• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისში საცობებს ტრამვაი და საბაგირო განმუხტავს

11 years ago
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
თბილისში საცობებს ტრამვაი და საბაგირო განმუხტავს
5
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისი ასეთი გადატვირთული ქუჩებით სექტემბრის დასაწყისში პირველად ვნახე. მაშინ, როდესაც ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისიდან ბოლოში გასვლისთვის 20 წუთი დამჭირდა, მიხვდი, რომ ასეთი ფაქტი ჩემი პირადი გამოცდილებიდან არ მახსენდება და სხვისგანაც არასდროს მსმენია. ქალაქში გადაადგილება ძალიან არაკომფორტული და დამღლელი გახდა. ამასთან, არაფრის კეთებაში იკარგება ჩვენი დროის მნიშვნელოვანი ნაწილიც, რაც დღევანდელ სამყაროში ჩვენს პროდუქტიულობას პირდაპირპროპორციულად ამცირებს.

დამეთანნხმებით, მანქანების სრულიად თავისუფალი მოძრაობა ჩვენს ქალაქში არც არასდროს ყოფილა, მაგრამ დღეს არსებული მდგომარეობა ყველანაირ ზღვარს სცდება და ეს არ არის მხოლოდ „გამოუცდელი“ მძღოლების ბრალი. ჩვენს წინაშე ბევრი ცალკეული პრობლემის კომპლექსური ჯაჭვია, რომლის მოგვარებაც უკვე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. „თბილისი თაიმსი“ აღნიშნული საკითხით დაინტერესდა. ჩვენ შევეცადეთ, თქვენთვის დღეს არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეგვეგროვებინა.

რა ქმნის დღეს საცობებს? როდის განიმუხტება მოძრაობა? რას გეგმავს მერია იმისთვის, რომ ეს პრობლემური საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს თბილისში მცხოვრებთა დღის წესრიგდან? – ჩვენ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცადეთ. „თბილსი თაიმსი“ მიმდინარე იმ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, რომლებიც ქალაქში საცობებს ქმნიან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის პრესსამსახურის უფროსს, ლაშა ჩხიკვიშვლს ესაუბრა. გამართული მოძრაობის აღდგენისთვის საჭირო ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ კი ტრანსპორტს საქალაქო სამსახურს დავუკავშირდით:

1346_1070367155386_2152_nლაშა ჩხიკვიშვილი:

თუ საცობი მიმდინარე პროექტის გამო არსებობს, ეს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კომპეტენციაა.  რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, მდინარე დიღმულაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი  ვადაზე ერთი თვით ადრე, დაახლოებით ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება. რაც შეეხება ბარათაშვილის ხიდს, მისი გაახლებაც განსაზღვრულ ვადაში, გაზაფხულზე დასრულდება.  ახალი გზის  დაახლოებით 80პროცენტი უკვე გახსნილია. გმირთა მოედნიდან თამარაშვილის მიმართულებით გახსნილია ერთი ზოლი მთლიანად, რომელიც უკავშირდება როგორც ვაკეს, ასევე საბურთალოს. ვგულისხმობ ვაკის პოლიციასთან ასასვლელს, ჩიქოვანის (ხილიანის) ქუჩიდან ასახვევს. ასევე თამარაშვილის და ბახტრიონის გვირაბის მიმართულებით გზა ჩვეულებრივად თავისუფალია. თამარაშვილიდან ვაკის მიმართულებით ერთადერთი შეზღუდვა გმირთა მოედნის მიმართულებით არსებობს იმიტომ, რომ დაზიანებული გვირაბის ნაცვლად შენდება ხიდი, რომლის დასრულებაც გარკვეულ დროს მოითხოვს.  საბოლოოდ გზა, დაახლოებით, ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნება. რაც შეეხება დანარჩენ პროექტებს, აღმაშენებლის ხეივანზე საცობების განტვირთვის მიზნით, დიდ დიღომში წლის ბოლოსთვის მეორე შემოსასვლელი გაიხსნება. ეს იქნება აღმაშენებლის ხეივნიდან მუხადგვერდისკენ გადასასვლელი პანდუსი. 70-იან წლებში ეს ხიდი დაპროექტდა და აშენდა, თუმცა, გარკველი ხარვეზების გამო, არასდროს ფუნქციონირებდა.  დღეს მისი რეაბილიტაცია მიმდინარეობს, დეკემბერში გაიხსნება და აღმაშენებლის ხეივანს განმუხტავს. ეს პანდუსი საუნივერსიტეტო დასახლებასაც დაუკავშირდება.

სამომავლოდ რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ მოძრაობის განსამუხტად?

წლევანდელი წლის ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც არ განხორციელდა, იყო პუშკნის ქუჩაზე გარდამავალი ესტაკადა. იდეაში, მოძრაობა ამ ადგილზე ორმხრივი გახდებოდა, თუმცა ეს პროექტი იყო წუნიანი და ჩვენმა სამსახურმა და ლაბორატორიამ დაიწუნა. ვვარაუდობთ, რომ თუ მომავალი წლისთვის ვინმე კარგ და ლოგიკურ პროექტს შემოიტანს იმისათვის,  რომ ქალაქი საცობებისგან განმუხტოს და არა პირიქით, ჩვენ მას განვახორციელებთ. რაც შეეხება 2016 წლის პოექტებს, უამრავი იდეა არსებობს, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ ბიუჯეტთან ვართ მიბმულები. რა ბიუჯეტიც გვექნება, იმის შესაბამისად განხრცელდება პროექტებიც. ახლა მე, რომ თქვენ რამდენიმე პროექტი ჩამოგითვალოთ და მომავალ წელს შესაბამისი ბიუჯეტი არ იყოს, აღმოჩნდება, რომ მე ეს დავაანონსე, თუმცა ვერ განვახორციელეთ. ამიტომ, წინაწარ ამაზე საუბარი ძალიან რთულია. როგორც კი დამტკიცდება ბიუჯეტი, ჩვენ ახალი პროექტების შესახებ ლაპარაკიც შეგვეძლება. დაახლოებით 8 დიდი პროექტია. ერთ-ერთი მათგანია, მაგალითად, ლოჭინის გზის გაფართოების პროექტი. ამჟამად მახათას მთაზე გადასასვლელი პროექტიც მუშავდება და თუ ისყველა ეტაპს გაივლის და იქნება ლოგიკური, განხორციელდება კიდეც.

1355398212_meria3211_2ქ. თბლისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური:

თბილისის მერია აქტიურად მუშაობს საცობების საკითხთან დაკავშირებით. უახლოეს წლებში განსახორციელებელია სხვადასხვა სახის კომპლექსური ღონისძიებები:

ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტრანსპორტის განვითარების გეგმის დამუშავებაა – დედაქალაქში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წლების განმავლობაში სოლიდური ინვესტიციები განხორციელდა, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული ქმედებები იყო ცალკე მდგომი პროექტები, რომლებსაც ლოკალური ხასიათი გააჩნდათ და პრობლემის კომპლექსურ გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფდნენ. არსებული პრობლემატიკის გათვალისწინებით, საჭიროა კომპლექსური, მასშტაბური მიდგომების ჩამოყალიბება, რაც ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმის გარეშე წარმოუდგენელია. დედაქალაქი საჭიროებს განვითარება-განახლებას როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მოძრაობის ორგანიზების და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის კუთხით.

ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმა იქნება სტრატეგიული დანიშნულების დოკუმენტი, რომელიც მიმოიხილავს ყველა პრობლემატურ საკითხს, მოახდენს პრობლემების იდენტიფიკაციას და მათი მოგვარების ოპტიმალურ გზებს დაადგენს. ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმის ერთ-ერთი მიმართულება შეეხება დაუყოვნებლივი, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ქმედებების ჩამონათვალს, რომლის განხორციელებაც დედაქალაქში მობილობის პრობლემას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხსნის.

ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმის კომპონენტებია:

    საგზაო  ქსელი ს მოწყობა

აუცილებელია ერთიანი, ეფექტური, დროის დამზოგავი საგზაო ქსელის შექმნა და საცობებისა და ურბანული ბარიერების შედეგების მაქსიმალურად შემცირება სატრანსპორტო სექტორის შემდგომი მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დღესაც არსებობს საპროექტო მოსაზრება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს საგზაო ქსელის განვითარებას  და ამ პროექტების განხორციელება ტრანსორტის გენერალურ გეგმაზე მუშაობის პარალელურადაა შესაძლებელი. აღნიშნულ პროექტებზე მერია მუშაობს და მომავალ წელს პროექტების ნაწილის განხორციელება დაიწყება. აღნიშნული პროექტები ითვალისწინებს როგორც ახალი გზებისა და ხიდების მშენებლობას, ასევე ახალი სატრანსპორტო კვანძების მოწყობას.

მოძრაობის ორგანიზაცია

აღნიშნული კომპონენტი მოიცავს არსებული მოძრაობის სქემის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო სქემის ოპტიმიზაციას და, ინფრასტრუქტურის პერსპერქტიული განვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი მოძრაობის ორგანიზების მოდელის შემუშავებას. 

პარკინგის  სტრატეგია

პარკინგის სტრატეგია გულისხმობს დედაქალაქის მასშტაბით საპარკინგე ადგილების საჭიროების განსაზღვრას, საპარკინგე ადგილების მოწყობის და მართვის ოპტიმალური ღონისძიებების შემუშავებას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ პარკინგის სტრატეგიის ჩამოყალიბემადე და ამ სფეროში არსებული პრობლემატიკის გრძელ ვადაში მოგვარებამდე მერიამ უკვე დაიწო თანამედროვე ტექნოლოგიების ავტოსადგომების მოწყობა-მართვის პროექტის განხორციეოლება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სათანდო გამოცდილების მქონე კონსულტანტის მოძიება-შერჩევის პროცესი, რომლის დასრულებიდან 4 თვეში მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება, პროექტის იმპლემენტაცია მოახდინოს.

მულტიმოდალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონცეფცია

ურთიერთდაკავშირებული სხვადასხვა სატრანსპორტო სახეობის ერთიანი, ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბება ერთის მხრივ აამაღლებს მომსახურების ხარისხს, ხოლო მეორეს მხრივ უზრუნველყოფს მოძრავი შემადგენლობის ოპტიმალურ გამოყენებას. ამასთან, აუცილებელია, რომ ტრანსპორტის არსებულ სახებობებთან ერთად განხილული და შემოთავაზებული იქნას სხვა ტიპის (მაგ. ტრამვაი, საბაგირო) სატრანსპორტო ქსელის განვითარება, რაც არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ სატრანსპორტო ქსელის განვითარების ეტაპს წარმოადგენს.

არამოტორიზირებული ტრანსპორტი (ველო ბილიკები, საფეხმავლო ინფრასტრუქტურა)

თბილისს დღეს არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამგვარი ქსელი თანამედროვე ქალაქის აუცილებელი რეკვიზიტია. მისი სტიმულირება არა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების შემცირებას და მოძრაობის განტვირთვას გამოიწვევს, არამედ გაზრდის უსაფრთხოებას, შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებს და გააუმჯობესებს ეკოლოგიურ გარემოს. შესაბამისად, აუცილებელია დედაქალაქის მასშტაბით, ქალაქის განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე და ასევე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შემუშავდეს შესაბამისი კონცეფცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება საფეხმავლო და ველობილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ავტობუსების პარკის განახლება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე; მომავალ წელს იგეგმება ავტოპარკის განახლება ახალი ავტობუსებით, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტის და ადაპტირებული შშმ პირებზე. ასევე იგეგმება თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების ახალი საექსპლუატაციო ბაზის მშენებლობა, რომლის დასრულებაც ასევე მომავალ წელს არის დაგეგმილი.

მუნიციპალური განვითარების სააგენტომ უკვე დაიწყო ახალი მეტროსადგურის მშენებლობა, რაც ქალაქისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ყველაზე რთული მონაკვეთები, სადაც პიკის საათებში ავტომობილით გადაადგილება გართულებულია:

პიკის საათებში მოძრაობა გართულებულია: მეტრო სადგურ ახმეტელის თეატრთან (გლდანში); აღმაშენებლის ძეგლთან; მარშალ გელოვანის გამზირზე ვეფხვი და მოყმის ძეგლთან; გაგარინის მოედანზე; შარტავა–ბულაჩაურის კვეთაზე; ბულაჩაური-პეკინის კვეთაზე; სააკაძის მოედნიდან საბურთალოს ქუჩაზე შესასვლელთან; სასტუმრო აჭარასთან მიროტაძის ქუჩაზე; ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნისაკენ; ერისთავის ქუჩის და წერეთლის გამზირის კვეთაზე; წინამძღვრიშვილის ქუჩის და თამარ მეფის გამზირის კვეთაზე; ვარაზისხევში; მარჯვენა სანაპირო ლაგუნა ვერესთან და მშრალი ხიდის მიმდებარედ; ჯავახეთის ქუჩაზე მეტრო ვარკეთილთან.

 მასალა მოამზადა

თეა ღვინაძემ

თეა ღვინაძე

Share2Tweet1

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა
ახალი ამბები

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს
ახალი ამბები

გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს

05/07/2026

საინტერესო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა

7 years ago
რომის პაპი -ვფიქრობ სტამბოლზე, აია-სოფიაზე და ძალიან დამწუხრებული ვარ

რომის პაპი -ვფიქრობ სტამბოლზე, აია-სოფიაზე და ძალიან დამწუხრებული ვარ

6 years ago
გიორგი მარგველაშვილს ახალი მრჩეველი ჰყავს

“პრეზიდენტის ამ სასახლეში ყოფნა სამართლებრივად გამართულია”

10 years ago

” “რუსთავი 2″-ის დღევანდელი მენეჯმენტი იღებს დავალებებს იმ პირებისგან, რომლებსაც ამის უფლება არ აქვთ”

11 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by