• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსოფლიოში ყველაზე ძვირი მართლმსაჯულების ორგანოა

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„ახალგაზრდა ადვოკატები“ – „ნარჩენების მართვის კოდექსში“ არსებული ჯარიმების მიზანშეწონილობის საკითხი გადასახედია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

advokatebiორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხარჯვითი ნაწილი შეისწავლეს, განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მხარჯველ საჯარო დაწესებულებად შეიძლება ჩაითვალოს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ლაშა ციბაძის განცხადებით, შესწავლილ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების, სასამართლოს წევრების (მოსამართლეების) ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 2007 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით და ამავე პირთა მივლინებების, სახელფასო დანამატებისა და პრემიების შესახებ არსებული ინფორმაცია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში სწორედ 2007 წლის ივნისიდან საქმიანობს. შესაბამისად, სახელმწიფომ კანონით განსაზღვრა სასამართლო სისტემის სოციალური დაცვის გარანტიები, თუმცა ორგანიზაციის ყურადღებას, შესწვალილ ინფორმაციაში, ყოველთვიური შრომითი ანაზღაურების მიღმა, მივლინებების, სახელფასო დანამატები და პრემიების პერიოდულობა და ოდენობა იპყრობს. შესაბამისად, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის სახელით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, არსებული სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ, ყველაზე მდიდარ საჯარო უწყებად რჩება, სასამართლოს თავმჯდომარე კი, საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების შემდგომ, ქვეყანაში, მეორე თანამდებობის პირია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორინგის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა 2015 წლის იანვარი-ივნისის თვის მდგომარეობით, თანამდებობრივი სარგოს, პრემია და დანამატის სახით მიიღო 56 925 ათასი ლარი, 2014 წელს – 134 820, 2013 წელს – 204 675, 2012 წელს – 102 850, 2011 წელს – 98 025, 2010 წელს – 95 700, 2009 წელს – 97 015, 2008 წელს – 95 610,71, ხოლო 2007 წელს – 40 500 ათასი ლარი. ყურადრებას იპყრობს სასამართლოს თავმჯოდმარის სამივლინებო ხარჯებიც. 2015 წლის იანვარი-ივნისის თვის მდგომარეობით, მივლინების ხარჯმა შეადგინა 18 249,46 ათასი ლარი, 2014 წელს – 69 607,62, 2013 წელს – 32 50045, 2012 წელს – 47 682,99, 2011 წელს – 44 007,24, 2010 წელს – 35 538,73, 2009 წელს – 50 118,55, 2008 წელს – 52 073,68, ხოლო 2007 წელს – 10 927,72 ათასი ლარი. მთლიანობაში, 2007-2015 წლის პირველი ნახევრისთვის, გიორგი პაპუაშვილმა თანამდებობრივი სარგოს, პრემია და დანამატის სახით მიიღო  926,120,71 ლარი, ხოლო ამავე პერიოდისთვის მისმა სამივლინებო თანხამ შეადგინა – 360 706,44 ლარი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მოწოდებულ არ იქნა ინფორმაცია, თუ რომელი მივლინებების დროს დაიხარჯა ასტრონომიული ხარჯები, რაც ვფიქრობთ, რომ შემდგომი განმარტებების საგანი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეისწავლეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების და სასამართლოს წევრების თანამდებობრივი სარგოს, პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯებიც. ანალიზმა ცხადყო, რომ მაღალია მათი მომსახურების ხარჯებიც. თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილს 2007 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 1 ივნისის თვის მდგომარეობით, თანამდებობრივი სარგოს, პრემია და დანამატის სახით, საერთო ჯამში მიღებული აქვს 679,620 ათასი ლარი. მისი ამავე პერიოდის სამივლინებო თანხა, საერთო ჯამში, შეადგენს 82,824.83 ათასი ლარს. თავმჯდომარის კიდევ ერთ მოადგილეს, ზაზა თავაძეს 2010-2015 წლის 1 ივნისის თვის მდგომარეობით, თანამდებობრივი სარგოს, პრემია და დანამატის სახით, საერთო ჯამში მიღებული აქვს 483,013,19 ათასი ლარი. მისი ამავე პერიოდის სამივლინებო თანხა, საერთო ჯამში, შეადგენს 18,867,69 ათასი ლარს. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების (მდივნის, მოსამართლეების) შრომით ანაზღაურებისა და სამივლინებო ხარჯებს, შესწავლილი მასალის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ხარჯვითი ნაწილიც საკმაოდ მაღალია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შემოსავლები, 2007-2015 წლის პირველი ნახევრისთვის, მერყეობს 50 000 ლარიდან 95 000 ლარამდე, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის გამოყოფილი სამივლინებო ხარჯები, ბევრად მცირეა, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მომსახურების ღირებულება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხელფასების, პრემია-დანამატებისა და სამივლინებო ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოთხოვნილი თანხები კოლოსალურია და არ შეესაბამება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დღესდღეობით, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთიან სასამართლო ხელისუფლებაში, საქმეთა სიმრავლისა და საკონსტიტუციო სარჩელთა მიღებისა და განხილვის კუთხით, ყველაზე ნაკლებად დატვირთული უწყებაა და შესაბამისად, გაუგებარია, მისი ხელმძღვანელობისა და წევრებისთვის გაცემული სოლიდური თანხების პროპორციულობის საკითხი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ მიმართულებით საჭიროა შეიცვალოს მიდგომა. სასამართლო სისტემის აღნიშნული რგოლი უნდა გახდეს გამჭირვალე და საზოგადოების მხრიდან კონტროლირებადი, რათა ბიუჯეტიდან მიმართული ხარჯების გამოყენება მოხდეს რაციონალურად და ეფუძნებოდეს სამართლიანი განკარგვის პრინციპს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ საჭიროა გაძლიერდეს და გაფართოვდეს საზოგადოებრივი მონიტორინგის ინსტრუმენტები, სახელმწიფო ბიუჯეტის სახელმწიფო უწყებებზე გაცემულ სახსრების მიზანშეწონილობის და სახელმწიფო უწყებების ხარისხიანი საქმიანობის მეთვალყურეობის მიზნით.

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

საქსტატმა ინფლაციის საველე სამუშაოები დაიწყო

13 years ago

4 ნობელიანტი მეცნიერი 2016 წლის ეკონომიკური გამოწვევების შესახებ

11 years ago
სამთავრობო კომისიამ პრობლემური ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე იმსჯელა

სამთავრობო კომისიამ პრობლემური ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე იმსჯელა

13 years ago
თავდაცვის მინისტრი ევროპის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტებს გამართავს

თავდაცვის მინისტრი ევროპის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტებს გამართავს

10 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by