• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თაფლის ლაბორატორიული კვლევა ევროპული სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
თაფლის ლაბორატორიული კვლევა  ევროპული სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

5497210beb009სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში (LMA) ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისი  თაფლის კვლევების სრულის სპექტრის დანერგვა მიმდინარეობს. ეს მნიშვნელოვანია როგორც  ზოგადად მეფუტკრეობის დარგის აღორძინებისთვის, ასევე ქართული თაფლის  სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტირების ხელშეწყობისთვის.

თანამედროვე კვლევის მეთოდებით თაფლის პროდუქტის შემოწმებისას მოხდება ისეთი რთულად გამოსაკვლევი მახასიათებლების განსაზღვრა, როგორიცაა ანტიბიოტიკების და პესტიციდების შემცველობა. აღნიშნულ მახასიათებლებზე კვლევას  ევროკავშირი სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის საფუძველზე ითხოვს. იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა, საკუთარი პროდუქციის რეალიზება ევროკავშირის ბაზარზე  მოახდინოს, ექსპორტირებული საქონელი ამ ქიმიურ ნაერთებს არ უნდა შეიცავდეს.

მეფუტკრეობის დარგის განვითარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ევროკავშირის სტანდარტის კვლევების დანერგვის  უზრუნველყოფისთვის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ უახლესი, მაღალტექნოლოგიური  აპარატურა შეიძინა, რამაც შესაძლებელი გახადა აღნიშნული კვლევების საქართველოში ჩატარება.

აღსანიშნავია, რომ  LMA-ში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების  შედეგები აღიარებულია როგორც  ქვეყნის შიგნით, ასევე  საერთაშორისო მასშტაბით. ამას განაპირობებს  2014 წლის მარტში ლაბორატორიის მიერ მიღებული ISO 17 025 საერთაშორისო აკრედიტაცია ANAB-დან (ANSI-ASQ National Accreditation Board), რაც საშუალებას აძლევს ლაბორატორიას ჩატარებული კვლევის შედეგები საერთაშორისო მასშტაბით იქნეს აღიარებული.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA)  გაფორმების შემდეგ, საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. საერთაშორისო დონის ლაბორატორიის არსებობა DCFTA-ის გათვალისწინებული ვალდებულებაც იყო.

მეფუტკრეობის დარგი, თავისი პოტენციალიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად,   შემუშავდა პროგრამა, რომელიც   მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებას,  განვითარებას, ხელშეწყობას და საწარმოო პროცესებში მაქსიმალურ ჩართვას ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ  პროგრამის ამოქმედება ხდება საბაზო წერტილიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლაბორატორია თაფლის 1 ნიმუშის ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად კვლევას რეგლამენტით გათვალისწინებულ  სრულ სპექტრზე,  მეფუტკერობის კოოპერატივებს შესთავაზებს  სრულიად უსასყიდლოდ (2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით).

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის სურსათის უვნებლობა  სავალდებულო მოთხოვნაა არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე, არამედ  ქვეყნის შიგნითაც, რასაც  არეგულირებს „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სურსათის კვლევის დეპარტამენტში მ.წ  1იანვრიდან   23  სექტემბრის ჩათვლით,  თაფლის ხარისხობრივ კვლევაზე სულ შემოსულია  102 ნიმუში,  აქედან  47 ნიმუშს ჩაუტარდა სრული კვლევა.  53 ნიმუში  გამოკვლეულ იქნა ნატურალობაზე (ჰიდროოქსიმეთილფურფუროლის  აღმოჩენა), საიდანაც მხოლოდ 1 ნიმუში აღმოჩნდა არანატურალური.

ლაბორატორიულ ქსელში თაფლის დიაგნოსტირებისათვის  წარმოდგენილი  ნიმუში უნდა იყოს არა-ნაკლებ 400 გრამის რაოდენობის და ინახებოდეს სუფთა, დახურულ ჭურჭელში.

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

ქვემო ქართლს ახალი გუბერნატორი ყავს

ქვემო ქართლს ახალი გუბერნატორი ყავს

9 years ago

ვლადიმერ ბედუკაძე ხვალ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს

13 years ago

ელექტრონული ლიცენზირების ახალი პროგრამა შემუშავდა

10 years ago
გიორგი ჟორდანია გადადგა

გიორგი ჟორდანია გადადგა

12 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by