ. პედაგოგები, ძირითადად, საკანონმდებლო ბაზასთან დაკავშირებით მოგვმართავენ, ახალი სქემის დეტალები  აინტერესებთ.  ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც მასწავლებელი დირექტორის მიერ განხორცელებული პოლიტიკითაა უკმაყოფილო. მშობლები უმეტესწილად ინტერესდებიან იმით, თუ როგორ მოექცნენ თავიანთ შვილებს მაშინ, როდესაც ისინი ცუდად იქცევიან ან გარდატეხის ასაკში თავისებური ქცევით გამოირჩევიან. ასევე აქტუალურია კითხვები სკოლის შერჩევასთან ან მოსწავლის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ბავშვი სასწავლებლად საზღვარგარეთ მიდის. დირექტორები საკანონმდებლო რეგულაციებით ინტერესდებიან.  რაც შეეხება მოსწავლეებს, მათთვის პრიორიტეტული თავიანთი უფლებებია. ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტმა მოსწავლემ მოგვმართოს, რადგანაც ჩვენ მათ ინფორმაციას მივაწვდით არა მხოლოდ პრობლემური საკითხების, არამედ მათთვის საინტერესო გაცვლითი თუ სხვა პროგრამების შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კონსულტაციები კონფიდენციალურია და უფრო დეტალურად ვერაფერს გეტყვით.ამ განხრით მუშაობა 15 სექტემბრიდან დავიწყეთ და უკვე დიდი აქტიურობაა, განსაკუთრებით რეგიონებიდან. ვიმედოვნებ, ასეც გაგრძელდება.

ვინ გაუწევს მსურველებს კონსულტაციას? სპეციალურად გადამზადდნენ ისინი აღნიშნული სამუშაოსთვის?

– ჩვენთან შექმნილია სპეციალური საკონსულტაციო საბჭო.  მასში შედიან ფსიქოლოგები, მკვლევარები, სკოლის სისტემაში მუშობის გამოცდილების მქონე ადამიანები, ისინი თავიანთი პროფესიონალიზმის და მაღალი კვალიფიკაციის გათვალისწინებით შევარჩიეთ. ამასთან, კონსულტაციების გაცემაში ჩართულია ჩვენი რამდენიმე უცხოელი პარტნიორი. ერთ-ერთი მათგანი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორია და კონკრეტული საკითხის განხილვაში ისიც იღებს მონაწილეობას.

რა ტიპის კომუნიკაცია შედგება დაინტერესებულ პირსა და ცენტრის წარმომადგენლებს შორის?

– მომხმარებელი შემოდის ჩვენს საიტზე და რეგისტრირდება. ამისთვის არის სპეციალური ბლანკი, რომელიც უნდა შეავსოს. საჭიროა მინიმალური ინფორმაცია: სახელი, გვარი, სტატუსი – სტუდენტი,მოსწავლე, მასწავლებელი და ა.შ და სკაიპის მისამართი. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან კონსულტაცია ხდება სკაიპის საშუალებით. თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური გასაუბრება მიმდინარეობს. კვირის განმავლობაში ადამიანები რეგისტრირდებიან, თუ მათ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას დრო არ სჭირდება, ჩენ მაშინვე ვუკავშირდებით. თუ საკითხი უფრო  ღრმა და გამოსაკვლევია,  ვინიშნავთ შემოსულ პრობლემას, კვირის განმავლობაში განვიხილავთ, შაბათ-კვირას კი საღამოს 8 საათიდან 10 საათამდე კონსულტაციები იგეგმება. თითოეული მომხმარებლისთვის თითქმის 20 წუთია გამოყოფილი. ინფორმაცია მათ არაუმეტეს 10 დღის განმავლობაში მიეწოდებათ.

www.rcs.ge – ეს არის “სასკოლო კვლევების ცენტრის“ ვებ-გვერდი, სადაც კითხვის გაგზავნას და სასურველი ინფრმაციის მიღებას შეძლებთ.

ესაუბრა

თეა ღვინაძე

თეა ღვინაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი
ახალი ამბები

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა
ახალი ამბები

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

საინტერესო

საქართველოში ქიმიური პროდუქციის წარმოების სფეროში მსოფლიო ლიდერი -BASF-ი შემოდის

10 years ago
სურსათის ეროვნული სააგენტო – თბილისში სასმელი წყალი რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო – თბილისში სასმელი წყალი რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს

7 years ago

„დავგეგმეთ ისეთი ობიექტების რეაბილიტაცია, რომლებზეც ორმოცი წელია თითი არავის დაუკარებია“

9 years ago

მეცნიერები – მუნკს ნახატი „ყვირილის“ შექმნა შესაძლოა უცნაურმა ღრუბლებმა შთააგონეს

9 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by