• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქრისტიანობის გაყოფის მიზეზები და წარმოქმნილი განხეთქილებები

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
ქრისტიანობის გაყოფის მიზეზები და წარმოქმნილი განხეთქილებები
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქრისტიანობა მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული რელიგიაა, რომელსაც დაახლობეით 2,3 მილიარდი მიმდევარი ჰყავს. მან განვითარების ხანგრძლივი და საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა. ისტორიას ახსოვს წინააღმდეგობები, რომელმაც საბოლოოდ მისი გაყოფა განაპირობა. როგორ წარმოიქმნა ქრისტიანობა როგორც რელიგია, რამ განაპირობა საეკლესიო განხეთქილება, რამდენად რეალურია მისი კვლავ ერთ რელიგიად ჩამოყალიბება და სხვა მნიშვნელოვან, საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ მამა მიქაელ ბრეგვაძე ესაუბრა:

unnamed (1)

საიდან იღებს საფუძველს ქრისტიანობა და  როდის ჩამოყალიბდა როგორც რელიგია?

– ქრისტიანობა, თუ  მას მხოლოდ ლინგვისტურ  და ისტორიულ ზედაპირულობით არ განვიხილავთ, სათავეს თითოეული ადამიანის სულში იღებს. ყოველი ადამიანი ცოდვით დაცემულ სამყაროში იბადება და შემოსვლისთანავე თანამონაწილე ხდება ყველა იმ მოვლენის, რომელითაც უწყვეტი ისტორიული კავშირი გვაქვს არყოფნის მიღმა მყოფ შემომქმედთან. ჩვენი სამყარო უსასრულობის შუაგულშია მოთასებული და რა  მიმართულებითაც არ უნდა გავიხედოთ, ყოველმხრივ უსასრულობის მოწმენი ვხდებით. ადამინიც აცნობიერებს რა ამ უსასრულობას ხვდება, რომ სამყარო  დაუსრულებლად დიდია და,  რომ ის მხოლოდ მის უმცირეს შუაგულში იმყოფება, გარშემო კი სრული, გონებამიუწვდომელი დაუსრულებლობაა.

უსასრულობის ფაქტი და არსებული ყოფიერების გააზრება, რომ არსებობს სიყვარული, არსებობს უკიდეგანობა და არსებობს სიცოცხლე, დედამიწიდან სამყაროში შემოსულ ადამინს მთავარ კითხვაზე  პასუხობს: ამ  სამყაროს უსასრულებლობის შუაგული  წერტილის შემომქმედი მხოლოდ უსასრულო სიყვარული და უსასრულო სიცოცხლეა.

ქრისტიანობა არის რწმენა, როდესაც შემოქმედმა შემოქმედებითი ერთობა დაამყარა ადამიანთან, ისტორიის საჭირო და მისგანვე განგებულ მონაკვეთში, რომელსაც წინ უძღოდა ცოდვისაგან გადაგვარებული კაცობრიობის სწორ რწმენასთან მისაყვანი ხანგრძლივი მომზადების პერიოდი. აქედან გამომდინარე,  შეგვიძლია ქრისტიანული რწმენა ორ ძირიად ნაწილად დავყოთ:

  • ქრისტეს მოსვლამდელი მაშიახის მოლოდინი,
  •  ქრისტეს მოსვლის შემდგომი  იესო-მაცხოვარის-მხსნელის  რწმუნებულობა.

ქრისტიანობა მოლოდინის რეჟიმში მყოფი მორწმუნეობაა, რომელიც კვლავ ელოდება მარადიული შემომქმედის, აწ უკვე, მარადიულად დაბრუნებას მის მიერვე შექმნილ სიცოცხლესთან, რათა მარადიულად ასაზრდოოს ისინი, არა მხოლოდ ბიოლოგიური სიცოცხლით, არამედ  აზიაროს იმ ყოფიერებას, რისთვისაც  სიცოცხლე ფასობს, რის გამოც სიცოცხლე შეიქმნა, როგორც სახარებაშია: „მე მოვედი, რათა სიცოცხლე ჰქონდეთ და უფრო მეტი ჰქონდეთ“(იოანე 10.10).

ქრისტიანობა, ღრმად გაცნობიერებული მორწმუნისათვის, „რელიგია“ ტერმინის საზღვრებს ცდება. რელიგიური ატრიბუტები, რომელიც რწმენის  ცხოველმყოფელობისათვისაა განკუთვნილი, საერთო ადამინურ მოთხოვნილებებზეა მორგებული, რაც რელიგიებს ერთმანეთისაგან ნაკლებად განასხვავებს. ქრისტიანობის რელიგიად აღიარება მრავალი მორწმუნისათვის, ისეთივე დამამცირებელია, როგორც ქრისტეს ავაზაკად შერაცხვა.  რადგან, ამას მოსდევს კითხვები, როდის გაჩნდა მარადიულობაზე სწავლება, როდის დაედო სათავე დაუბადებელის რწმენას და ა.შ.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ქრისტიანობა არაა რელიგია, ის ჩვენი სიცოცხლისა და ცხოვრებისაგან განუყოფელია, ჩვენი მარადიულობაში დაბრუნება და დროში განუსაზღვრელი მდგომარემაა,  თუმცა, ამავდროულად, მოიხმარს აუცილებელ რელიგიურ წესებსა და ატრიბუტებს.

რამ განაპირობა ქრისტიანობაში დაპირისპირება, რატომ მოხდა მისი გაყოფა?

– იმ დიდ მოვლენას, სანამ მაცხოვარი სამყაროს მატერიაში მოევლინებოდა, წინ უძღოდა კაცობრიობის შემზადება. ყველაზე ღვთისნიერი აბრაამ-სარას მოდგმა აღმოჩნდა და უფალმაც „გამოირჩია ერი, რომელი წინასწარ სცნა“. თუმცაღა, თვით ყველაზე შემზადებულმა ერმაც სათანადოდ  ვერ მიიღო უფალი. ბუნებრივია, წარმართებისათვის ეს გაცილებით რთული იქნებოდა. შედეგად, ქრისტეს მოციქულების ქადაგებას წინ დიდი წინააღმდეგობები ეღობებოდა. არსებული რელიგიები და დამკვიდრებული ეთნო რწმენა-ჩვეულებები არ თმობდნენ პოზიციებს, უფრო მეტიც, ცდილობდნენ ქრისტიანობა მოერგოთ და მათთვის სასურველი სახით განევრცოთ და დაემკვიდრებინათ.

ღმერთზე წარმოდგენების სიმრავლემ, მრავალაღმერთიანობამ ქრისტიანობაში საკუთარი რწმენითი განსაზღვრებები შეიტანა. მან ქრისტიანობის არსს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. მოციქულთა მიერ დატოვებულ სწავლების მტკიცედ დამცველთა და ამ სწავლებებისადმი ლიბერალურად განწყობილ ქრისტიანებს შორის დაუსრულებელი  ისტორიული წინააღმდეგობა გაჩნდა, რამაც დროთა განმავლობაში მასიურად შეკრული დაჯგუფებები გააჩინა, შედეგად მივიღეთ მრავალი სახის ქრისტიანული რწმენა-მოძღვრება.

სახარება, წიგნი, რომელიც პირველი ეკლესიის სიყვარულის, ერთობისა და სიმტკიცისათვის დაიწერა, ყველაზე მეტად, ახალი ქრისტიანული მიმდინარეობების ჩამოსაყალიბებლად და მათი გამართლებისთვის იქნა გამოყენებული.

დღესაც კი,  არ არსებობს ევანგელიით დაფუძნებული არცერთი ეკლესია, სახარებით მხოლოდ უკვე არსებული ეკლესიებიდან გამოყოფის  ფაქტები ვიცით.

ეკლესია უფალმა დააფუძნა და ის უკვე არსებობდა. მოციქულებმა კი სახარება უფალის  მიერ დაფუძნებულ ეკლესიას, მეტი სიმტკიცისა და ცოდნისათვის დაუწერეს.

მამაო, განხეთქილების შედეგად რომელი მიმდინარეობები წარმოიქმნენ და რამ შეუწყო ხელი მათ გავრცელებას მსოფლიოში?

– პირველი მიმდინარეობა იუდაურ წიაღში წარმოიშვა. სახარებაში მოთხრობილია, თვით მაცხოვრის დედამიწაზე ყოფნისას, იყო ადამიანი ვინც უფლის სახელით ქადაგებდა და  კურნავდა, მაგრამ მოციქულებს მაცხოვართან არ მიჰყვებოდა. მაცხოვარის ამაღლების შემდეგ,  გამოჩდნენ ისეთი მოშურნე იუდეველ-ქრისტიანები, რომლებიც იუდაურ წეს-ჩვეულებებს არ თმობდნენ და თავიანთ ტრადიციებს  ქრისტიანობის ნაწილად თვლიდნენ. მოციქულებმა ქრისტიანული ცნების მტრებს, მათ შორის მკვიდრ მამულიშვილებს, მკაცრი წინააღმდეგობა გაუწიეს. თუმცა, მოგვიანებით ქრისტიანული ეკლესიების მრავალფეროვნება გაიზარდა. მათ გავრცელებას კი ხელი შეუწყო: მრავალფეროვანმა  რელიგიურმა ასოციაციებმა, ეროვნულმა იდეებმა, ეთნო დემოგრაფიულმა ზრდამ, პოლიტიკური ზეგავლენების ცვლილებებმა და სხვა მრავალმა ყოფითმა მიზეზბმა, რაც საღვთო წერილით, უაღრესად მნიშვნელვან მოვლენად ითვლება.

ქრისტიანული განხეთქილებები შესაძლებელია ასე დაჯგუფდეს:

  • გნოსტიკური სწავლებები: მანიქეველები, მარკიონიტები, დოკეტები, კარპოკრატები, ბორბორიტები და ა.შ.
  • ტრინიტარული უთანხმოებები: საველიანობა, არიანელობა, მაკედონიანელობა, ტრითეიზმი და ა.შ.
  • ქრისტოლოგიური ერესები: აპოლინარობა, ნესტორიანელობა, მონოფიზიტობა, მონოთელიტობა.
  • ეკლესიოლოგიური მწვალებლობები: მონტანიზმი, დონატიზმი, ბორბორიტები, ფილეტიზმი და ას.შ
  • საეკლესიო განხეთქილებები: უნიატები, ძველმოწესეები, ძველმესტილეები…

დღეისათვის ძირითადი ქრისტიანული მიმდინარეობები  ასე გამოიყურება: რომაულ-კათოლიკური, პაპისტური ეკლესია, მონოფიზიტური ეკლესიები, ნესტორიანული ეკლესია, პროტესტანტული ეკლესიები, ძველმესტილური მართლმადიდებლური ეკლესიები და რუსულ ძველმოწესეთა ეკლესია.

მამა მიქაელ მოკლედ, რომ გვიამბოთ ამ რელიგიური მიმდინარეობების შესახებ. ძირითადად რა განსხვავებაა მათ შორის და რაში თანხმდებიან ერთმანეთს?

– რელიგიები ძირითადად თანხმდებიან უხილავი შემოქმედის რწმენაში, რომ ყველაფერი, რაც რამ გონიერი, ცოცხალი, მატერიალური და არამატერიალური არსებობს, ვიღაცისაგან უნდა გაჩენილიყო და წარმოშობილიყო – დაუბადებელი და მარადიულად არსებული, უგონიერესი არსებისაგან. ძირითადი  განსხვავება კი, ღმერთის პიროვნულ თვისებებსა და უფლის არსების შესახებ ცოდნაშია: ერთთნი მოიაზრებენ ქრისტეს, როგორც ნახევარ ღმერთს; მეორენი მოგვიანებით გაღმერთებულს; სხვანი შექმნილ ღმერთად აღიარებენ მას, ან ტიტულატურ უფლად. ზოგი მათგანი წარმოიდგენს, რომ მაცხოვარი გამოცხადება-მოჩვენებითად განკაცდა. არიან ვინც ფიქრობს, რომ თითქოს ცოლი ყავდა. ნაწილი სამების სუბორდინაციას აღიარებს, ან სამღმერთობას ემხრობა და ა.შ.

ადამიანი ღვთის ხატია, ამიტომ, რამდენადაც სწორად იცის ღმერთი, იმდენად დადებითი შედეგიანი აქვს მისი სწრაფვას უზენაესი მიზნისკენ. „სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი?!“(მათე 6:22-23).

ქრისტიანობაში, ქრისტეს შესახებ სწორი ცოდნა და სწავლება,  ღვთის თაყვანისცემის უმნიშვნელოვანეს მაცხოვნებელ  პირობად ითვლება: „ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს.“ (იოანე 5.24)

რამდენი ხნის ისტორია აქვს თითოეულ მათგანს  საქრთველოში.  რაიმე დაპირისპირება ხომ არ არსებობს და რამდენად დაცულია დღეს მათი უფლებები ჩვენ ქვეყანაში?

– საქართველოში ქრისტიანულ მიმდინარეობებზე მეტად, ზოგ რელიგიას უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს. აქ რელიგიები, ძირითადად ეთნო-კომფლიქტური დაპირისპირებით ხასიათდება, ამიტომ  ბარიერები მუდმივად არსებობდა, რასაც უამრავი ქართველი მოწამის სისხლიც ადასტურებს. ამ დაპირისპირებების საშიშროება ჩამქვრალ ვულკანს წააგავს, რადგან მიდგომები რწმენისადმი, ჩვენ მეზობელ ქვეყნებში დიდი რელიგიური შეუწყნარებლობით გამოირჩევიან. თუმცა,   საქართველო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, მაღალ დონეზე იცავდა და პატივსცემდა სხვა რელიგიური შეხედულებების მოქნე პირთა უფლებებს.

მამაო, მსოფლიო საეკლესიო კრების მნიშვნელობასა და მის კომპეტენტურობაზე რას გვეტყვით. რამდენად სამართლიანია მისი გადაწყვეტილებები?

– მსოფლიო საეკლესიო კრებას იწვევდნენ და აფინანსებდნენ იმპერატორები, სადაც ქრისტიანი საეკლესიო იერარქებისაგან შემდგარ სხდომებზე ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება-დამტკიცება. იგი „მსოფლიო“ იმპერატორ-ავტორის სახელს ატარებს და ხატებზეც ამ ფორმით იწერება (ყოველი კრების თავ-შუაში მსოფლიო იმპერატორია გამოსახული).

კრებები ძირითადად კონკორდატული კანონების შექმნას ისახავდა მიზნად, ანუ იმ საეკლესიო, სააქტო ხელშეკრულებების მიღებას, რომელსაც კრების მეშვეობით სახელმწიფო  სტატუსიც მიენიჭებოდა. ეკლესიის მესვეურნი ასეთ  დიდ შეკრება-ერთობას საუკეთესო ხელსაყრელ პირობად მიიჩნევდნენ, რადგან შიდა საეკლესიო საკითხებს უთანხმებდნენ ერთმანეთს,  ადასტურებდნენ ძველი ეკლესიის რწმენას და თავიანთ აღმსარებლობას კიდევ უფრო ამყარებდნენ.

მსოფლიო კრებებმა  მრავალი საკითხზე იმსჯელა, აქედან გამომდინარე, მისი კომპეტენტურობა, ამ საკითხების დეფინაციაზეა დამოკიდებული. თავად მსოფლიო კრება, წინა საყოველთაო, სამოციქულო და ადგილობრივი კრებების ოქმებს, ასევე ზოგიერთი ეკლესიის წმინდანების განსაზღვრებებს ეყრდნობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოებრივ-საეკლესიო მსოფლიო კრება, არ აღემატება ადგილობრივი კრებებისა და საეკლესიო მოღვაწეების გადაწყვეტილებებს, არამედ მათი გამგრძელებელია. რაც შეეხება სახელმწიფოსთან მიმართებაში შემუშავებულ არაეკლესიოლოგიურ-დოგმატურ, არამედ ადმინისტრაციულ  წესებსა და განჩინებებს, ისინი ზოგჯერ, თავადვე იცვლებოდა მომდევნო მსოფლიო საეკლესიო კრებებზე და  ადგილობრივი საპატრიარქოების მიერ. ეს საკითხი მრავლისმომცველია,  ამდენად, უკეთ გააზრებისათვის,  საეკლესიო სამართლის სპეციალურ ცოდნასა და მეტ გამოცდილებას საჭიროებს.

თქვენი აზრით, დღეს არის რაიმე საფუძველი იმისა, რომ ეს რელიგური მიმდინარეობებიც დანაწევრდნენ და რა საფრთხე შიძლება მოუტანოს ამან  მორწმუნე საზოგადოებას?

– წინასწარ თქმა ძნელია, გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დანაწევრებისა და დაშლის საფრთხე ყოველთვის არსებობს, საფრთხის ამპლიტუდას კი  დანაწევრების მიზეზით თუ განსაღვრავს ვინმე…

მამა მიქაელ, რამდენად რეალურია ქრისტიანობის კვლავ ერთ რელიგიად ჩამოყალიბება. ჰყავს ამ იდეას მომხრეები?

– ყველაფერი შესაძლებელია. თუ ადამიანი, ღმერთისა და მოყვასის სიყვარულით, იმდენად გაითავისებს  უფლის სიმართლეს, რომ მისი მცდელობები კოლექტიურ ნებაში გადაიზრდება, რასაც ვეღარაფერი დააბრკოლებს. უფლის მოწოდება და სურვილიც ესაა: „იყვენნ ერთ, ვითარცა ჩვენ ერთ ვართ“. ასევე, ყოველდღიურ საეკლესიო წირვა-ლოცვის მასხურებაში ჩვენ ვლოცულობთ „მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა (მთელს დედამიწაზე მშვიდობისათვის), კეთილად დგომისა წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა (მართლმდიდებლური ეკლესის სამრევლოების ღვთისნიერების შესანარჩუნებლად) და ყოველთა ერთობისათვის (და ყველას ჭეშმარიტებაში გაერთიანებისათვის)“.

ეკლესიების გაერთიანება ღვთის სიმართლისა და ქრისტიანული რწმენის საფუძვლის დათმობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. სხვა მხრივ, ასეთი ერთობა ყველაზე ამაღლებული და სრულყოფილი საღმრთო სიყვარულის აქტია და ყოველი ნამდვილი მორწმუნე ამაზე უნდა ოცნებობდეს.

დღეს ეკლესიებს შორის დიალოგის მრავალი მცდელობაა. იმართება კომფერენციები, სვადასხვა სტატუსის მქონე შეხვედრები და მოლაპარაკებები. რაც დრო გადის, ეკლესიები უფრო კარგად სწავლობენ ერთმანეთს და მეტი გაანალიზებისა და სწორი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა ეძლევათ. პასუხს დავასრულებ მაცხოვრის მიერ გამოთქმული ნატვრის სიტყვებით: „რამდენჯერ (მრავალჯერ) ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ…“ (მათე 23.37)

ესაუბრა

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share4Tweet3

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

საინტერესო

ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა – დაღუპულია სამი ადამიანი

ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა – დაღუპულია სამი ადამიანი

2 years ago

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში საქართველოს შესახებ მსჯელობა გაიმართება

10 years ago
შსს-მ ონში დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი

თბილისში, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს

6 years ago
ქრთამის აღების ფაქტზე ახალქალაქის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე ახალქალაქის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

11 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by