• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, September 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

BBC: ბოლო ცნობები თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე – როგორია ნატოსა და ვაშინგტონის პოზიციები?!

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
BBC: ბოლო ცნობები თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე – როგორია ნატოსა და ვაშინგტონის პოზიციები?!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თურქეთის სამთავრობო ხელისუფლების წარმომადგებლები წარსულში ღიად აცხადებდნენ, რომ ქვეყანას პარტიზანულ და ტერორისტულ ორგანიზაციებთან პრობლემები ყოველთვის ჰქონდა. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკამ და დანაშაულებრივი ფაქტების სწრაფად აღკვეთამ ეს პროცესები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საგრძნობლად აღკვეთა.

ზაფხულის მიწურულს დედაქალაქში ტერაქტებისა და გასროლის ხმამ იმატა. სამწუხარო ის არის, რომ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად ხდება თურქ სამხედროებთან და სამართალდამცავებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება.

ვითარების განსამუხტავად ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა, ჯერ კიდევ, ზაფხულის თვეში შეხვედრა გამართა. ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 მუხლის თნახმად, აუცილებელია რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა კონსულტაციები გაუწიონ ერთმანეთს, იმ შემთხვევაში თუ, ხელმომწერი ქვეყანა ჩათვლის, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.

თურქეტი

29  სექტემბრის ინფორმაციით,  თურქეთის სამხედრო ძალებსა და ქურთ ამბოხებულებს შორის დაძაბულობის მატების შედეგად, თურქეთის მთავრობა ჩრდილოეთ ერაყში ამბოხებულების ბანაკების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების გატარებას მოითხოვს.

BBC-ის ცნობით, დასავლელი ექსპერტებისთვის თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ადამიანურ თუ სხვა მნიშვნელოვანი რესურსების დაკარგვასთან ერთად, თურქეთს მხარს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც უჭერს.

ნატო, ჯერ კიდევ, აგვისტოს შუა რიცხვებში უჭრდა მხარს  თურქეთის სამხედრო ოპერაციას სამხრეთ საზღვრის გასწვრივ წესრიგის შესანარჩუნებლად. BBC-ი ციტირებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას:

„ნატო ყურადღებით აკვირდება არსებულ ვითარებას თურქეთის ტერიტორიაზე, ჩვენ ვრჩებით სოლიდარულები ჩვენი თურქი პარტნიორების მიმართ.“

ამ განცხადებას ქურთი ამბოხებულებისგან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა, ისინი სპეციალურ განცხადებებს ავრცელებენ ონლაინ მედიის საშუალებით და ამბობენ, რომ სამხედრო პოზიციები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებოდა თურქეთის მიერ დაბომბილ იქნა. მათივე თქმით, ასევე თურქეთის ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, პირველ რიგში, ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაა.

11778104_1051074148257194_1480175549_n

კვირის დასაწყისში თურქეთმა ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ქურთი მუშათა პარტიის ბაზები დაბომბა.

თურქული მხარე აცხადებს, რომ მთავრობის მცდელობა, 26 წლიანი კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულებულიყო, სამწუხაროდ, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

BBC-ი ცნობით, თურქეთის მარცხს, ერაყის ტერიტორიაზე დაბანაკებულ ქურთ მეამბოხეებთან ბრძოლაში, ერაყის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთებიც განსაზღვრავენ,

ოფიციალური ანკარა ეჭვობს, რომ იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ჩრდილოეთ ერაყელი ქურთები ქურთთა რეგიონალური მთავრობის დაქვემდებარებაში არიან, მათ თურქეთში მცხოვრებ ქურთებზე ერთგვარი გავლენა მაინც აქვთ. ამას თან ისიც ერთვის, რომ ორ ქვეყანაში მცხოვრებ ქურთებს შორის ურთიერთობა დიპლომატიურმა კავშირმაც გააძლიერა.

უნდა ითქვას, რომ აღმდგარია სავაჭრო ურთიერთობებიც. დასავლელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ნატოს ოფიციალური პოზიციის მიუხედავად, თურქეთი აშშ-სგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს.

ბოლო მონაცემებით, უშუალოდ თურქეთის მასშტაბით, ქურთების პარტიის ოფისები, მათი მომხრე მედია საშუალებები და ქურთების კუთვნილი მაღაზიები დარბეულია. შეჩერებულია ქურთულ პროვინციებში თურქეთის სხვა ქალაქებიდან საჰაერო მიმოსვლაც. ამას თან სდევს ის ფაქტიც, რომ ქურთული პროვინციიდან მომავალ ავტობუსებზე გახშირებულია თავდასხმები.

12055177_1051074271590515_1831297459_o

ბრიტანული გამოცემა სტატიის ბოლოს აღნიშნავს, რომ ანტიქურთული მოძრაობა ინტერნეტის მეშვეობით შეიქმნა. მოძრაობამ, რომელის წევრიც სამასზე მეტი ნაციონალისტია ქურთების კუთვნილი ასამდე შენობა დაარბიეს.

აშშ  ნატო-სგან განსხვავებით, მკვეთრად მოუწოდებს თურქეთს, რომ დროთა განმავლობაში სამხედრო ოპერაციები შეაჩეროს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება დაიწყოს. თურქეთისთვის კი მნიშვნელოვანია აშშ-ს მხარდაჭერა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დროისთვის სხვა დანარჩენ ღონისძიებებთან ერთად, ანკარა საერთაშორისო ანტიტერორისტულ კანონს  იყენებს და ქვეყანაში მცხოვრებ პროქურთული პარტიის წევრებს აპატიმრებს.

როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ ანკარამ ქურთების რეგიონალურ მთავრობას ორასამდე ქურთი მეამბოხის გვარი გადაუგზავნა და მათი თურქეთისთის გადაცემა მოითხოვა.

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

ნათია

ShareTweet

ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა
ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა

09/03/2026
მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026

საინტერესო

სალომე ზურაბიშვილი: “არა ვარ კანდიდატი რამეთუ ნათელი იყო რომ ისევ დამბლოკავდნენ”

12 years ago
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის  პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

11 years ago
მთავრობამ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელა

მთავრობამ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელა

11 years ago

როგორ ვუმკურნალოთ აკნეს?! – რჩევები ექიმ-დერმატოლოგისგან

8 years ago

ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა
ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა

09/03/2026

41 წლის ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა და ფინანსისტმა, რომლის ცხოვრებაც ჯონ ლე კარეს ჯაშუშურ რომანს წააგავს, ჰიბისკუსის დაცულ კუნძულზე მდებარე ახალაშენებული მაიამის...

მეტის ნახვაDetails
მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა 09/03/2026
  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by